ავსტრიის ნაკრების სია საქართველოს ნაკრებთან თბილისური მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
დღეს ავსტრიის ნაკრების თავკაცმა მარსელ კოლერმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც თბილისში 2018 წლის მუნდიალის პირველ შესარჩევ მატჩში დაეყრდნობა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ავსტრიის დაპირისპირება "დინამო არენაზე" 5 სექტემბერს გაიმართება.

გუნდში ოთხი დებიუტანტია: ანდრეას ლუკსე, შტეფან შტანგლი, ლუის შაუბი და მიხაელ გრეგორიჩი.

კოლერმა ახალი კაპიტანი, რომელიც ნაკრებიდა წასულ ფუხსს ჩაანაცვლებს, არ დაასახელა, ჯერ ფეხბურთელებს უნდა დაველაპარაკოო.

მეკარეები: რობერტ ალმერი (აუსტრია), ანდრეას ლუკსე (ალტახი), რამაზან იოზკანი (ლევერკუზენი).

მცველები: ალექსანდარ დრაგოვიჩი (ლევერკუზენი), მარტინ ჰინტერეგერი (ზალცბურგი), ფლორიან კლაინი (შტუტგარტი), სებასტიან პრიოდლი (უოტფორდი), მარკუს ზუტნერი
(ინგოლშტადტი), შტეფან შტანგლი (ზალცბურგი), კევინ ვიმერი (ტოტენჰემი).

ნახევარმცველები: დავიდ ალაბა (ბაიერნი), მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი), იულიან ბაუმგარტლინგერი (ლევერკუზენი), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი), შტეფან ილზანკერი (ლაიპციგი), ზლატკო იუნუზოვიჩი (ვერდერი), ვალენტინო ლაზარო (ზალცბურგი), მარსელ ზაბიტცერი (ლაიპციგი), ლუის შაუბი (რაპიდი), ალესანდრო შიოპფი (შალკე).

თავდამსხმელები: მიხაელ გრეგორიჩი (ჰამბურგი), ლუკას ჰინტერზეერი (ინგოლშტადტი), მარკ იანკო (ბაზელი).
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამათ პოტოებს და გუნდებს შევხედე სადაც თამაშOბენ,ვიცი ერთი გაგვბერავენ სირბილში მარტო,წინასწარ ვიცი წაგებულია და ეგა გუნდი,რომ იმედი არ გაქვს?არა მარტო მე,გამოსირებულებს აქვს ,მოგების იმედი ასეთი გუნდით.
otari
07:51 26-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული