სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
კახა ცხადაძე, გია გეგუჩაძე თუ... ჰყავს თუ არა საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი?
AutoSharing Option
17:10 04-03-2016
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კარგი სპარინგები დაუგეგმეს, მათ შორის, ევროპის მოქმედ ჩემპიონთან. საქართველოს ნაკრებს უკვე ჰყავს ახალი სპონსორი, მაგრამ გუნდს არ ჰყავს მწვრთნელი. უფრო ზუსტად, თან ჰყავს და თან არა. დრო კი არ იცდის.

ფეხბურთის ფედერაციამ ლამის ყველა ფრონტზე უკვე შემოგვთავაზა სიახლე - წარადგინა საფეხბურთო პროგრამა; დასახა ჩემპიონატის ახალი ფორმატი, მაგრამ არა და არ დაადგა საშველი სანაკრებო თემას, რომელიც იანვრიდან მოყოლებული, უცნაურად ვითარდება.

იურიდიულად, ეროვნული ნაკრების თავკაცი ისევ კახა ცხადაძეა, რომელიც უკვე მიუღებელი ფიგურაა ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობისთვის. ცხადაძე აღარ გაწვრთნის გუნდს, ეს გამორიცხულია, მაგრამ მისი კონტრაქტი ჯერ კიდევ გასაწყვეტია. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრა კობიაშვილსა და ცხადაძეს შორის კონტრაქტის გაწყვეტაზე არ შედგა, ყოველ შემთხვევაში, წარმატებული.

არადა, 29 მარტს თბილისში ჩვენი ეროვნული გუნდი წლის პირველ ტესტ-მატჩს თამაშობს - მეტოქე ყაზახეთია. ჩვენ არ ვიცით, ვინ გაიყვანს გუნდს ამხანაგურ მატჩში, რომლის გამართვამდეც 4 კვირაც არ რჩება.

მეტიც, არის ერთი დეტალი, რომელიც კიდევ უფრო ართულებს საქმეს. ფიფას წესებით, ეროვნული ნაკრებიდან გამოძახება კლუბში თამაშამდე ორი კვირით ადრე უნდა
You must have Flash Player installed in order to see this player.
მივიდეს. ამ შემთხვევაში ნებისმიერი კლუბი ვალდებულია, ფეხბურთელი ნაკრებში გაუშვას. დაგვიანების შემთხვევაში კი, ეს (ფეხბურთელის გაშვება ნაკრებში) უკვე ამა თუ იმ კლუბის კეთილი ნებაა.

ბუნებრივია, ეს წესი ქართულ კლუბებს არ ეხება, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენი ნაკრების ბირთვს ლეგიონერები ქმნიან.

მოასწრებს ფედერაციის ხელმძღვანელობა 15 მარტამდე ცხადაძის ოფიციალურ გაშვებასაც და ახალი მწვრთნელის დანიშვნასაც? შეძლებს ახალი თავკაცი სიტუაციაში მალევე გარკვევას და საჭირო კონტინგენტის გამოძახებას?

არადა, რა მიმართულებით მიდის მწვრთნელის ძიების პროცესი, ასეთი ამბებიც კი არ გამოდის კულუარებიდან. ჭორის დონეზე ითქვა, რომ ახალი თავკაცი შესაძლოა, ესპანელი იყოს. ეს არის და ეს.

ბევრი რამ კი ისევ იმაზე გვაფიქრებს, რაზეც "ცხადაძის სკანდალის" დროს უკვე იყო ლაპარაკი - ნაკრების მწვრთნელს იმიტომ არ ეძებენ, რომ ნაკრებს მწვრთნელი... უკვე ჰყავს!

ყველას ახსოვს, რა განცხადებები გააკეთა იურაი იარაბეკმა ჩეხურ მედიასთან ჯერ კიდევ ცხადაძესა და ფედერაციას შორის კონფლიქტურ სიტუაციამდე - "დინამოში" მივდივარ, რადგან ჩემი წინამორბედი ეროვნულ ნაკრებში გადადისო.

მართლაც ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავთ, გამოცდილი და აღიარებული სპეციალისტის ქვეყნის მთავარი გრანდიდან ახალგაზრდულ გუნდში გადასვლაში. ამიტომაც, ბევრი ამბობს, რომ გია გეგუჩაძე 21-წლამდელთა ნაკრებს 23 მარტს სან მარინოსთან გაიყვანს და...

ამ ვარაუდს ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ გეგუჩაძემ ახალგაზრდული ნაკრების შტაბში ის ხალხი არ მიიყვანა, ვისაც ძირითადად ეყრდნობა ხოლმე, რაც ფრიად გასაკვირი იქნებოდა სხვა სიტუაციაში.
kanti
12:26 05-03-2016
აცალეთ კობის!

რაც შეეხება დანიშვნებს, ცხადაძე ძმაკაცობით არ მოვიდა ნაკრებში?! იმ სამარცხვინო ფედერაციას დომენტით და არველაძით ყველა ჯობია.
giji
12:15 05-03-2016
იურიდიულად, ეროვნული ნაკრების თავკაცი ისევ კახა ცხადაძეა..

რა იურიდიულად?:))

რა გჭირთ, რედაქტორი გყავთ საერთოდ?