სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
დაუსვი კითხვა გიორგი ქვილითაიას და მოიგე თბილისის "დინამოს" მაისური
AutoSharing Option
14:26 22-03-2016
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი და თბილისის "დინამოს" ფორვარდი გიორგი ქვილითაიაა. ფეხბურთელი მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და თავის "დინამოს" მაისურს უსახსოვრებს.

კითხვების მიღება 26 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. გიორგი ქვილითაია მკითხველთა კითხვებს, სავარაუდოდ, 27 მარტს უპასუხებს.

გაითვალისწინეთ: კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვა არ უნდა აღემატებოდეს 30 სიტყვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შემოკლდება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ - დაუსვი კითხვა გიორგი ქვილითაიას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 29 მარტს, ყახაზეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გუნდში თბილისის "დინამოს" 22 წლის ფორვარდი გიორგი ქვილითაიაც გამოიძახა.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.