სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ლევან ყენია: სუარესმა პირდაპირ მითხრა, ვაისი ძალიან ძლიერიაო...
AutoSharing Option
10:29 19-03-2016
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის თაობაზე აზრის გამოთქმა ეროვნული გუნდის 25 წლის ნახევარმცველ ლევან ყენიას ვთხოვეთ.

ყენია ჩეხურ "სლავიაში" თამაშობს. ჩეხეთი და სლოვაკეთი ადრე ერთი ქვეყნის ნაწილები იყვნენ და მათი საფეხბურთო ფილოსოფიაც არ არის
You must have Flash Player installed in order to see this player.
შორს ერთმანეთისგან, თუ არ ჩავთლით სხვა კავშირებს.

საინტერესოა, რას ამბობენ ჩეხეთში სლოვაკ მწვრთნელზე...

- ჩეხეთში ვლადიმირ ვაისს ძალიან კარგი სახელი აქვს. აქაურ საფეხბურთო სამყაროში მას ყველა იცნობს და აფასებს. გარდა ამისა, ჩემს მეგობარ ბრუნო სუარესს ავარჯიშებდა "ქაირათში".

- ცხადია, მასაც დაეკითხებოდით აზრს ჩვენი ახალი მწვრთნელის თაობაზე...
- რა თქმა უნდა?! სუარესმა პირდაპირ მითხრა, ვლადიმირ ვაისი ძალიან ძლიერი სპეციალისტიაო.

- "სლავიაში" თუ მოვიდა შეტყობინება ეროვნულ ნაკრებში თქვენი გამოძახების თაობაზე?
- კი, მოვიდა და მოუთმენლად ველოდები ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩს.

- რას ფიქრობთ ამ თამაშზე?
- სიმართლე გითხრათ, ყაზახეთის ნაკრების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა ერთი რამ ფაქტია - ეს თამაში მოსაგებია.

- მერე გაცილებით სოლიდური სპარინგები გველის, მათ შორის - ესპანეთთან...
- ესპანელებთან მატჩი ჩვენთვის ძალიან კარგი გამოცდა იქნება ძალების შესამოწმებლად. თან ეს ბოლო ამხანაგური იქნება შესარჩევი ციკლის დაწყების წინ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
bleidi.
02:11 24-03-2016
გამოჩნდება.
gareji
19:09 19-03-2016
მიუხედავად იმისა მისმა მეგობარმა სუარესმა რა უთხრა ყენია არ არის სანაკრებო დონის!