ზვიად კუპატაძე გულშემატკივარს: გთხოვთ, მოდით თამაშზე, იმედებს ნუღარ გაგვიცრუებთ

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ ჰოლანდიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- ფუტსალი: საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ფრით დაიწყო
- საქართველო-ჰოლანდიის მატჩზე დარბაზში შუქი დაახლოებით 10 წუთით გაითიშა [VIDEO]
- ავთანდილ ასათიანი: კარგია, რომ ჰოლანდიის დონის ნაკრებთან ფრე აღარ გვაკმაყოფილებს

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, 8 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ჰოლანდიის წინააღმდეგ გამართა და ქულას დასჯერდა - 1:1.

"თანაბარი თამაში გამოვიდა, შეცდომები ორივე გუნდს ჰქონდა. სამწუხაროა, რომ
მაშინ, როცა მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, აქეთ მივიღეთ ჩვენ კარში. მიუხედავად ამისა, ბიჭებს მადლობა ეკუთვნით.

გულშემატკივრებით იმედგაცრუებული ვარ. ძალიან ცოტანი იყვნენ და ძალიან გთხოვთ, მოდით, დაგვიჭირეთ მხარი, ნუღარ გაგვიცრუებთ იმედებს. წინ რთული მატჩები გველის", - თქვა კუპატაძემ.

მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები დღეს, 18:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში ბელორუსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 ლარია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართას ამბობს ეს კაცი ტრიბუნები გავავსოთ და ბოლო ხმაზე ვიყვიროთ საქართველო!!!! ბიჭები მონდომებას არ აკლებენ!
გენო
13:53 09-04-2017
0

სიახლეები პოპულარული