SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგის VII ტური და ოლიმპიური ჩემპიონის დებიუტი!

AutoSharing Option
12 თებერვალს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეცხრე სეზონის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს ამჯერად სუპერლიგის გუნდები გამართავენ. VI ტურის მატჩებს, ტრადიციულად, თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

სათამაშო დღე სუპერლიგა B-ს გუნდების დაპირისპირებით აიღებს სტარტს. 11:00 სთ-ზე, გათამაშების აუტსაიდერი, ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდი "ევროკრედიტს" დაუპირისპირდება.

საინტერესო მოვლენით იქნება გამორჩეული "ჯვაროსნები 2"-ისა და Funday Entertainment-ის დაპირისპირება: პირველად ლიგის ისტორიაში, ითამაშებს ოლიმპიური ჩემპიონი - თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი Funday-ს ღირსებას დაიცავს. რიო 2016-ის ტრიუმფატორი, ტიტულოვანი ქართველი ფალავანი ჩემპიონატის დაწყების დღიდან ირიცხება გუნდის განაცხადში, თუმცა გადატვირთული
გრაფიკის გამო მხოლოდ ახლა მიეცემა დებიუტის შანსი. მატჩი 12:00 სთ-ზე დაიწყება.

მომდევნო შეხვედრაში "სტუდენტური დერბი" შედგება - საქართველოს უნივერსიტეტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წინააღმდეგ.

14:00 სთ-ზე გაიმართება "კახურ-იმერული" დაპირისპირება: სკ "თელავი" გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, ზესტაფონის "ფეროს" ეთამაშება.

ტურს 18:00 სთ-ზე "უნიკრედიტის" და "ვივუსის" გუნდების შეხვედრა დაასრულებს.

12.02.2017. სუპერლიგა B. VIტური
11:00 ეთა - სკ ევროკრედიტი
12:00 სკ ჯვაროსნები -2 - FUNDAY Ent.
13:00 FC UG - კსუ/CIU
14:00 სკ თელავი - სკ ფერო
18:00 UNICREDIT.GE - FC VIVUS.GE

VI ტურის შეხვედრები გაიმართება სუპერლიგა A-შიც.

15:00 სთ-ზე, გათამაშების ორი აუტსაიდერი და უქულოდ მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სკ "ჯვაროსნები" და "GM ჭიათურა" პირველი ქულებისთვის იბრძოლებენ.

ერთპიროვნული ლიდერის რანგში, პირველ შეხვედრას გამართავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდიც, რომლის მეტოქეც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი იქნება.

გათამაშების კიდევ ერთი ფავორიტი სკ პსპ ტელეკომპანია "იმედის" გუნდს დაუპირისპირდება.

სათამაშო დღეს ტურის ცენტრალური შეხვედრა დაასრულებს - მფკ "ნატახტარი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდის წინააღმდეგ, რომლის რიგებსაც კიდევ ერთი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი შეემატა - ლიგაში დებიუტი ექნება ქვეყნის მთავარი გუნდის და "დინამო თბილისის" ყოფილ ფეხბურთელს, ალექსანდრე ამისულაშვილს. მატჩი 19:00 სთ-ზე დაიწყება.

12.02.2017. სუპერლიგა A. VI ტური
15:00 სკ ჯვაროსნები - GM-ჭიათურა
16:00 CFCP - სდსს
17:00 FC PSP - ტვ იმედი
19:00 სფფ - მფკ ნატახტარი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული