საქართველოს ნაკრები: 90 წუთი "დინამო არენაზე" [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც 29 მარტს ყაზახეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშა "დინამო არენაზე". წვრთნა 90 წუთს გაგრძელდა. ნაკრებში მყოფი ყველა, 23 ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ხვალინდელ მატჩს საბრძოლო განწყობით ხვდება.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ნაკრები დღეს, 17:30 საათზე, "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ყაზახეთის ნაკრები კი გუშინ ჩამოვიდა თურქეთიდან, სადაც ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანელები 1:0 დაამარცხა.

ყაზახები "დინამო არენაზე" დღეს 19:30 საათზე ივარჯიშებენ. მანამდე კი, ნახევარი საათით ადრე, ყაზახეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი პრესკონფერენციაზე გვიმასპინძლებს, ხოლო 20 საათზე ჟურნალისტთა
კითხვებს ჩვენი ნაკრების თავკაცი უპასუხებს.

საქართველოს ნაკრებმა გუშინ ასეთი შემადგენლობით ივარჯიშა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო);
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე (ორივე - დინამო თბ), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ესქიშეჰირსფორი, თურქეთი), ნიკა ძალამიძე (რიზესფორი, თურქეთი), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), გიორგი ჭანტურია (დუისბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟიმნასტიკი, ესპანეთი);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ), ნიკა კაჭარავა (როსტოვი, რუსეთი).

საქართველო-ყაზახეთის ამხანაგური მატჩი 29 მარტს, "დინამო არენაზე", 21 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 ლარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
bjola-s.modi megobaro shen 5-6 weli nanukas shous uyure,radgan qomagis arc getyobz araferi..meti argvyavs agaravin da shengamogizaxon tu me??23 ze metisgamozaxeba tan arsheizleba,mitingi kiaraa..gasinjavs bichebs,vigacas daamatebs vigacas moaklebs da rogavimarjvebt nanukas shoudan gaigeb
0
რომელ პერსპექტივაზეა ლაპარაკი? ჭანტურია ,ოქრიაშვილი ,ანანიძე-ეს ის ხალხია,რომლებსაც ასე თუ ისე ბურთის ტარება რომ შეეძლოთ. გავიდა წლები და დღეს რა სიტუაცია გვაქვს? წინსვლის მაგივრად წუმპე. რომელი განვითარდა და რომელმა შეიცვალა გუნდი უკეთესობისკენ?! სად არის ეხლა ოქრიაშვილი?! ჭყპყ გუნდში! ანანიძე ისევ ბაღანაა, ჭანტურია ტკეპნის ერთიდაიგივე ადგილს უარყოფითი მიმართულებით უფრო. ყაზაიშვილი ვიტესს ვერ გაცდა. ვილფრედ ბონიმ კი რასაც მიაღწია ყველამ კარგად იცის. უჩა ლობჟანიზე ისე ნაკრებშია. მე მგონი მან რომ ნახალოვკის ტრაქტორში გააგრძელოს კარიერა მაშინაც კი გამოიძახებენ. აქვს ადამიანს იღბალი და მოკალი. ან სხვა რაღაცაშია საქმე. ნავალოვსკი ბარემ კურილიის კუნძულებზე წასულიყო სათამაშოდ!!! ღმერთო რა გვეშველება?!!! არ უნდათ ჩვენს ფეხბურთელებს ფროფესიონალიზმი და განვითარება და მოკალი. მერე მიდი და მაგათ საყურებლად ფული გადაიხადე. დაიწყვიტე ნერვები. ცხადაძეს პანღური ამოარტყეს და... ყაზახეთთან გვექნება უპირატესობა ბურთში? რაღაც ეჭვი მეპარება. ფაქინ ჯორჯიან მენტალიტეტ-თქვა ბოსკამპმა ერთხელ. მაშინ ფეხბურთელები მაინც გვყავდა, ტექნიკური ფეხბურთელები.ზარმაცები მაგრამ მაგარი ტეხნარები.და დღეს? --- ნეტა ვცდებოდე, აღარ შემიძლია,დავიღალე...
MARADONA
13:36 28-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული