ზურაბ ცისკარიძე: ნაკრებში ნამდვილად არაჩვეულებრივი ატმოსფეროა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა სლოვაკეთთან მატჩის წინ ბოლო ვარჯიშზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 27 მაისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები არსებობის ისტორიაში მეორედ დაუპირისპირდება სლოვაკეთის უპირველეს გუნდს.

მატჩი ავსტრიის ქალაქ ველსში თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს გულშემატკივარი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხით იხილავს.

ნაკრების ფეხბურთელების კომენტარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი აქვეყნებს.

ვახტანგ ჭანტურიშვილი: "ძალიან კარგი ატმოსფეროა, ბევრ ფეხბურთელთან ერთად მითამაშია და კარგად ვიცნობ მათ. ნაკრებთან ერთად პირველად ვარ და ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, მეცვას ეროვნული გუნდის მაისურა. ვეცდები, ეს შანსი
გამოვიყენო".

ჯაბა ჯიღაური: "ბედნიერი ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. მოხარული ვიქნები ასევე, თუ დებიუტიც მექნება. ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობაა ნაკრებში თამაში. რთული მეტოქეები გვყავს. სამივე გუნდი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. შეკრებაზე ყველაფერი კარგად მიდის. გუნდი ყველა თამაშში მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს".

ზურაბ ცისკარიძე: "პირველ რიგში, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ ნაკრებთან ერთად ვიმყოფები. კომუნიკაცია ქართულ ენაზეა, რომელიც კარგად მესმის, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ... თუმცა ჩემი მთავარი საკომუნიკაციო ენა ფეხბურთია. აქ ნამდვილად არაჩვეულებრივი ატმოსფეროა, კარგი განწყობა და ვარჯიშებია. ჩვენი სამივე მეტოქე მალე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და მათთვის ეს იქნება რეპეტიცია. თუმცა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი მატჩებია, რადგან სწორედ ამ მატჩების შემდეგ იწყება მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი".
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ატმოსფერო კაცო დაცვას მიხედეთ დაცვაას :)))))
ნოა
13:52 27-05-2016
0
ბიჭოოოო კამერებთან და ჟურნალისტებთან თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას სტადიონზე რა მოგდით? გასახდელში ტოვებთ? ყველა "ბნელი" და ფეხბურთისგან ძალიან შორს მდგომი ნაკრები ჩვენთან მოგებით წერს ისტორიას ესაა პასუხისმგებლობა? 20 წლის წინ ალბანეთს, ყაზახეთს, რუსეთს, ლიტვას, ერთი ფეხით უგებდით დღეს შეხედეთ სად ვართ ესაა პასუხისმგებლობა? ნუთუ არაფრის აღარ გრცხვენიათ?
გივია
13:51 27-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული