ზვიად კუპატაძე: იცოდეთ, ჩვენ მთელი მსოფლიო ავალაპარაკეთ!

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეკარემ საქართველოს ფუტსალის ნაკრების მიერ იტალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველო-იტალია 2:2 - ერთი ნაბიჯი ევროფინალამდე! [VIDEO]

"დასახულ მიზანს მივაღწიეთ, რადგან მთელი საქართველო გახარებულია. მსაჯის სასტვენის შემდეგ გულშემატკივარი დაახლოებით ნახევარი საათი კიდევ აქ, ჩვენთან იყო. ისინი ასეთი გახარებულები ჯერ არ მინახავს. ჩემი დაბრუნების მიზანი სწორედ ეს იყო და მიხარია, რომ ამას მივაღწიეთ.

იცოდეთ, ჩვენ მთელი მსოფლიო ავალაპარაკეთ. რუსეთის ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტისგან, ნაკრების კაპიტნისგან მესიჯები მომდიოდა. მწერდნენ, რომ ბიჭებო, თქვენ შეძლებთო... და არამხოლოდ
ისინი: მთელი სამყარო გვწერდა, რადგან ხედავდნენ ჩვენს სიძლიერეს.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ და გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ წარმატებას. ადრეც გითხარით და ახლაც ვიმეორებ: მიხედეთ ფუტსალს!", - თქვა კუპატაძემ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ფლეი ოფფში, იმედია იქაც იყოჩაღებთ.

მარა მეგობრული რჩევაა, ნამეტანი ეიფორია და ქება ყოველთვის წყინს ქართველებს და მიზნის ბოლომდე მიყვანაზე იფიქრეთ.
giga
15:53 12-04-2017
0
ჯერ არაფერი ისეთი გაგიკეთებიათ გადით ჯერ ფინალურ ეტაპზე
ssss
13:09 12-04-2017
0

სიახლეები პოპულარული