ფუტსალის ლიგა 2016/17: 17 მარტს XII ტურის სამი შეხვედრა გაიმართება

AutoSharing Option
17 მარტს, თბილისის ოლიმპიური სასახლე ფუტსალის ლიგის XII ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.

ამჯერად ტურის მხოლოდ თბილისური ნაწილი გაიმართება.

სათამაშო დღეს, 14:00 სთ-ზე, მფკ "მგლებისა" და "თბილისი ვარიორსის" დაპირისპირება გახსნის. თუკი "მებრძოლებს" პლეი-ოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსიღა შემორჩათ, მათი მეტოქე საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის რეალური კანდიდატია და შესაბამისად, აუტსაიდერთან მხოლოდ სამ ქულას გეგმავს.

რიგით მეთერთმეტე გამარჯვების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს მფკ "ტატიშვილს". გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ამავე სტატუსის აუტსაიდერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბს დაუპირისპირდება. მატჩი 16:00 სთ-ზე დაიწყება.

18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს ტურის
ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მფკ "აგორა" და "თბილისი" დაუპირისპირდებიან. 11 ტურის შემდეგ "აგორა" 21 ქულით სატურნირო ცხრილში III პოზიციაზე იმყოფება და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, პლეი-ოფში ითამაშებს კიდეც.

რაც შეეხება "დედაქალაქელებს", მათ "დინამო ბათუმთან" ერთად 15-15 ქულა აქვთ და 2 ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილზე მყოფ "აფხაზეთს". შესაბამისად, მიზნის მისაღწევად ყველა გასამართ შეხვედრას მათთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ცალკე თემაა პირველ წრეში "თბილისის" მიერ განცდილი დამამცირებელი მარცხი (1-8), რაც ხვალინდელ დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას სძენს.

17.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XII ტური
14:00 მფკ მგლები - მფკ თბილისი ვარიორსი
16:00 მფკ იბსუ - მფკ ტატიშვილი
18:00 მფკ აგორა - მფკ თბილისი

რაც შეეხება XI ტურის კიდევ ორ შეხვედრას, "დინამო" (ბთ)-მფკ "აფხაზეთი" და ბსუ (ბთ) - "სტუ-თელასი", ერთმანეთს ბათუმში 1-ელ მაისს დაუპირისპირდებიან.

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული