ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილება განახორციელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განახორციელა.

- როგორ ვხვდებით ავსტრიას? ნაკრების ფეხბურთელების მდგომარეობა დღეს

სამწუხაროდ, ავსტრიასთან გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს ვენის "რაპიდის" ფორვარდი, 22 წლის გიორგი ქვილითაია. "დინამოს" ყოფილი შემტევი ავსტრიაშია, მაგრამ ადრე მიღებული ტრავმის გამო სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას ვაისმა ოდესის "ჩერნომორეცის" 23 წლის ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა დაამატა. შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავამ უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ჩერნომორეცს" "ზირკასთან"
მოაგებინა, გაიტანა რა მატჩის ერთადერთი გოლი. football.ua-მ ქართველს ეს გოლი იმით დაუფასა, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

- ლეგიონის უქმეები: სასწაულებრივი ლორია, ექვსი გოლი და განგაშის საფუძველი [VIDEO]

საქართველოსა და ავსტრიის დაპირისპირება 5 სექტემბერს, "დინამო არენაზე" გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი მაკარიძე ("მორეირენსე", პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბილისი), ლაშა დვალი ("სლასკი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ვერია", საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", უკრაინა)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი ("გაბალა", აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ალექსანდრე კობახიძე ("ვორსკლა", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", თბილისი), გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი ("დინამო", თბილისი), დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია), ოთარ მარცვალაძე ("ორდაბასი", ყაზახეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ