ფუტსალის ფიფას რეიტინგი: საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა!

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სენსაცია მოახდინა და თბილისში გამართული ელიტრაუნდის ჯგუფიდან ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პლეი ოფში მოხვდა. ამან საქართველოს არა მხოლოდ დიდი სიხარული, არამედ რეიტინგული პროგრესიც მოუტანა - ფუტსალის ფიფას რეიტინგში 3 საფეხურით წაიწია წინ.

ელიტრაუნდამდე ავთანდილ ასათიანის გუნდი 45-ე ადგილზე იყო, ახლა კი 42-ე პოზიციაზეა, ხოლო ევროპაში - 23-ეზე.

1. ბრაზილია - 1929; 2. ესპანეთი
- 1872; 3. რუსეთი - 1765; 4. არგენტინა - 1700; 5. იტალია - 1608; 6. ირანი - 1593; 7. პორტუგალია - 1582; 8. უკრაინა - 1500; 9. ყაზახეთი - 1462; 10. აზერბაიჯანი - 1445... 42. საქართველო - 1056...

საინტერესოა, რომ საქართველო რეიტინგში ისეთ საფეხბურთო ქვეყნებს უსწრებს, როგორებიც არიან მექსიკა (48), ინგლისი (62), თურქეთი (63), ნორვეგია (72), საბერძნეთი (73), შვეიცარია (85), უელსი (89), ბულგარეთი (94), შოტლანდია, ხოლო გერმანიაში, ნიგერიაში, ავსტრიასა და ირლანდიაში ფუტსალის განვითარება ახლაღა დაიწყეს და მათთვის ჯერ ადგილი არც მიუკუთვნებიათ.

რაც შეეხება ელიტრაუნდში ჩვენს ყოფილ მეტოქეებს, იტალია ცხრილში უკვე ნახეთ - აპენინელები კვლავ მე-5 პოზიციაზე არიან. ასევე მოხდა ბელორუსისა (21) და ჰოლანდიის (26) შემთხვევაშიც. ასე რომ, ელიტრაუნდით მხოლოდ საქართველომ ისარგებლა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული