საქართველოს ნაკრები: ავსტრიული შეკრება დაიწყო, ჯანო ანანიძე ვერ ვარჯიშობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 მაისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაიწყო. ჩვენმა გუნდმა, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ფელდკირხენში ივარჯიშა. წვრთნაში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ჯერჯერობით გუნდთან ერთად არ არიან გიორგი აბურჯანია (დღეს "ხიმნასტიკს" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მორიგი ტურის მატჩი აქვს) და გიორგი ჭანტურია (24 მაისს "დუისბურგის" შემადგენლობაში ითამაშა).

ნაკრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უახლოეს ამხანაგურ მატჩებში ჯანო ანანიძე გამოაკლდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდი პირველ ამხანაგურ შეხვედრას 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი,
7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში ამ შემადგენლობით ივარჯიშა:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (ესკიშეჰირსპორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ათამაშონ კალაძე ოღონდ თავდასხმაში
მურთაზი
21:16 25-05-2016
0
с...ეს შემადგენლობა არ გყავდა ყაზახეთის თამაში..?რა გაკეთეს?ერთი კომბინაცია,პასი ნორმალური ნახევარმცველებმა გააკეთეს გეკიტხებით?ყაზახეთან რაც ვერ გააკეთე იგივე სასტავით გინდა ესპანეთს ეთამაშო?ერთი კაცი რომელსაც მოედნის ხედვა აქვს არ გამოერია გუნდს დააყემეთ და ერთ ორ პას მაინც გააკეთებს..დაბზრიალდებიან ერთ პეხბურთელს გვერდს აუვლიან და მერე სად წაიხონ არ იციან ბურთი..
gogi
21:06 25-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული