საქართველო-ყაზახეთი 1:1 [მატჩი დასრულდა]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში, "დინამო არენაზე" ამხანაგური მატჩი ყაზახეთის ნაკრებთან გამართა. მატჩი დასრულდა - ფრე 1:1.

* * *
ეს შეხვედრა სადებიუტოა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმირ ვაისისთვის.

თამაშის დაწყების წინ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა დააჯილდოვა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: რევიშვილი, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია, ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჭანტურია.

როგორც ხედავთ, ეროვნულ გუნდში დებიუტი აქვს გიორგი აბურჯანიას.

მე-2 წუთი: პირველი სახიფათო ეპიზოდი სტუმრებმა, საჯარიმო დარტყმის შემდეგ შექმნეს - ბურთი ნუკრი რევიშვილმა კარგად ვერ შეიმაგრა ხელში, თუმცა მეორე ჯერზე მაინც დაეუფლა.

მე-4 წუთი: ჯანო ანანიძე ყაზახთა საჯარიმოში შეიჭრა, რის შემდეგაც ბურთს თორნიკე ოქრიაშვილი დაეუფლა და გიორგი ჭანტურიას დაუგორა, მაგრამ ამ უკანასკნელს დარტყმა ძლიერი არ გამოუვიდა.

მე-13 წუთი: გიორგი ნავალოვსკი შეტევის მარცხენა ფრთიდან ბურთს ყაზახთა საჯარიმოში მყოფ ყაზაიშვილს აწვდის, ვაკოს გოლის გატანას მეტოქის მცველი და მეკარე არ ანებებენ.

26-ე წუთი: ყაზახებმა კუთხური სახიფათოდ მოაწოდეს, თუმცა ბურთმა ისე დატოვა მოედანი, არავინ შეხებია...

29-ე წუთი: ჯაბა კანკავამ მოედნის ცენტრში აართვა ბურთი მეტოქეს და სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო. ყაზახთა საჯარიმოში გამჭოლი მწვავე გადაცემა ოქრიაშვილმა გააკეთა, თუმცა ბურთს ვერც ყაზაიშვილი შესწვდა და ვერც ჭანტურია.

33-ე წუთი: სტუმართა კუთხურის შემდეგ სწრაფი კონტრშეტევა განვახორციელეთ, რის შემდეგაც ერთბაშად სამი ქართველი ფეხბურთელი ერთის წინააღმდეგ აღმოჩნდა, მაგრამ... რეალური საგოლე შანსი ყაზაიშვილმა ხელიდან გაუშვა, რომელმაც კარში დარტყმის ნაცვლად პასის გაკეთება დააპირა.

36-ე წუთზე გოლი მივიღეთ - აზათ ნურგალიევმა მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის შემდეგ, ახლო მანძილიდან ბურთი რევიშვილის კარში გადაგზავნა - 0:1.

38-ე წუთზე გავათანაბრეთ. უჩა ლობჟანიძის პასის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა ყაზახთა მეკარე დავით ლორიას ბრწყინვალე გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა გიორგი ჭანტურიამ, რომელმაც ბურთი გაატარა - 1:1.

პირველი ტაიმი დასრულდა.

მეორე ნახევრის
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაწყების წინ ვლადიმირ ვაისმა ორი ცვლილება განახორციელა - ალეკო ამისულაშვილის ნაცვლად მოედანზე საბა კვირკველია გამოვიდა, გიორგი ჭანტურია კი ნიკა კაჭარავამ შეცვალა. ამ უკანასკნელისთვის ეს მატჩი სადებიუტოა ეროვნულ გუნდში.

თამაში განახლდა.

52 წუთი: ნურგალიევს დუბლის შესრულებამდე სულ მცირედი დააკლდა. ყაზახი ფეხბურთელი რევიშვილისგან შორეულ კუთხეში ცდილობდა ბურთი გადაგზავნას. გადავრჩით.

54-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილს გადაცემა ზუსტად რომ შეესრულებინა, ჯანო ანანიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდებოდა...

58-ე წუთზე ფლანგიდან ნავალოვსკის მაღალი ჩაწოდების შემდეგ ბურთს ტანმაღალი კაჭარავა ვერ შესწვდა... იქვე ლობჟანიძემ თავის საჯარიმოს მისადგომებთან სტუმართა სახიფათო შეტევა ჩაშალა.

68-ე წუთზე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა. კუთხურის შემდეგ თავით საბა კვირკველია ურტყამდა, თუმცა ბურთი ყაზახთა ხარიხას სანტიმეტრებში გადაევლო.

71-ე წუთზე ყაზახების აუტს ჩვენს საჯარიმოში სრული ქაოსი მოჰყვა, რომელიც საბედნიეროდ, სტუმართა არაზუსტი დარტყმით დასრულდა. ოდნავ მაღალი კლასის გუნდი ამ ეპიზოდში აუცილებლად დაგვსჯიდა.

72-ე წუთზე ბრწყინვალედ გაისარჯა ნიკა კაჭარავა, რომელმაც მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელი, ზოგი ტექნიკით, ზოგიც აღნაგობით დაჯაბნა და საჯარიმოშიც შეიჭრა. ნიკა საეჭვოდ დაეცა, თუმცა მსაჯმა 11-მეტრიანი არ დანიშნა.

76-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ, ეფექტურად კაჭარავა ურტყამს, თუმცა არაზუსტად.

77-ე წუთი: ვაისის ორმაგი ცვლილება. ჯანო ანანიძეს ლევან ყენია ცვლის, გიორგი აბურჯანიას - ნიკა კვეკვესკირი.

78-ე წუთზე კაჭარავა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლის გატანის ბრწყინვალე შანსს ვერ იყენებს. ნიკამ ლევან ყენიას გადაცემის შემდეგ 1-1-ზე ყაზახთა მეკარეს ვერ აჯობა...

89-ე წუთზე უჩა ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე მათე ვაწაძე გამოდის.

მსაჯმა თამაშს მხოლოდ 3 წუთი დაამატა...

მატჩი დასრულდა.

 

utxarit sm pexburtelebs rom karebi imitomaa rom iqunda sheagdo burti,amat maqsimumi sajarimomde misvla goniat marto ((((
0
ჭანტურიას ჟანგბადი აღარ ეყო, ირაკლი
vova
10:30 30-03-2016
0
ოქრიაშვილს ეკლესია აუშენეთ კარების უკან,გოლს რომ გაიტანს სანთელიც დაანთოს
vova
10:29 30-03-2016
0
ამათ უნდა მისცე თოხი წინ კობიაშვილ-მუნჯირი გაუმწესო და ყანაში გაუშვა ესაა ამათი საქმე... დამერე უკვიღტ რატომ არ გადაიხადა ხალხმა 5 ლარიო? სვარკსი ყურება მავნებელია ჯამრთელობითსვის იმიტომ არ გადაიხადა. გასაგებია ეხლა?
batumi
09:13 30-03-2016
0
გამოაგდეთ ოქრიაშვილი, ანანიძე საერთოდ, რაც შეიძლება ახალი ფეხბურტელები შემოიყვანეთ, ყველაზე კარგი ნავალოვსკია ჩემი აზრით, აბურჯანიაც კარგი იყო
ქეთი
23:56 29-03-2016
0
Vigacam utxarit mag vaisia tu vuisi, ro chanturiebi, keniebi, lobjanizeebi, ananidzeebi, okriashvilebis fexbyrti damtavrda.sascrapod unda daickos axali naktebis shekmna.am gunds moldaveti daaxevs burts tavze.chveni axalgazrduli upro dzlieria vidre erovnuli.
gacofebuli
23:38 29-03-2016
0
კიდევ ერტ უცხოელს ატენიან ფულებს
giga
23:34 29-03-2016
0
ზოგადა ჩვენ შედეგი არ გვქონია როცა გვყავდა: კალა, კობი,აშვეთია , დემეტრაძე, არველაძე და ახლანდელი კამანდით რა გვინდა რო ვქნათ ხალხო ?
იკა
23:24 29-03-2016
0
გაიტანეთ ვაისი. ვინმემ მითხარით რა ტაქტიკით ითამაშეს. ესაა მაგათი შერჩეული მწვრთვნელი.მაგარია.ვაი მაგათ პატრონს.
vano
23:19 29-03-2016
0
ar daekargos kacharavebi saqartvelos
ar daekargos kacharavebi qartvelebs
23:17 29-03-2016
0
ჭანტუია რატო გაიყვანა იცით ვინმემ?
irakli Apkhaidze
23:16 29-03-2016
0
ar daekargos kacharavebi saqartvelos
ar daekargos kacharavebi qartvelebs
23:13 29-03-2016
0
ასეთი თამაშით ჯგუფში მე-5 ადგილზე თუ გავედით კარგი იქნება
a talanti
23:13 29-03-2016
0
ჩვენ გვყავს ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მობილური, უნივერსალი - ოქრიაშვილი! თუ კიდევ უფრო მეტს აიღებს საკუთარ თავზე კიდევ უფრო კარგი ფეხბურთი გვექნება! ჩვენი დაცვა კი არაფერ თავში არ არის. ყაზახებს ყავთ კარგი გუნდი. ძალიან მომეწონა 11 ნომერი!
არჩილ ხოფერია
23:10 29-03-2016
0
გეხვერწებით, გეხვერწებით, აკრძალეთ ფეხბურთი საქართველოში, რას გავდა ეს ტამაში, არც ბრძოლა, არც პასი, არც დარყმა...
დათა
23:03 29-03-2016
0
ეეხ ჯობია რეგბს მივხედოთ
0
არ მინდოდა ერთი მატჩით გადამეწყვიტა მაგრამ ეს რა იყო რა გრძელი პასები ყაზახეთთან ხალხო?!!!! ორმეტრიანი დაცვა ყავთ მერე კაჭარავა შემოიყვანა და ასე თუ ისე ბურთს იგებდა ეს რა თამაში იყო სისულელე ცალკე საკითხია სამი ერთზე რა ქნეს....
_svani_
22:58 29-03-2016
0
70-ე წუთია და ჯერ ვერ გავიგე დაცვაში რა ტაქტიკით ვთამაშობთ, არც ოთხი ხაზზეა, არც სამი. 2 კაცი ლიბეროს ფუნქციას ასრულებს... ფეხბურთელების მიერ ორთაბრძოლების მოგება, ზუსტი პასების ოდენობა ალბათ 50 პროცენტზე ნაკლებია. სირბილით ერთ ფეხბურთელს 7-8 კილომეტრი მაინც გაერბინა.. ვფიქრობ, ვაისს ბევრი სამუშაო ექნება
გული შემტკივა
22:39 29-03-2016
0
3 ქართველი ერტი ყაზახის წინააღმდეგ და შედეგი - კარში ვერ დავარტყით... სირცხვილია, რა დამსახურებისტვის შეჰყავთ ეს ხალხი ევროპული ლიგების სიმბოლურებში....
sircxvilia
21:58 29-03-2016
0
სიახლეები პოპულარული