სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
დღის კარიკატურა: მოვჯოკროთ? ვინ ჩაიბარებს ნაკრებს
AutoSharing Option
16:00 05-03-2016
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაგვპირდნენ, რომ ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი თებერვლის ბოლოს ეყოლებოდა. ამ მიმართულებით სიახლეები ჯერ არ არის, თუმცა ამასწინათ ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გვითხრა, რომ კანდიდატი ორია, ორივე უცხოელი.

კარიკატურაზე მას ბანქოს სამი ქაღალდი უჭირავს, რომელთაგან ორი უცნობი უცხოელია, ერთიც გია გეგუჩაძე. რატომ გეგუჩაძე? იმიტომ, რომ, როგორც ამბობენ, შეიძლება იგი "ჯოკრად" შემოინახონ, ვაითუ უცხოელების ვარიანტი არ გამოვიდეს...

კობიაშვილის თქმით, შოთა არველაძისა და ფოლკერ ფინკეს კანდიდატურები უკვე გამოირიცხა. სწორედ ამიტომ არიან ისინი გასულ "კარტებში".

რაც შეეხება კახა ცხადაძეს, ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ისიც საქართველოს ნაკრების წარსულია, მაგრამ "გასულ კარტში" არ შეურევია, რადგან ნაკრებთან ჯერაც მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.
bebeto
14:17 08-03-2016
აღარ ღირს ნაკრეში სიტუაციის არევა ძლივს დაალაგეს თამაში გუნდი ცდილობს კარგი თამაშის ჩვენებას და უნდა გამონახონ საერთო ენა ცხადაძე უნდა დარჩეს პიროვნებებისთვის კი არა გუნდისთვის რა იქნება კარგი ის უნდა იფიქროს ყველამ.
tngh
19:47 05-03-2016
ბ-ნო ლევან!!! ბ-ნო კახა!!! გამონახეთ ორმხრივი კომპრომისი. საქართველოს ფეხბურთისათვის ასე ჯობია!!!