საქართველოს ნაკრები? მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ... ექსკლუზივი ჯენარო გატუზოსთან

AutoSharing Option
თამამად შეგვიძლია, 38 წლის ჯენარო გატუზოს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ვუწოდოთ. "მილანის" "ოქროს ეპოქის" ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა ამ გუნდთან ერთად თითქმის ყველა შესაძლო ტიტული მოიგო - ჩემპიონთა ლიგა (ორჯერ), სერია A (ორჯერ), იტალიის თასი, უეფას სუპერთასი (ორჯერ), იტალიის სუპერთასი (ორჯერ), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი...

ვისაც ის ერთხელ მაინც უნახავს მინდორზე, დაგვეთანხმება - გატუზო შეუდარებელი იყო. იბრძოდა თუნდაც ისეთ სიტუაციებში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანდა. და ის თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა...

დღეს გატუზო იტალიური ლეგა პროს (რანგით მესამე ლიგა) ბინადარ "პიზას" წვრთნის. ბოლო დროს ქართულ საფეხბურთო თემში გაიგონებთ - შესაძლოა, საქართველოს უპირველესი გუნდი სწორედ გატუზოს ჩააბარონ და ამ საქმის მოკვარახჭინებაში თვით ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ჯენაროს მეგობარი კახა კალაძე მონაწილეობსო.

ესეც არ იყოს, გატუზოსთვის ქართველი ფეხბურთელები უცხონი არ არიან. კალაძის გარდა, კარგად იცნობს გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილს, რომელთაც მცირე ხნით ბერძნულ ოფი-ში წვრთნიდა...

გუშინ ისიც დაიწერა, რომ გატუზო შესაძლოა ყაზახეთის ნაკრებში მივიდეს. ეს გუნდი უმწვრთნელოდაა იური კრასნოჟანის წასვლის შემდეგ. ყაზახები კი ჩვენი უახლოესი მეტოქეები არიან - 29 მარტს თბილისში ამხანაგურად უნდა ვეთამაშოთ...

რაღა დაგიმალოთ და, არ გვგონია, ფეხბურთის ფედერაციამ არჩევანი გატუზოზე შეაჩეროს (თუ საერთოდ ვინმეს მოსვლია აზრად მისთვის ამ სამსახურის შეთავაზება) და პირველ რიგში არა მისი სამწვრთნელო კომპეტენციის, არამედ მისი იმპულსური ხასიათის გამო...

მაგრამ რაკი ამ თემაზე ხალხი ლაპარაკობს, მოვალენი ვიყავით, ეს ხმები შეგვემოწმებინა და გადავწყვიტეთ, გატუზოსთან დამაკავშირებელი გზები გვეძებნა. ამ საქმეში ჩვენი კოლეგა და მეგობარი კობა ინასარიძე დაგვეხმარა.

პირველი ზარის შემდეგ გატუზომ გვთხოვა, - ზუსტად ერთ საათში დამირეკეთ და ვილაპარაკოთო...

გავიდა ეს ერთი საათიც და ჯენაროს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით. ის დროში შეზღუდული იყო, თუმცა ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე კითხვა მაინც დავუსვით...

- გამარჯობა! საქართველოდან გაწუხებთ. რამდენად მართალია ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან ეროვნულ ნაკრებში მუშაობის წინადადება მიიღეთ?
- არა, არა... არ ვიცი, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია. მე მაქვს ჩემი საქმე. შეიძლება, იცით, რომ "პიზას" მთავარი მწვრთნელი ვარ და დღეს ამ სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული. ამის თქმა შემიძლია მხოლოდ.

- იმავეს იტყვით ყაზახეთის ნაკრების თაობაზეც? მედიაში დაიწერა, რომ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია გთავაზობთ სამსახურს...
- ზუსტად იმავეს ვიტყვი ამ შემთხვევაშიც - მე მაქვს ჩემი საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეთი სიტუაციაა.

- ქართველ ფეხბურთელებზე გკითხავთ. თქვენ არაერთი დაუვიწყარი მატჩი ჩაატარეთ კახა კალაძესთან ერთად. მერე ოფი-ში წვრთნიდით გიორგი მერებაშვილსა
You must have Flash Player installed in order to see this player.
და გიორგი ლორიას...

- "კალა" დიდებული ადამიანია და დიდებული ფეხბურთელიც იყო. მასთან ერთად მართლაც ბევრი დაუვიწყარი წამი მაქვს მინდორზე გატარებული. გეხსომებათ მაშინდელი "მილანი" - ჩვენ საუკეთესო გუნდი გვყავდა...

მერებაშვილსა და ლორიაზეც მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ისინი ძლიერი ფეხბურთელები არიან ძლიერი მენტალიტეტით - ნამდვილი პროფესიონალები! მოხარული ვარ, რომ მომეცა მათთან მუშაობის საშუალება. საერთოდ, ქართველები თბილი ხალხი ხართ, გიყვართ ურთიერთობები...

- რას იტყვით "პიზაზე"? როგორი გუნდია, რა გეგმები გაქვთ?
- ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მეგობრული... ეს ერთი ოჯახია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზნები და ბიჭებიც ენთუზიაზმით არიან სავსენი.

- არ შეიძლება, "მილანზე" არ გკითხოთ. როდის დაიბრუნებს "როსონერი" ჩვეულ პოზიციებს?
- დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად მოხდება. მასიმილიანო ალეგრის წასვლის შემდეგ დაიწყო რეგრესი... სხვათა შორის, ბოლო დროს ვხედავ პატარა პროგრესს. რაც უნდა იყოს, "მილანი" გრანდია და ამ სტატუსის შესაფერისი ამბიციები უნდა ჰქონდეს.

- მაშ, "მილანის" დაბრუნების გჯერათ?
- რა თქმა უნდა, მჯერა! დიდი "მილანი" აუცილებლად დაბრუნდება.

- ერთი კითხვაც...
- სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ... ბევრი საქმე მაქვს, მაპატიეთ!..

...გუშინ საღამოსაც აქტიურად მუსირებდა ვერსია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელი უკვე თბილისშიც იყო ჩამოსული. ნაკლებად დასაჯერებელიაო, ზემოთ აღვნიშნეთ, მაგრამ... მაინც ნუ გამოვრიცხავთ, ეს გატუზო იყოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია ფეხბურთში და არსებობს შეთანხმების ეტიკეტი, რომელსაც ყველა იცავს - სანამ ურთიერთობები ოფიციალური არ გახდება, არ ვლაპარაკობთ!

მალე გამოჩნდება, ვინ არის "ის". გუშინ დავწერეთ - ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, რომ ყაზახეთის ნაკრებთან სპარინგისთვის შემადგენლობას ახალი მწვრთნელი დაასახელებს. ესე იგი, სიტუაციის გარკვევას სადღაც მარტის შუა რიცხვებისთვის უნდა ველოდოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Giorgi567-ს. აბა ბიჭო!!! ოადუაეშ!! გატუზოსთანა ფეხბურთელები კონა ათ შაურათაა საქართველოში ხო. ბრავო შენ ზმაო!!. მე პირადად ისეთი ჟილკიანი ფეხბურთე3ლი, როგორც გატუზო იყო, არ მახსენდება ბოლო წლებში. ქართველ ფეხბურთელებზე არ მაქვს საუბარი. ცოტა აზტზე მოდით რა!!!
kaka
15:35 10-03-2016
0
ერთი რამ არის სახალისო შემოაგდებენ აქ რაღაც ჭორს და მერე ამ ჭორის გარშემო იწყება რაც იწყება .უსაქმურობის დედა რო ვატირე მე თორე რა გეგატუზოება შე დალოცვილო რის გატუზო რა გატუზო გატუზო არა დონ კორლეონე კიდე არ გინდათ.ან ვინც იმას წერს ნორმალური ანაზღაურება და ასე შემდეგო ნორმალური გუნდი არ გყავს და რა ნორმალურ ანაზღაურებაზე საუბრობ შე დალოცვილო.მილიონი რო მიცე ამ გუნდის თავკაცს დღეში ის ვერაფერს იზამს ისეთ ნეხვშია ქართული ფეხბურთი დღეს ეგ მილიონი კიდე იმას უნდა მოახმარო რო შენი ფეხბურთელი ბეტონის ნაგებობას არ დაემსგავსოს მოედანზე რომლისგანაც ბურთი ისე ისხლიტავს რო მერე ამ ბურთს ინტერპოლი ეძებს მთელ ევროპაში.ეეე საცოდავო ქართულო ფეხბურთო რა გიყვეს რა.
qutaiseli
09:00 10-03-2016
0
გატუზო კი არა კვახი, მაგათ რომ ფულის გადახდა უნდათ მაგ ფულად ამხანაგირი მატჩის სათამსშოდ არ ჩამოვა ნორმალური მოთამაშე არათუ მწვრთნელი.
givi
00:03 10-03-2016
0
ეჰ! დრო იყო ისეთი, ორემ გურამ პეტრიაშვილი მეტი თუარა,მაგაზე ნაკლები არაფრით არ იყო! ლეგენდა არა ის... კიდევ!
jiji
20:27 09-03-2016
0
ყველაზე კარგი ცხადაძის შენარჩუნება იყო მაგრამ რას ვიზავთ ჯობია პროფესიანლი მწვრთEნლი მოვიყვანოთ მაღალი გამოცდილებით
beqa
20:09 09-03-2016
0
ეგ თუ მსოფლიო ლეგენდაა მაშინ მანუჩარ მაჩაიძე პელე ყოფილა
zorro
20:04 09-03-2016
0
გატუზოს განხილვა ცალსახად არაპროფესიონალურია. როგორც ფეხბურთელი, მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ როგორც მწვრთნელი ჯერჯერობით მინუსებშია. ამიტომ სერიოზულად არც უნდა განვიხილოთ მისი კანდიდატურა.
მიმაცნია, რომ შექმნილ ვითარებაში იდეალური ვარიანტია გია გეგუჩაძის კანდიდატურა. პრინციპში, არა თუ შექმნილ ვითარებაში, არამედ ზოგადად დღეს ქართველ მწვრთნელებში გია გეგუჩაძე არის ნაკრების მწვრთნელობის ნომერ პირველი კანდიდატი.
georgian
18:59 09-03-2016
0
დააყენეთ გეგუჩაძე ეს კაცი იმსახურებს 1 შანსს მაინც
Giorgi567
18:15 09-03-2016
0
რა გატუზო რის გატუზო ვინაა საერთოდ სადაც იყო იქიდანაც გაუშვეს არც ფეხბურთელობაში იყო რამე და მწვრთნელობაში მითუმეტეს
Giorgi567
18:11 09-03-2016
0
რაის მსოფლიოზე გასვლაზეა ლაპარაკი მწვრტნელი ვერ გისშოვიათ
giorgi
18:03 09-03-2016
0
ეს ძალიან ცნობილი ფაქტია, ნამდვილად არ ვიგონებ, ან რატომ უნდა მოვიგონო კალაძეს მაგარ პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს.... კოსტაკურტას რომ ქალი თუ საცოლე დაახია შევამ აი მაშინ მოხდა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა კალამ პადძერჟკა მისცა შევას (აბა რა უნდა ექნა)გატუზომ მაგრად დასაჯა შევა, დაჟე შევას გუნდიდან გაშვებას ითხოვდნენ ფეხბურთელები, კალაძე არაფერ შუაში იყო მაგრამ იმ ჩხუბში რომ მოხვდა რინოსგან ცვეტში ვიცი, ორი თამაშიც გამოტოვა ამის გამო და ვაბშე კაი ხანი დაძაბული ურთიერთობა ქონდათ ერთრმანეთთან
gaga
17:17 09-03-2016
0
დღე და ღამე ცემა, კვლა და წამება როგორ გელანდება ....?
ეხლა აქ სპორტშიც გადმოხტი სადაც შენი საქმე ნამდვილად არ არის.
gaga-ს
16:46 09-03-2016
0
სკამი ჩაარტყეს? საიდან იცი? უფრო დეტალურად შეგიძლია გაშალო თემა? მე საერთოდ მსგავსი სენსაციური ფაქტის შესახებ არასდროს მმსმენია.

გატუზო ჩაარტყა სკამი კალაძეს და შევჩენკოს, თუ გატუზომ და შევჩენკომ ჩაარტყეს ერთობლივად კალაძეს?
gaga-s
16:21 09-03-2016
0
ფავალი და იანკულოვსკიც მოიყვანოს მაგისთვის ნაკრები არაფერია და ჩვენც ნუ ვიდარდებთ მაინც არაფერი გამოვა
მანუჩარ
16:12 09-03-2016
0
არა ისე ცოტა იუმორით რო ჩაუფიქრდე რას ერჩით გატუზოს, ეგრევე 1 ადგილას ამოკრავს პანჩურებს ყველას და სმენაზე დააყენებს :D :D :D :D
giga
16:05 09-03-2016
0
მაგათ კიდევ გატუზო უნდათ?!ისედაც გა(ტ)კუზულები არიან!მკვდრებს თუნდაც ოტმარ ჰიტცფელდი დაუნიშნე მაინც მკვდრები იქნებიან!
საერთოდ აკრძალეთ ფეხბურთი კონსტიტუციით
16:00 09-03-2016
0
უბრალოდ იდეის დონეზეც ვერ წარმომიდგენია ვინ უნდა გაწვრთნას ნაკრები, უცხოელი მწვრთნელს განა რამხელა კვალიფიკაცია ექნება ამ ანაზღაურების მიხედვით, რო კარგი შედეგი დადოს.
giga
15:37 09-03-2016
0
რა გატუზო რის გატუზო. მხოლოტ ქარტველი ნაკრების ტრეინეი
guri
15:36 09-03-2016
0
საიდან არის კალაძეს მეგობარი შეიძლება არ იცით, გატუზომ სკამი ჩაარტყა თავში კალაძეს და მაგრად დასაჯეს გასახდელში ეგ დას შევა....
gaga
15:27 09-03-2016
0
ადრე ვწერდი შევჩენკო ჩვენ ნაკრაბს დახატავსო, რადგან სირბილის ფასი იცის და ჩვენ ფეხბურთელებს სირბილს აიძულებდა, მაგრამ რამდენადაც მახსოვს ის უკრაინის ნაკრებთან მუშაობს.

დღევანდელი სიტუაციით, ახალი მწვრთნელის გამოჩენამდე, გულშემატკივარს ყველაზე მეტად ბ-ნი გია გეგუჩაძის იმედი აქვს. იქნებ დროებით მისთვის შეეთავსებინათ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფუნქცია?
გუჯა კახაძე
15:26 09-03-2016
0
levan ფეხბურთელობის კოეფიციენტით ნუ აფასებ მწვრთნელის სტატუსით შეაფასე "c" გეთანხმები ჩვენ არ გვაქ ექსპერიმენტების დრო ))
_svani_
15:14 09-03-2016
0
როდესაც მთავრდება ცოდნა მხოლოდ ვარაუდებიღა გვრჩება - ამაში კი ნამდვილად "პროფესიონალები" ვართ!
გუჯა კახაძე
15:12 09-03-2016
0
ქეცბაია სანატრელი გაუხდებათ ზოგ-ზოგებს, გადარეული გატუზო თუ მოვიდა მართლა :)
kaxa
15:08 09-03-2016
0
ივანე - ს . რატო ივანე, გატუზოზე უკეთესი გვყოლია ვინმე? ჩემი აზრით, ჩვენს ნაკრებს ყველაზე მეტად სათამაშო დისციპლინა აკლია და ვინ ვინ და ამ საკითხს გატუზო კარგად მიხედავს.
levan
15:05 09-03-2016
0
გეგუჩაძე გამოიყვანს მთავარი მწვთნელის ფუნქციებს შეასრულებს. ტყუილად კი არ წავიდა დინამოდან.
ტყეშელაანთ გიჟი
15:04 09-03-2016
0
კობიაშვილს მოვუწოდებ, რომ შევჩენკო დანიშნოს მწვრთნელად, ვინაიდან შევჩენკო გველია და მას ყველაფერი გამოუვა, ხოლო გატუზო კი ხისტია და მას არაფერი გამოუვა საქართველოში.
კობიაშვილ–ს
15:00 09-03-2016
0
არაააააა!!!! დამღუპველია გატუზო ჩვენი ნაკრებისთვის, პირველ რიგში იმიტომ რომ ქართულ ხასიათში გატუზოს ხასიათი არჩაჯდება და ნახევარ ნაკრებს გაყრის.. სედეგი გვექნება კატასტროფული! შეიძლება ითქვას გატუზო ახლა იკვლევს გზას დიდი მწვრთნელობისკენ და მემგონი ჩვენ ექსპერიმენტების დრო არაგვაქვს! ისევ გეგუჩაძე სჯობს სხვა ყველა საშუალო დონის ევროპელ მწვრთნელს, ჩვენი ნაკრებისთვის!
0
გატუზო არა კვახი,ძმაკაცი რადგანაცაა კალასი მაგიტოო? იქნება ნახევარი წელი იშოვის ფულს და წავა
soso
14:51 09-03-2016
0
რა გატუზო ხალხნო კარგი ფეხბურთელი ხომ არ ნიშნავს კარგ მწვრთნელს :@ ჭიჭვეიშვილი დასვით უფრო გამოგვადგება ))
_svani_
14:41 09-03-2016
0
გაზპრომზეც გეკითხა ერთი, იქნებ ცოდნოდა რამე.
პეტრე
14:33 09-03-2016
0
აი ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისათვის ...
ივანე
14:18 09-03-2016
0
სიახლეები პოპულარული