ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 15 პოზიციით დაწინაურდა

AutoSharing Option
20 ოქტომბერს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრები ახალ რეიტინგში წინა თვესთან შედარებით 15 საფეხურით წაიწია და ამჟამად 270 ქულით 122-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ოქტომბერში მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი გამართეს.

საქართველოს ნაკრები სტუმრად ირლანდიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

მეორე შეხვედრაში კი ჩვენმა ნაკრებმა ასევე სტუმრად უელსთან ფრედ 1:1 ითამაშა და ჯგუფში პირველი ქულა აიღო.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

რაც შეეხება
რეიტინგის ლიდერებს, საუკეთესო ათეულიდან გავარდა უელსის ნაკრები და ამჟამად მე-11 პოზიციაზეა. პირველ ადგილზე კვლავ არგენტინაა, მეორე ადგილი გერმანიამ დაიკავა, მესამეზე კი ბრაზილია გადავიდა.

გთავაზობთ რეიტინგის 20 საუკეთესო ნაკრებს:

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ