"ვიტესში" ქართველების დღეა - ყაზაიშვილის გოლი, კაშიას საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 20 მარტს, ჰოლანდიის ერედივიზიეს 28-ე ტურში გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესი" "გრონინგემს" ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 0:3.

სასიხარულოა, რომ ორივე ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნულ ანგარიშში თავისი წვლილი შეიტანა. ყაზაიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 70-ე წუთზე შემოვიდა, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო. შემოსვლიდან 2 წუთში "ვიტესმა" პირველი გოლი გაიტანა, შემდეგ კი ვაკოს დრო მოვიდა. ყაზაიშვილმა 78-ე წუთზე ზუსტი დარტყმით ანგარიში 0:2 გახადა.

მესამე გოლი არნემელებმა  85-ე წუთზე გაიტანეს, გურამ კაშიამ კი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ამ გამარჯვებით
არნემელები სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით დაწინაურდნენ და 43 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
GAIXARET.AGER ABURJANIAMAC UMSHVENIERESI GOLI GAITANA XIMNASTIKSHI...GAIXARET DA CHVENC XSHIRAD GAGVAXARET
0
gaixaret bichebo..ggulshematkivrobt mteli gulit mec da mjera yvela qartvdlic..sul gsmarjvebit gevlot klubshic da nakrebshi xom gevlot da gevlot
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული