კახა ცხადაძე: არ ვიცი რა იქნება...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 მარტს, თბილისში, ყაზახეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, თუმცა ნაკრები ჯერაც უმწვრთნელოდაა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მწვრთნელ კახა ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტა და ახალი მწვრთნელის დანიშვნა გადაწყვიტა, რომლის ვინაობაც აქამდე უცნობია. კონტრაქტი დღემდე არ გაწყვეტილა არც მოქმედ მწვრთნელთან...

ამ ყველაფრის პარალელურად, აზერბაიჯანული მედია აქტიურად წერს, თითქოს ცხადაძე უკვე მართავს მოლაპარაკებებს ამ ქვეყნის გუნდებთან...

ამასთან დაკავშირებით ცხადაძემ Sportall.ge-სთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

"ეროვნულ ნაკრებში ჩემს კონტრაქტთან დაკავშირებით ახალი ჯერ არაფერია და რომ არ მოგატყუოთ, არც ვიცი რა იქნება მომავალში.
რაც შეეხება ჩემს შესაძლო დაბრუნებაზე აზერბაიჯანში, ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორია - პირადად მე არავინ დამკავშირებია და კონკრეტული შემოთავაზებით არავის მოუმართავს", - გვითხრა ცხადაძემ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
გია ცეცაძე არის ყველაზე კარგი ვარიანტი ერთი რომ ახალგაზრდები ევროპაზე გაიყვანა 4 წლის წინ და მეორე მისი გუნდი მე 3 ადგილზე ეროვნულ ჩემპიონატში
გია
19:30 09-03-2016
0
კარგით რა საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, რომელიც გუნდს წელიწადში 4-5 ჯერ კრებს,როგორ შეიძლება იმაზე დიდი ხელფასი ჰქონდეს ვიდრე რომელიმე შიდა ჩემპიონატში მონაწილე გუნდის მწვრთნელს ააქვს. ეს საქართველოა გერმანია კი არა.
გიორგი
09:55 10-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული