საქართველოს ნაკრები: ყაზაიშვილის, ოქრიაშვილის და კაკაბაძის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ავსტრიასთან 5 სექტემბერს გასამართი თბილისური მატჩისთვის რომ ემზადება, 30 აგვისტოს მორიგი ვარჯიში გამართა.

ამ ეტაპზე, ნაკრებთან ერთად არ არიან ვაკო ყაზაიშვილი, ოთარ კაკაბაძე და თორნიკე ოქრიაშვილი. ყაზაიშვილი ჩამოსული იყო და პირველ ვარჯიშშიც მონაწილეობდა, მაგრამ გუშინ ვარშავაში გაფრინდა, "ლეგიასთან" კონტრაქტის გასაფორმებლად.

სატრანსფერო საკითხებს აგვარებდა ოქრიაშვილიც, მაგრამ რაც მოხდა, უკვე იცით - მას 20-დღიანი რეაბილიტაცია სჭირდება და ავსტრიასთან ვერ ითამაშებს.

- [ექსკლუზივი] ექიმებმა - გულიო... თორნიკე ოქრიაშვილი და "მარსელი" ჩაიშალა

ხოლო რაც შეეხება კაკაბაძეს, მისი არჩამოსვლის მიზეზი ვერ დავადგინეთ,
თუმცა კი გვითხრეს, რომ ისიც მალე ეროვნულ გუნდთან ერთად იქნება.

საქართველოსთან თბილისურ მატჩში ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს 28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი იულიან ბაუმგარტლინგერი უკაპიტნებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ავსტრიელთა დამრიგებელმა მარსელ კოლერმა. ბაუმგარტლინგერი ახლახან გადავიდა "ლევერკუზენში", მანამდე კი ასევე ბუნდესლიგური "მაინცის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი მაკარიძე ("მორეირენსე", პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბილისი), ლაშა დვალი ("სლასკი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ვერია", საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", უკრაინა)

ნახევარმცველი: ნიკა კვეკვესკირი ("გაბალა", აზერბაიჯანი), ბუბა დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი), ალექსანდრე კობახიძე ("ვორსკლა", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", თბილისი), გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("დინამო", თბილისი), დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია), ოთარ მარცვალაძე ("ორდაბასი", ყაზახეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
არც ერთი მჭირდება,არც მეორე და არც მესამე,ოქრიაშვილი განსაკუთღებით.
jiji
07:11 01-09-2016
0
მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე საქართველომ ერხელაც რომ ვეღარ მოიგოს, ისეთ სისულელეს არასდროს ვიტყვი, რომ აქ ფეხბურთი უნდა გაუქმდეს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული