ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების სავარაუდო შემადგენლობები

AutoSharing Option
დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე, დუბლინის "ავივას" სტადიონზე 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები ირლანდიას ეთამაშება.

ირლანდიური მედია ორივე გუნდის სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს.

the42.ie-ს ინფორმაციით, მარტინ ონილი 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით ითამაშებს. კარში დარენ რენდოლფი ჩადგება. დაცვის ოთხეული ასეთი იქნება - სიმუს კოულმენი და სტივენ უარდი ფლანგებზე ითამაშებენ, ცენტრში - რიჩარდ კიო და შეინ დაფი. საყრდენ ზონაში ჯეფ ჰენდრიკი და ჯეიმს მაკარტი (თუ მზად იქნება) იქნებიან, უფრო წინ ჯონ უოლტერსი, ვეს ჰულეჰენი და რობი ბრეიდი ითამაშებენ, ეული ფორვარდი კი შეინ ლონგი
იქნება.

ირლანდიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა
Sportall.Ge


extratime.ie საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს. გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი - ვაკო ყაზაიშვილი, ბუბა დაუშვილი, სანდრო კობახიძე, ჯანო ანანიძე - ლევან მჭედლიძე, ლადო დვალიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ