გოგიტა გოგუა ნაკრებზე, "დინამოსა" და ვაისზე: რომან ფიფიას კარგად "უმუშავია"

AutoSharing Option
ყაზახური "ირტიშის" ქართველმა ფეხბურთელმა გოგიტა გოგუამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზე, ვლადიმირ ვაისზე ისაუბრა.

გოგუა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ვაისის ხელმძღვანელობით უთამაშია, კერძოდ კი, 2007 წელს რამენსკოეს "სატურნში".

გთავაზობთ ამონარიდს გოგუას ინტერვიუდან. აქვე გეტყვით, რომ "კვირის პალიტრის" ახალი ნომერი დღეს, 21 მარტს გამოვიდა. მისი შეძენა შეგიძლიათ პრესის გავრცელების პუნქტებში და ასევე, გაზეთის ვებ-გვერდზე.

- ვაისთან მუშაობის გამოცდილება მხოლოდ შენ გაქვს. რას იტყვი მასზე?
- 2007 წელს, როცა ნალჩიკის "სპარტაკიდან" წამოვედი, თავად ვაისმა შემომთავაზა რამენსკოეს "სატურნში" გადასვლა. მისი ხელმძღვანელობით 14 მატჩი ვითამაშე, აქედან 12 შეხვედრა ფრედ დასრულდა და კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელთან განშორება ამჯობინა. სლოვაკი ყურადღებიანი მწვრთნელია, მის მხარდაჭერას მინდორზეც ვგრძნობდი და მოედანს მიღმაც.

- ვაისის გუნდი შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას თუ დაცვითს? "სატურნს" რა ტაქტიკით ათამაშებდა?
- უმეტესად 4-3-3 ან 4-1-3-2. მარცხენა მცველად ან ნახევარმცველად მათამაშებდა, ხანაც მარჯვენა მცველად. ვაისის პლუსი ის არის, რომ ფეხბურთელებთან კომუნიკაცია არ ეშლება. ყვირილიც იცის, მაგრამ საქმიანად ყვირის - პირად შეურაცხყოფაზე არ გადადის... ფეხბურთელებს გვეკითხებოდა, ვის რომელ პოზიციაზე
You must have Flash Player installed in order to see this player.
გვერჩივნა თამაში და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა. მოკლედ, ვაისი ამოუცნობი მწვრთნელია, დაშტამპული არ არის!

- რა იქნება ვაისის მთავარი პრობლემა საქართველოს ნაკრებში?
- კარგი მწვრთნელია, შემტევი ფეხბურთიც უყვარს, თუმცა ქართველ ფეხბურთელებს არ იცნობს. იმედია, უშუალოდ დააკვირდება ნაკრების კანდიდატებს, მაგრამ არ მომეწონა მისი ხმაურიანი განცხადება - ნაკრების ძირითადი ბირთვი თბილისის "დინამოდან" იქნებაო!

- ვაისმა თქვა, რომ მის სიაში "დინამოს" ბევრი ფეხბურთელია და მჭიდრო კონტაქტი ექნება იურაი იარაბეკთან, რომელიც მისი თანამემამულეა. რა არის ამაში გასაკვირი?
- ფეხბურთის თამაში მხოლოდ "დინამოს" ფეხბურთელებმა იციან?! რომან ფიფიას კარგად "უმუშავია", საქართველოში ორი დღის წინ ჩამოსულმა სლოვაკმა მხოლოდ მის კლუბზე რომ დაიწყო ლაპარაკი... არ მესმის, ფიფიამ რატომ უნდა გადაწყვიტოს, რა არის სწორი ქართულ ფეხბურთში? "დინამოში" არ ვთამაშობთ, მაგრამ ჩვენც ფეხბურთელები ვართ, ჩვენც გვინდა, ქვეყნის ღირსება დავიცვათ! სამართლიანობა აუცილებელია. მჯერა ლევან კობიაშვილის, რომელსაც ფეხბურთი უთამაშია და ესმის, სამართლიანად იმუშავებს.

ავტორი: რატი შელეგია
შენმა ხასიათმა დაგაღალატა და დარწმუნებული ვარ მაგრადაც ნანობ. შეგეძლო სერიოზული ფეხბურთი გეთამაშა და არ გეხეტიალა ამ რუსეთის დაბალ ლიგებში. მწვრთნელებთან კონფლიქტი თვით ბეკჰემსაც ჰქონდა მაგრამ კი არ გარბოდა გუნდიდან. ქართულად არ ვიცი ზუსტად როგორ გამოითქმის, სხვა ენაზე მაქვს წაკითხული. "ადამიანს ცხოვრებაში ყველაზე მეტად წინსვლაში სიამაყე და თავმოყვარეობა უშლის ხელსო" და მგონი მართალია ეს აზრი.
........
12:30 25-03-2016
0
გოგუ მიყვარხარ!
gvanca
00:00 25-03-2016
0
ქეცბაიამ ვერ გამოიყენა გოგუა,მწვრთნელი მაშინ ხარ ნიჭიერი ფეხბურთელი გამოიყენო,გოგუა ყველა თამაშში სულს და გულს დებდა,ჟილკით თამაშობდა.
გაგა
08:41 22-03-2016
0
"2.ახალგაზრდულში თავისი კაცი დაანიშნინა(U21 რომ დინამოდ ექცია)." ვერ დაგეთანხმები U21-ის სიას თუ შეხედავ ყველაზე მეტი არადინამოელი გეგუჩაძემ გამოიძახა თითქმის ყველა რეგიონის კლუბებიდან ყავს ფეხბურთელები გამოძახებული ნაკრებში!!!
zaza-s
00:45 22-03-2016
0
გოგუა ნაკრებს გამოადგება
0
ასე იყო და ასე იქნება ხალხნო დინამოს მეტი არ უნდათ არაფერი
givi
22:49 21-03-2016
0
ასე იყო და ასე იქნება ხალხნო დინამოს მეტი არ უნდათ არაფერი
givi
22:47 21-03-2016
0
ეს სიტუაცია ერთხელ უკვე იყო. ახალკაცის,დარსაძის,ჟორჟიკაშვილის და კოკაიას დროს ზესტას სახით თავის დუბლებით.ყველა ზესტაში მიყავდათ უცხოეთი დაკეტეს მათთვის ვინც ჭირდებოდათ და დღეს ქართული ფეხბურთი რომ ამ დღეშია მათი ბრალია. დღესაც იგივეს აკეთებენ.
shota
20:12 21-03-2016
0
წინა გამოძახებას მაინც გადახედოს, რა დააშავა გუგა ფალავანდიშვილმა, რახანც გორის დილაში თამაშობს ნაკრებში აღარ უნდა გამოიძაონ? რა გახდა ეს დინამო, ან რომელი თამაში ნახა რომ ეგრევე დინამოს ფეხბურთელები აღმოაჩინა მარტო, ვაი ვაასი
უიუი
20:05 21-03-2016
0
გოგუა, ინტრიგების ხლართვას შეეშვი და ფეხბურთი ითამაშე ნორმალურად.
ფერნანდო
19:12 21-03-2016
0
ზოგადად ყველა ფეხბურთელს ნაკრებში იმიტომ უნდა თამაში რომ ფასი გაეზარდოთ. ვინც აქამდე თამაშობდა ყველამ ვიცით რას წარმოადგენენ. ცუდი ნამდვილად არ იქნება დინამოდან თუ იქნებიან ან სხვა ადგილობრივი კლუბიდან.
Gogita
18:32 21-03-2016
0
დიდება ქუთაისს დიდება ტორპედოს. თქვენი დინამო რასაც იზავს წელს რომელ ჯGუფში მოხვდება კარგად ვნახავთ არც კი გაიფიქროთ პირველივე ეტაპზე ვარდებით რო იცოდეთ
0
მანამ იქნება ქართულ ფეხბურთში ესეთი გასაცოდავებული მდგომარეობა სანამ დინამოს მიმართ მიცემები იქნება, რომელსაც ლიგის ჯგუფში მოსახვედრად ამზადებს "პატივსაცემი"ფიფია......  ვერასდროს ვერ მოხდება მასეთი რაგაც რო დინამომ ჯგუფსჰი ითამასჰოს აი ვერასდროს
0
დინამოსს ლიგა უნდა ხო პიპიაა ....
0
... . ასიანს ამბობს ეს კაცი. არც ნაკრებს არ ექნება საშველი. გეგუჩაძე ახალგაზრდულში დინამოდან გამოიძახებს ხალხს .ეროვნულიდან ეს სლოვაკი და აგვწყობია საქმე ,,...
0
მართალია ეს კაცი! ფიფიამ ნამდვილად კარგად იმუშავა.

1. ჯერ არჩევნებამდე და არჩევნების დროს კობიაშვილს დაუდგა გვერდში (ვინც არ რისკავს შაპანიურსაც არ სვავს).
2. შემდეგ, ახალგაზრდულში თავისი კაცი დაანიშნინა (U21 რომ დინამოდ ექცია).
3. იარაბეკი მიუგზავნა "გიდად" ვაისს და თანამშრომლობაზე დააგინა (ადგილები დაბრონა ნაკრებში).

მაგრამ!... რა არის კარგი მენეჯერი? ფიფია და მისი ზემოთაღნიშნული ქმედებები არის იმის დასტური რომ ის ძლიერი მენეჯერია! ყველა კლუბის პრეზიდენტი ასეთი უნდა იყოს.სწორედ ასე და ამგვარად - ყველაფერი უნდაა გააკეთო შენი კლუბის თუ კომპანიის და ა.შ. წარმატებისთვის!

ასე, რომ ვინც ამ ყოველივეს გამო "ოფსაიდში" დარჩით, საკუთარ თავს დააბრალეთ...


zaza
17:58 21-03-2016
0
გოგიტა გოგუა - ეს უკვე წარსულია. მოდი რა, მომავალზე ვიფიქროთ, ვეტერანებს კი კარგი ცხოვრება უსურვოთ.
ბიბი
17:54 21-03-2016
0
ამისგან ფეხბურთელი ვერა და ინტრიგანი კი დადგა
ბმბ
17:45 21-03-2016
0
აი ნაღდი ქართული სიმართლე. და ქართყულადაც ნათქვამი კარგად გადაატრიალოს ტვინში ახალმა ჩვენმა ქართულმა ფედერაციამ, თორემ ისე დაემართებათ როგორც „17„ წლამდელთა თბილისის ნაკრებს დაემართა, და მერე მარტო გადადგომა არ უშველით, ისე მოთხოვთ მათ პასუხს /ქუთაისლები/ ბათუმლები/ ზუგდიდლები / გორელები/ ზესტაფონი/ სამტრედიელები, და ყველა კუთხიდან, რომლებსაც თქვენ თბილისლები რეგიონლებს უძახით. აი ამიტომ დაგვემხო თავზე ცხინვალი და აფხაზეთიც. ჭკუაზე მოდით.
მამუკი ქუთათელი
17:39 21-03-2016
0
გოგიტ გენაცვალე, მაგარი კაცი ხარ! სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობ!
0
გოგუას მართლა ყველაფერი ჰქონდა დიდი ფეხბურთის სათამაშოდ, ერთი ეგაა ,,ხასიათი" ვერ მოიყვანა ,,აჟურში"
ზედმეტია მსგავსი შეფასებები რომ ,აზრზე არაა და მხოლოდ ბარათების ოსტატი იყო. ბევრ სიმართლეს ამბობს თუ ძალაინ ცავუღრმავდებით...
irakli Apkhaidze
16:56 21-03-2016
0
გოგიტა გოგუა რომ ვინმეს შეაფასებს როდის რა გაუკეთებია ყვითელი ბარათების და ჯარიმების მეტი ერთ-ერთი ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელი..საერთოდ რატო აინტერესებთ ამისი აზრი ამას თავი კიდე ფეხბურთელი გონია
dato
16:47 21-03-2016
0
დინამოს ბირტვი ტორპედოს ვერ გაუმკლავდება.
გოგი
16:37 21-03-2016
0
დინამოს ბირტვი ტორპედოს ვერ გაუმკლავდება
გოგი
16:35 21-03-2016
0
ესაა დიდი ,,ვარსკვლავიი ' ? გატუზოა რომ ტრაბახობდნენ .... შენ რომ ფეხბურთისა მართლა აგგეგებოდეს ეხლა ნაკრებში იქნებოდი
მწარე
16:34 21-03-2016
0
სიახლეები პოპულარული