ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

DAILY MAIL-მა საქართველოს ნაკრებს ტექნიკური ფეხბურთი და პოტენციალი შეუქო

AutoSharing Option
ბრიტანულმა გამოცემა DAILY MAIL-მა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ნაკრების თამაშს კარდიფში. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა 1:1 ითამაშა უელსის ძლიერ გუნდთან.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

"საქართველო მსოფლიო რეიტინგში 137-ე ადგილზეა, 127 ადგილით ჩამორჩება უელსს, მაგრამ კვირა საღამოს მატჩმა აჩვენა, რომ ძალთა თანაფარდობა სულ სხვანაირია.

ივნისში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს ამხანაგური შეხვედრა მოუგო, რამაც აჩვენა, რომ გუნდს აშკარად აქვს პოტენციალი, რაც "კარდიფ სიტი სთედიუმზე" ვლადიმირ ვაისის გუნდმა ტექნიკური ფეხბურთის ჩვენებით დაგვიდასტურა.

ბოლოსკენ თითქმის სენსაციად
გამოჩნდა, რომ ამ გუნდმა შინ სამი ქულა ვერ წაიღო, რომელიც ბოლო 25 ოფიციალურ მატჩში მხოლოდ მეორე საგარეო გამარჯვება იქნებოდა საქართველოსთვის", - წერს გამოცემა.
ასევე დაგაინტერესებთ