ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს 14 მარტს წარადგენენ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს 14 მარტს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 14 მარტს, 10:30 საათზე, სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტი სხდომას გამართავს.

ამავე დღეს, 13:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გაიმართება აღმასკომის შემაჯამებელი პრესკონფერენცია, სადაც სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს.