"ბიჭი, რომელმაც ცრემლებით დავტოვე საქართველო, უკან დავბრუნდი"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა ზურაბ ცისკარიძემ Sportall.ge-ს საკუთარი თავის შესახებ მოუყვა და ნაკრებში გამოძახებაზეც ილაპარაკა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის ნაკრებში ჩეხური "ტეპლიცეს" მცველი ზურაბ ცისკარიძე გამოიძახა.

"29 წლის წინ თბილისში დავიბადე. საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ჩვენი ოჯახი ჰარმონიასა და სიყვარულში ცხოვრობდა. პირველი 5 წელი ერთად კარგად ვიცხოვრეთ, შემდეგ კი გზები გაიყარა. მე პოლონეთში წავედი, სადაც დედასთან და მამინაცვალთან ერთად 10 წელი გავატარე.

მამინაცვალი რუსი იყო, ქართული არ იცოდა, დედა კი ვარშავაში გატარებული 10 წლის მანძილზე ქართულად
საუბრობდა ასე, რომ ქართულ ენაში რაღაცეები მესმის, მაგრამ ენას კარგად არ ვფლობ.

14 წლის ასაკში აშშ-ში გავემგზავრეთ. 25 წლის შემდეგ კი ბიჭი, რომელმაც ცრემლებით დავტოვე აქაურობა, უკან დავბრუნდი.

უპირველეს ყოვლისა, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ვლადიმირ ვაისსა და მთელ სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის, რომელიც მათ გამომიცხადეს. ახლა რთული სამუშაო მელის, უნდა დავამტკიცო, რომ ვიმსახურებდი შანსის მოცემას და მწვრთნელს იმედები გავუმართლო იმ შემთხვევაში, თუ შედგა ჩემი დებიუტი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით მოედანზე გასვლა და საქართველოს ჰიმნის მოსმენა ჩემთვის საოცნებო რამაა... შეიძლება, სხვა ფეხბურთელებისთვის ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს!

ქართველ ფეხბურთელებს, მეტწილად, ვიცნობ, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი.

ქართველების ოცნებაა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა, საამისოდ კი დიდი სამუშაოს გაწევა მოგვიწევს. მთავარმა მწვრთნელმა მითხრა, რომ რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში, სწორედ ამიტომ ის იმ პოზიციაზე გამომიყენებს, სადაც გუნდს დავჭირდები. მზად ვარ გუნდს იქ დავეხმარო, სადაც საჭირო ვიქნები.

საერთოდ, დაპირებების მიცემა არ მიყვარს, მაგრამ სადაც კი მითამაშია, ყველა გუნდსა და მატჩში 100%-ით ვიხარჯებოდი. ყველა თამაშს როგორც უკანასკნელს, ისე ვთამაშობ. ქართველ გულშემატკივარს შემიძლია ვუთხრა, რომ მოედანზე წარმატებისთვის მთელ გულს ჩავდებ", - გვითხრა ცისკარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდი პირველ ამხანაგურ შეხვედრას 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
გმერტმა უსველოს ცისკარიზეს მან დიდებულად იტამასა ის გირსია მუდმივად იყოს საქარტველოს ნაკრებსი მისი გრზელი პასები საუცხოოა მადლობა მას
ledi
12:35 09-06-2016
0
ეს ბიჭი ამერიკაში თამაშობდა როგორც მახსოვს, და ევროპელები ტყუილად არ დაინტერესდებოდნენ მისით და ჩეხეთში არ ჩამოიყვანდნენ. ესეგი მართლაც აქვს მონაცემები. წარმატებები, იმედია გააძლერებე ეროვნულ ნაკრებს, გამოვა მინდორზე, ეროვნულ ჰიმნსაც მოისმენს და ტავსაც არ დაზოგავს.
dave
11:47 23-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული