SBM LEAGUE 2016/17: კვირას სუპერლიგის თასის 1/8-ფინალები გაიმართება

AutoSharing Option
30 აპრილს, თბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ სეზონის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს.

კვირას სუპერლიგის თასის გათამაშება აიღებს სტარტს, რომელშიც სუპერლიგა A და B -ს საუკეთესო 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები 1/8-ფინალში, 19 აპრილს სასტუმრო "ბილტმორში" გამართულ კენჭისყრაზე, ბრმა წილისყრის პრინციპით დაწყვილდნენ.

რვა შეხვედრიდან მხოლოდ ორში დაუპირისპირდებიან ერთი და იმავე ლიგის გუნდები ერთმანეთს - სუპერლიგა B-ს 1/4-ფინალის მსგავსად, სკ "ჯვაროსნები 2"-ის მეტოქე საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი იქნება. რაც შეეხება სუპერლიგა A-ს 1/8-ფინალურ წყვილს - ერთმანეთს ტვ "იმედი" და სკ
"ჯვაროსნები" დაუპირისპირდებიან.

ყველა სხვა შემთხვევაში, მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ბრძოლაში სხვადასხვა ლიგის გუნდები მოსინჯავენ ერთმანეთთან ძალებს. განსაკუთრებულ ინტერესს სუპერლიგა B-ს ლიდერის, FUNDAY ENTERTAINMENTI-ისა და სუპერლიგა A-ს ერთ-ერთი ფავორიტის, მფკ "ნატახტარის" დაპირისპირება იწვევს, რომელიც 17:00 სთ-ზე დაიწყება.

1/4-ფინალისტების ვინაობა ერთი მატჩის შედეგად გაირკვევა. შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში, დაინიშნება ერთი დამატებითი 5-წუთიანია ტაიმი და თუ აქაც ვერ გამოვლინდება გამარჯვებული, მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელის ვინაობას 7-მეტრიანების სერია გადაწყვეტს.

30.04.2017. სუპერლიგის თასი. 1/8-ფინალი
13:00 სკ ჯვაროსნები - ტვ იმედი
15:00 სკ ჯვაროსნები 2 - FC UG
16:00 FC VIVUS.GE - GM ჭიათურა
17:00 FUNDAY ENT - მფკ ნატახტარი
18:00 სკ ფერო (ზეს) - სფფ
19:00 სკ ევროკრედიტი - სკ პსპ
20:00 CFCP - კსუ/CIU

კვირასვე, ბრინჯაოს ლიგისა და სუპერლიგა C-ს I ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი, სასტუმრო "ბილტმორის" გუნდი თავის პირველ შეხვედრას, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ლიგაში დაბრუნებულ DHL-ის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება კიდევ ერთ ახალ მონაწილეს, "დომსონ ინჯინეარინგს", ოქროს ლიგიდან გამოვარდნილ თბილისის მერიის გუნდს დაუპირისპირდება.

30.04.2017. ბრინჯაოს ლიგა. I ტური
11:00 ბილტმორი - DHL
12:00 თბილისის მერია - დომსონი

დებიუტებით იქნება გამორჩეული სუპერლიგა C-ს პირველი ტურის დაპირისპირებებიც. "აჭარის ნაკრები" დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის გუნდ "რუბიკონს" დაუპირისპირდება, ხოლო ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი სადისტრიბუციო კომპანია "ჯეო ჰოლდინგთან" ითამაშებს.

30.04.2017. სუპერლიგა C. I ტური
14:00 აჭარის ნაკრები - რუბიკონი
21:00 ტატიშვილი - ჯეო ჰოლდინგი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", სასტუმრო "ბილტმორი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული