ვლადიმირ ვაისი: ასე თამაში არ შეიძლება!

AutoSharing Option
27 მაისს ავსტრიულ შეკრებაზე საქართველოს ნაკრები ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე სლოვაკეთის ნაკრებს ამხანაგურად ეთამაშა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.


მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების სლოვაკმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა შემდეგი თქვა:

"ცუდად ვითამაშეთ. სლოვაკებთან ფიზიკური ორთაბრძოლები წავაგეთ. ისინი ჩვენზე უკეთ არიან მომზადებულნი და ფორმაში არიან, ჩვენგან განსხვავებით. პირველ ტაიმში მეტოქე გაცილებით უკეთ ორგანიზირებული თამაშობდა.

შესვენებაზე შევეცადე, გუნდის თამაშში მეტი აგრესია შემეტანა. მაგრამ მარტივი გოლები გავუშვით, მნიშვნელოვანი იყო ადამ ნემეცის მეორე გოლი. მესამე გოლი უბრალოდ აღმაშფოთებელია ჩვენი მხრიდან,
ასე თამაში არ შეიძლება, კედელი ვერ დავაყენეთ და დარტყმულზე რეაქციაც არ ყოფილა.

დიახ, საქართველოს ნაკრები ცდილობდა, მაგრამ დიდ ფეხბურთში ეს არ არის საკმარისი. მაგრამ უფრო მეტს ვიშრომებთ".
მკითხველის კომენტარები / 74 /
ფეხბურთელები რო მოდელებივით არიან, ოდნავი ამბიცია არ გააჩნიათ და უთავმოყვარეოდ თამაშობენ ეგ არახალია, მაგასაც შველა ჭირდება.. მაგრამ ჩვენც რო არაფრის დაფასება არ ვიცით და საკუთარი ქედმაღლობისთვის და ბიღმისთვის ვერ მიგვიხედია ეგეც ფაქტია, ცხადაძე-ცეცაძის დუეტი ბოლოდროინდელი მწვრთნელებიდან საუკეთესო იყო, და მიუხედავად მოცემული სიტუაციისა ამ ფეხბურთელებითაც ახერხებდნენ ნორმალური ფეხბურთის თამაშს, სულელურზე სულელური გადაწყვეტილება იყო ვაისით ამ დუეტის ჩანაცვლება..
AC MILAN
21:59 28-05-2016
0
100%-ით ვეთანხმები "ნიკოლოზი"-ს. მართლაც, ქართულმა ფეხბურტმა ნევროზი გაგვიჩინა. საერთოდა აღარ დააფინანსონ და თუ ვინმეს აინტერესებს, თვითონ მიხედონ. გავაძლიეროთ კალათბურთი და რაგბი. სპორტის ეს სახეობები აშკარად აღმავლობის გზაზეა და ახლა შემდეგ ეტაპზე ასამაღლებლად გაძლიერებული მხარდაჭერა და დაფინანსება ჭირდებათ, შედეგები რომ გააუმჯობესონ. ფეხბურთი უძირო ქვევრივითაა. რაც გინდა ჩადო, მაინც შედეგი ნულია.
გიო
18:34 28-05-2016
0

სიახლეები პოპულარული