ვლადიმირ ვაისი: შეგვიძლია ამ საღამოს კოშმარი ვუწოდოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან (1:1) მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

"მხოლოდ 2-3 ფეხბურთელმა შეასრულა ჩემი დავალებები, დანარჩენებმა ეს ვერ გააკეთეს. მადლობა გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ სტადიონზე. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. ქვილითაიას, რომ შეესრულებინა თავისი დავალება არ იქნებოდა ურიგო.

მინდოდა ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება, სადაც კონტრშეტევები გვეპარებოდა.

დაუშვილმა ყვითელი მიიღო და მეშინოდა არ გაეძევებინათ. მინდოდა მაგის მაგივრად კანკავა შემომეყვანა. შეცვლებზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას. ძალიან ცუდად ვთამაშობთ მეორე სართულზე
დაცვაში.

მოლოდინი ყველას დიდი გვქონდა, შეგვიძლია ამ საღამოს კოშმარი ვუწოდოთ. შეცდომები გვქონდა ბურთის ამოტანაზე, მეორე სართულზე ბრძოლის დროს და ბურთის ართმევაზე.

ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, შესაძლოა ასეთი საღამო აღარ განმეორდეს. არ გვყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა თამაშს, როგორც ეს ოქრიაშვილმა უელსთან გააკეთა, თუმცა ამ მატჩი მან ეს ვერ მოახერხა.

დღეს ყველა არის დამნაშავე, რომ ვერ მოვიგეთ", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 91 /
პრობლემა თამაშისადმი განწყობაში იყო. ეს არ ეხება მარტო ფეხბურთელებს, მთელი ერი მხოლოს იმას იძახდა, აუცილებლად უნდა მოვიგოთო. ერთი რამ გაიგეთ ხალხნო - უნდა პრაქტიკულად არცერთ გუნდთან აღარ არსებობს, მით უმეტეს ჩვენთვის. ვიდრე ამას არ შევიგნებთ, მუდმივად ასე ვიქნებით, მოლდოვის ტიპის ნაკრებები ყოველთვის რაღაცას გაგვიფუჭებენ.

ასეთ გუნდებთან მხოლოდ საომრად უნდა გამოვიდეთ და არა მოსაგებად.
კოტე
01:12 15-11-2016
0
ფეხბურთელი არ გვყავდაო თავის თავზე რომ აიღებდა თამაშსო.გვყავდა ხალხნო და ეს იყო გიორგი არაბიძე რომელსაც შანსი არ მისცა ვაისმა. ეტყობა სულ დაავიწყდა რომ სათადარიგოში ჰყავდა.ზუსტად რომ ვაისმა წააგო ეს თამაში .ასე რომ ნუ დააბრალებთ ლორიას ან კიდევ დვალიშვილს.რაც ტყშეეხება ლადოს მისი ადგილი ნაკრებში კაი ხანია არ არის.რატომ ათამაშებენ ასეთი დაბალი დონის ფეხბურთელს ჰნაკრებში? არაბიძე თუ გამოიძახე მიეცი შანსი შე კაცო ხომ იცით რა კარგად თამაშობს .აი ეგ იყო ვაისის დიდი შეცდომა.

თემო
23:49 14-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული