გიორგი აბურჯანია: ახალ მოთხოვნებსა და ტაქტიკას დრო სჭირდება

AutoSharing Option
დღეს, 29 მარტს, საქართველოს და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის დებიუტანტმა გიორგი აბურჯანიამ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის პირველ მატჩში ჩვენი ნაკრები ამხანაგურად ყაზახეთის ნაკრებს "დინამო არენაზე" გაეჯიბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო გუნდის მთავარ მწვრთნელს ნდობისთვის - ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და სასიხარულო ამბავია, რომ სადებიუტო მატჩშივე მენდო და ძირითადში დამაყენა.

გუნდის თამაშში შეინიშნებოდა ნერვიულობის ფაქტორი. ახალი მწვრთნელია, ახალი მოთხოვნები აქვს, ახალი ტაქტიკაა და
ამ ყველაფერს დრო სჭირდება.

წინ ნაყოფიერი შეკრება გველის, რამდენიმე კარგი ამხანაგური მატჩი გვაქვს კიდევ და ეს მხოლოდ დადებითად წაგვადგება. სამივე მატჩს მაქსიმალურად გამოვიყენებთ შეცდომების გამოსასწორებლად და შესარჩევ ეტაპს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით", - გვითხრა გიორგიმ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
es bichi kargia,tu qartuli seniarsheeyara mec mjera amtaobis
0
შენი და შენი თაობის მართლა მჯერა ბიძიკო, თორე გუნდი რომელიც 10 პასიდან ხუთს გვერდით, ოთხს უკან და მხოლოდ ერთს წინ გააკეთებს მაგისი არა.
kaxa
10:47 30-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული