ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვლადიმირ ვაისი: წარმოუდგენელი და მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ესპანეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ესპანელები თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლის მეშვეობით დაამარცხეს.

- ისტორიული მომენტი: საქართველომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა! [VIDEO]

"წარმოუდგენელი და მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებს განცდილი წაგებების შემდეგ ძალიან სჭირდებოდა ასეთი გამარჯვება.

ეს გამარჯვება დიდ ძალას შეგვმატებს და, რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენას დაგვიბრუნებს. ის, რასაც დღეს ჩვენ მივაღწიეთ, დიდი სიხარულის მომტანია", - განაცხადა ვაისმა.
ასევე დაგაინტერესებთ