ფუტსალი: საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ჰოლანდიას ამარცხებს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ოლიმპიურ სასახლეში ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჰოლანდიის წინააღმდეგ მართავს.

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ანგარიშით 1:0 იგებს. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი არჩილ სებისკვერაძეა.

პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათ რამდენიმე საგოლე მომენტიც შეექმნათ, თუმცა ყველა შემთხვევაში ქართველთა მეკარე ზვიად კუპატაძემ დამაჯერებლად ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული