ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

დელ ბოსკე: საქართველოს ნაკრებმა სივრცეები არ დაგვიტოვა!

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ საქართველოს ნაკრებთან განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ესპანელები თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლის მეშვეობით დაამარცხეს.

- ისტორიული მომენტი: საქართველომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა! [VIDEO]

"პირველ ტაიმში ცუდად გამოვიყურებოდით. ამიტომ მეორე ტაიმში თამაშის გამოსწორება მოედანზე ინიესტას გამოყვანით ვცადე, მაგრამ მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა და სივრცეები არ დაგვიტოვა.

ევროპის ჩემპიონატის წინ გული არ უნდა დავიმწუხროთ. ეს ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევაცაა", - ციტირებს ესპანელს Marca.
ასევე დაგაინტერესებთ