ვაისი: ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი ვაჟი გაგვიტანს, მაგრამ საქართველო 3:2-ს მოიგებს

AutoSharing Option
pluska.sk-მა საქართველო-სლოვაკეთის ამხანაგურ თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა ვლადიმირ ვაისის ექსკლუზიური ინტერვიუ.

- საქართველოს ნაკრების ვარჯიში ავსტრიაში სლოვაკეთთან მატჩის წინ [VIDEO]
- ვლადიმირ ვაისი: რეიტინგით ფავორიტები არ ვართ, მაგრამ...
- ზურაბ ცისკარიძე: ნაკრებში ნამდვილად არაჩვეულებრივი ატმოსფეროა

- სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებთან თქვენი დუელი, ალბათ, განსაკუთრებულია...
- დიახ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი ცხოვრებაში, რომ იმ ბიჭების წინააღმდეგ მომიწევდა თამაში, რომლებიც ბევრჯერ დამეხმარნენ და მეც ბევრჯერ ვედექი გვერდში. მით უმეტეს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საკუთარი შვილის წინააღმდეგ მომიწევდა თამაში. არასოდეს მინდოდა ჩემი ქვეყნისა და "სლოვანის" წინააღმდეგ
თამაში.

მაგრამ ცხოვრება ასეთია. მე ამ ყველაფერს ემოციურად, მაგრამ პროფესიულად ვუყურებ. მაინც არ არის კარგი შენი ქვეყნის წინააღმდეგ თამაში...

- და თქვენი ემოციების გაკონტროლება შეგიძლიათ?
- პროფესიონალი ვარ და დღეს მოგება ისევე მსურს, როგორც იან კოზაკს.

- ყოფილ შეგირდებთან კონტაქტებს ინარჩუნებთ?
- შვილთან სულ მაქვს მიმოწერა. ახლა ვნახავ ჩემს ძველ მეგობრებს. სლოვაკეთის ნაკრები ყოველთვის ჩემს გულშია და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები.

მაგრამ დღეს ჩვენ ვიბრძოლებთ და ნახავთ, რომ ქართველებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.

- თქვენმა შვილმა გვითხრა, რომ ქართველების კარში გოლის გატანა სურს...
- ის მუდამ ასეთია, მაგრამ დღეს ის ჩემი მეტოქე იქნება. კი ბატონო, გაიტანოს, მაგრამ ჩვენ 3:2 უნდა მოვიგოთ. მაშინ ბედნიერი ვიქნები.

- რა უფრო რთულია, შვილის გაწვრთნა თუ მის წინააღმდეგ თამაში?
- სიმართლე გითხრათ, ჩემი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ვლადკო გახლდათ, კოზაკის ხელში ის უკეთეს ფეხბურთს თამაშობს. ახლა ვლადკო უფრო გამოცდილია, უფრო მეტად ავლენს ლიდერის თვისებებს და აღარ აქვს სტრესი, რაც ჩემი მწვრთნელობის დროს ჰქონდა.

- საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატს თუ დაესწრებით?
- რა თქმა უნდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი მეტოქეები არიან ავსტრია, უელსი და ირლანდია. მათ უნდა დავაკვირდე და თან სლოვაკეთსაც ვუგულშემატკივრებ.

- რა მიზნები გაქვთ სამწვრთნელო კარიერაში?
- ჩემი აზრით, საუკეთესო წლები ჯერ წინ მაქვს. შეცდომა ბევრი დამიშვია, მაგრამ, გპირდებით, ამას აღარ ვიზამ. იმ შეცდომების გამო ძვირიც გადავიხადე ცხოვრებაში.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აქ ყველა საღადაოდ მოდის,სულ ფეხებზე კიდია შენი ქართული ფეხბურთი,70-80 წლების სოფლის გუნდები უფრო მეტი საზრიანობით და ტაქტიკით თამაშობდნენ ვიდრე დღევანდელი ნაკრები,ნაკრებია არა ბოდიშ ...უნდა მეთქვა...
ოთარი
05:53 28-05-2016
0
ცხადაძე თავისი შვილის ნაკრებში მოწვევის გამო ლამის ჯვარს ვაცვით და აგერ ამან გოლი მინდა რომ ჩემმა შვილმა ჩემს გაწვრთნილ ნაკრებს გაუტანოსო,- მაგრამ ალბატ გაგებით უნდა მოვეკიდოთ ხომ . გასაძევებელია საქარტველოდან საერთოდ. აი ნახავთ ერთ თამაშსაც კი ვერ მოიგებს. ჩხადაძე მოსანატრებელი თუ არ გახდეს და მერე ითვალის კობიაშვილმა დაზოგილი ფულები ხალხის ნერვების მოშლის ხარჯზე რომ ექნებათ დაგროვებული.
გივი
22:39 27-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული