სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მამუკა გორგოძეც აქაა - "ბორჯღალოსნების" სარუმინეთო შემადგენლობა ცნობილია [VIDEO]
AutoSharing Option
10:30 18-03-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ხვალ, 19 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ეროვნულ სტადიონზე ერთა თასის გათამაშების ბოლო ტურის მატჩში რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამ მატჩში გამარჯვებული ერთა თასსა და ანთიმოზ ივერიელის თასს ირგუნებს.

თამაში ეროვნულ სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება, მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ნაკრების სამატჩო რაზმი დაასახელა.

ერთი კვირის წინათ, რუსეთთან თამაშის შემდეგ, "ბორჯღალოსანთა" 15-ეულში ერთბაშად ექვსი სიახლეა. გარემარბის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა გიორგი ფრუიძე (აია), ცხრა ნომრად კი ისევ ვასილ ლობჟანიძე (არმაზი) ითამაშებს.

მარცხენა ბურჯის პოზიციას მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) დაიკავებს, კვაჭად კი მარქაფიდან დაწინაურდა ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი). შალვა მამუკაშვილმა სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.

მესამე ხაზში მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ პირველად ითამაშებს საქართველოს 2015 წლის საუკეთესო მორაგბედ არჩეული მამუკა გორგოძე (ტულონი), რვა ნომრის პოზიცია კი, ესოდენ მნიშვნელოვან მატჩში, ჰეიგმა ახალგაზრდა ბექა გორგაძეს (მონ დე მარსანი) ანდო. ლაშა ლომიძე (ბეზიე) თადარიგში იქნება. შეცვლაზე ითამაშებენ ტულონელები, შერკინების ბურჯი ლევან ჩილაჩავა და მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე.

ესპანეთის მატჩის დროს მიღებული ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი) ორთვიანი რეაბილიტაციის კურსს გადის. მხრის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა დავით ქუბრიაშვილს (მონპელიე). სამწუხაროდ, რუმინეთთან მატჩს გამოტოვებს მერაბ შარიქაძეც (ორიაკი) მას კოჭ-წვივის ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშებია და რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, კიდევ ათ დღეს გასტანს.

საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით გვეწვია რუმინეთის ნაკრებიც. სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდს დააკლდნენ ჰორაციუ პუნგეა, კატალინ ფერკუ, საბინ სტრატილა, მადალინ ლემნარუ, მიჰაი მაკოვეი, სტეფან შენანი და ოთარ ტურაშვილი. "მუხის ფოთლების" რიგებში ორი ნატურალიზებული მორაგბეა, სამხრეთაფრიკელები: მგეზავი ჯოდი როსი (ტიმიშოარა) და მეორეხაზელი იოჰან ფან ჰირდენი (ბაია მარე).

"საქართველოს ნაკრებთან ძნელი მატჩი გველის. მათი მორაგბეები ფიზიკურად დიდები და მძლავრნი არიან. ჩვენ სათამაშოდ მზად ვართ, კარგად ვივარჯიშეთ, ეს ხომ, ფაქტობრივად, ფინალის ტოლი მატჩია.

ქართველების წინააღმდეგ პირველად ვითამაშებ. მე არ მაქვს მათი კომპლექსი, არ მეშინია. ვეცდები, თამაშისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო.

ვიცი, რომ საქართველოს ნაკრები თითქმის იმ გუნდით დაგვიხვდება, რომლითაც მსოფლიოს თასზე ითამაშა. ჩვენს ნაკრებში კი ძალიან ბევრი ახალგაზრდა მორაგბეა. ვფიქრობ, სწორედ ასეთ ძლიერ გუნდებთან თამაშით ისინი სასარგებლო გამოცდილებას მიიღებენ, გაიზრდებიან", - თქვა რუმინეთის რაგბის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში გუნდის მგეზავმა ჯოდი როსმა.

აქამდე საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებს ერთმანეთთან 19-ჯერ უთამაშიათ. ათი მატჩი "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს, რვა რუმინელებმა და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ევროპის ერთა თასი. V ტური
19 მარტი
საქართველო-რუმინეთი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ
ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.
16. კარლენ ასეიშვილი, 17. შალვა მამუკაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე, 20. ლაშა ლომიძე 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი აფციაური
რუმინეთი: 15. იონუც ბოტეზატუ, 14. ფლორინ იონიცა, 13. პაულა კინიკინილაუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. ადრიან აპოსტოლი, 10. ჯოდი როუზი, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ. 1. კონსტანტინ პრისტავიტა, 2. ეუგენ კეპეცინა, 3. პაულ რუსუ, 4. ვალენტინ პოპირლანი, 5. იოჰან ფან ჰირდენი, 6. სტელიან ბურჩა, 7. ვიორელ ლუკაჩი, 8. ანდრეი გორჩოაია.
16. ანდრეი რადოი, 17. მიხაი დიკო, 18. კოსმინ მანოლე, 19. მარიუს ანტონესკუ, 20. ვლად ნისტორი, 21. ტუდორელ ბრატუ, 22. ოვიდიუ მელნიჩუკი, 23. მარიან ისპირი
მსაჯი: ტიუალ ტრენინი (საფრანგეთი)

პორტუგალია-რუსეთი
გერმანია-ესპანეთი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 4 4 0 0 +150 19
2. რუმინეთი 4 4 0 0 +112 19
3. რუსეთი 4 2 0 2 -19 9
4. ესპანეთი 4 1 0 3 -4 7
5. გერმანია 4 1 0 3 -109 5
6. პორტუგალია 4 0 0 4 -106 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
shota
14:22 18-03-2016
warmatebebi bichebs! jvania ratom ar aris neta?
Zoro
14:15 18-03-2016
Genacvalet lomebo .gagvaxaret kidev ertxel