საქართველო VS ჰოლანდია - ოლიმპიურ სასახლეში მეინ რაუნდი იწყება

AutoSharing Option
დღეს, 8 აპრილს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის A ჯგუფში, რომლის შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს, ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 სთ-ზე დაიწყება.

მანამდე კი, 15:30 სთ-ზე, იტალიისა და ბელარუსის ნაკრებები ითამაშებენ.

შეხვედრებზე დასასწრები ბილეთების ყიდვა როგორც ონლაინ რეჟიმში, ისე მატჩის დღეს, 12:00 საათიდან ოლიმპიური სასახლის სალაროებში შეიძლება და მისი ფასი 5 ლარია. საქართველოს ნაკრების მონაწილეობით, მეინ რაუნდის მატჩების რეპორტაჟს "მეორე არხი" წარმოადგენს, სხვა შეხვედრების ნახვის შესაძლებლობა კი გულშემატკივარს სფფ-ის ფეისბუქ-გვერდზე შეეძლება.

2018 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის
მეინ რაუნდის A ჯგუფში ოთხი ნაკრები იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები 8-11 აპრილს იტალიის, ჰოლანდიისა და ბელარუსის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი კი პლეი ოფში გადაინაცვლებს, ასევე პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს მეინ რაუნდის შვიდ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილზე გასული ნაკრებიც.

მატჩების განრიგი:
I ტური, 8 აპრილი
15:30 იტალია - ბელარუსი
18:00 საქართველო - ჰოლანდია

II ტური, 9 აპრილი
15:30 ჰოლანდია - იტალია
18:00 საქართველო - ბელარუსი

III ტური, 11 აპრილი
15:30 ბელარუსი - ჰოლანდია
18:00 იტალია - საქართველო

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე ("ტტგ იუგრა", რუსეთი), ჯაბა ჯამბურია ("ტატიშვილი", თბილისი)
წინა ხაზი: შოთა ჭანუყვაძე ("ტატიშვილი", თბილისი), მურთაზ კაკაბაძე ("ტატიშვილი", თბილისი), ლევან კობაიძე ("ტატიშვილი", თბილისი), ზურაბ ლუკავა ("ტატიშვილი", თბილისი), დავით ბობოხიძე ("ტატიშვილი", თბილისი), შოთა თოფურია ("სტუ-თელასი", თბილისი), კახა მაისაია ("სტუ-თელასი", თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე ("პსპ", თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი თოდუა ("ბჩ", გომელი, ბელარუსი), ვახო ჯვარაშვილი ("ბჩ", გომელი, ბელარუსი), არჩილ სებისკვერაძე ("ლიდსელმაში", ლიდა, ბელარუსი), რონინიო და სილვა ("აელ", ლიმასოლი, კვიპროსი)
სამწვრთნელო შტაბი: მთავარი მწვრთნელი - ავთანდილ ასათიანი; მთავარი მწვრთნელის ასისტენტები - არჩილ ბოკერია, ბესიკ არველაძე; ადმინისტრატორი - ამირან ცხომარია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული