ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

მჯერა, მუნდიალზე გავალთ! ქვილითაია საქართველოს ავსტრიასთან ფავორიტად მიიჩნევს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვენის "რაპიდის" ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ავსტრიულ krone-სთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ავსტრიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამ მატჩს ქვილითაია ტრავმის გამო გამოტოვებს.

"ჩემი აზრით, ავსტრიასთან შეხვედრაში ფავორიტები ვართ. მოლოდინი დიდია და თანაც, საკუთარ კედლებში ჩვენი ნაკრები ბევრად ძლიერია.

მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას შევძლებთ!", - განაცხადა ქვილითაიამ.
ასევე დაგაინტერესებთ