"მჯერა, ფუტსალის ნაკრების წარმატებას საფეხბურთო ნაკრების წარმატება მოჰყვება

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს ფუტსალის ნაკრების მიერ იტალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველო-იტალია 2:2 - ერთი ნაბიჯი ევროფინალამდე! [VIDEO]

"მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს წარმატება. მადლობა ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ფედერაციას ამ თავდადებისთვის, შრომისთვის. მათ საქართველოს გასახარად ყველაფერი გააკეთეს.

მადლობა გულშემატკივარს, რომელმაც არნახული ატმოსფერო შექმნა. ყველამ ვნახეთ, რომ შეგვიძლია ლამაზად თამაში, შეგვიძლია გამარჯვება და თამაშის შემოტრიალებაც.

ამ ბიჭებმა დღეს მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ საქართველოში ფეხბურთი ცოცხლობს და შეგვიძლია წარმატებას მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ,
რომ ფუტსალის ნაკრების წარმატებას დიდი ნაკრების წარმატება მოჰყვება", - თქვა ხეჩიკაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოკ, რუსებმა ფული გადაიხადეს რო მინიფეხბურთისთვის "ფუტზალი" ეწოდებინათ. მაგრამ ჩვენ რომ არ გავითვალისწინოთ და მინიფეხბურთი რომ დავუძახოთ არ შეიძლება?
ქუთაისელი
16:47 12-04-2017
0
რა დალია ეგეთი ან რა მოწია :D :D :D

ფუტსალიდან იწყება ფეხბურთი?
giga
15:53 12-04-2017
0

სიახლეები პოპულარული