"ვამბობდი - მოდით და ნახავთ, რა ნაკრებიც გვყავს! მოვიდნენ და გაიხარეს!"

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ასპროცენტიანი შედეგით გადალახა. ახლა ჩვენი გუნდი 3-დან 12 აპრილის შუალედში ითამაშებს მინსკში, სადაც გაცილებით ძლიერი მეტოქეები გველიან - ბელორუსი, იტალია და ხორვატია.

"თამაშის დღეს, დილით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაგვლოცა და წარმოუდგენელი იყო, რომ შვეიცარია გამარჯვებული გაგვეშვა. ამ დალოცვამ თითოეულ ჩვენგანზე დიდი გავლენა იქონია. გამაოცა და გამახარა გულშემატკივარმა, რომელიც სასწაულად დაგვიდგა გვერდში, გუნდმა კი უჩვეულო ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა.

ყველანი მივხვდით, რომ ტყუილად არ გვიშრომია. რაც მთავარია, გამოჩნდა, რომ საქართველოს ფუტსალში პოტენციალი აქვს. აუცილებლად უნდა ვთქვა
ფეხბურთის ფედერაციაზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, გუნდი საუკეთესოდ რომ მოგვემზადებინა.

ჩვენ ახლა თამაშზე ვფიქრობდით და არა - პრობლემებზე. ახლა გუნდში ისეთი ატმოსფეროა, რომელიც ყველას გვახარებს. ბიჭები ერთმანეთს დაუდგნენ გვერდში. ერთსულოვნების გარეშე ეს წარმატება არ მოვიდოდა და ხალხს ამ სიხარულს ვერ მივანიჭებდით", - ამბობს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი.

ის დარწმუნებულია, რომ გუნდის გაძლიერება შესაძლებელია:

"მიზეზთა გამო ჩვენ ახლა ყველა მოთამაშე ვერ გამოვიძახეთ. ზოგს ტრავმა აწუხებდა, ზოგი სხვა პრობლემამ დააბრკოლა... არადა, რეზერვში კიდევ გვყავს 5-6 საინტერესო ფეხბურთელი, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ ნაკრებში თამაში.

თუკი შემდეგი ეტაპისთვის ოპტიმალური შემადგენლობა შეიკრიბება, დარწმუნებული ვარ, უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. მთავარი ისაა, რომ ნაკრებში კონკურენცია გვაქვს, რაც ორმაგად მახარებს".

მაყურებელმა უკვე შეიყვარა ნაკრებში დაბრუნებული მისი ერთ-ერთი ლიდერი ზვიად კუპატაძე. 36 წლის მეკარემ ამ სამ შეხვედრაში 2-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. კუპატაძე ამბობს, რომ მსგავსი გრძნობა არასოდეს განუცდია:

"რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ჩემს კარიერაში უდიდესი სიხარული იყო. ახლა კი საქართველოს ნაკრებთან ერთად მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრები ჩავატარეთ. მაგრამ 4 ათასი ადამიანი რომ მოვიდა დარბაზში, ამ ქვეყნად ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა. ეს 3 შეხვედრა ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

როგორც იქნა, საქართველო, ფეხბურთის ფედერაცია ამ სახეობისკენ შემოტრიალდა და ერთად გავიხარეთ. ვამბობდი - მოდით და ნახავთ, რა ნაკრებიც გვყავს! მოვიდნენ და გაიხარეს!

რუსეთში უზომოდ ბედნიერი წავედი და გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს გთხოვთ - ასე გააგრძელეთ, ფუტსალის ნაკრებს გვერდით დაუდექით და ჩვენ უფრო მეტად გაგახარებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
Amerikelo, emre:
თქვენ სახელებზეც გეტყობათ ვინც ხართ. Emre amerikelis სახელით გიცანით გამოდიი))))
ჩვენს ბიჭებს კიდევ წარმატებები ბელორუსში!
Georgian
02:31 04-02-2017
0
emres aq jigaro hens garda 11 komentaria da kvelam ertnairad gaigo heni komentari.
amitom ise unda hamoakalibo heni azri mere tavis martlebam ar mogicios da kuhi gvian agecvas.
TAMAZIKO
18:09 02-02-2017
0

სიახლეები პოპულარული