ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

გარეთ ბეილს საქართველოს ნაკრებისთვის გოლის გასატანად ათი წუთი ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე შეხვედრას უელსში ადგილობრივ ნაკრებთან მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 0:1 მარცხდება. 

სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გატანა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლეს - თავით გიორგი ლორიას კარში ბურთი გარეთ ბეილმა გადაგზავნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება. ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე, ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო -ბურთი ეულსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

ვლადიმირ ვაისმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო:
გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე.

უელსის ნაკრები: ჰენესი, განტერი, ტეოლორი, დევისი, უილიამსი, ჩესტერი, კინგი, ედვარდსი, ლედლი, ოუკსი, ბეილი.
ასევე დაგაინტერესებთ