ფუტსალი: საქართველოს ნაკრებს პლეი-ოფში მოსახვედრად ფრეც ეყოფა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის პლეი-ოფში მოსახვედრად დღეს ქულაც დააკმაყოფილებს.

ჯგუფის მეორე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ჰოლანდიისა და ბელორუსის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა. შესაბამისად, ორივე გუნდს 2-2 ქულა დაუგროვდა. ამდენივე აქვს საქართველოს ნაკრებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე, გადამწყვეტ მატჩს დღეს, 18:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც 6 ქულით ევროპის ჩემპიონატის საგზური განაღდებული აქვს.

ევროპირველობაზე მოსახვედრად ასეთი წინაპირობაა: ფინალურ ტურნირზე, რომელსაც 2018 წლის 30 იანვრიდან 10 თებერვლამდე სლოვენია უმასპინძლებს,
მასპინძელთა ნაკრები ავტომატურად ითამაშებს, მას კი შვიდი საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული შეუერთდება.

დარჩება ოთხი ვაკანტური ადგილი, რომელსაც ოთხ საპლეიოფო წყვილში გამარჯვებულები მიიღებენ. პლეი-ოფში მოსახვედრად შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილია საჭირო. შვიდ მეორეადგილოსანს ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანიც შეუერთდება. საპლეიოფო მატჩები სექტემბერში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული