სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ჯაბა კანკავა: პირველ რიგში - ქართველი უნდა იყოს!
AutoSharing Option
16:04 22-02-2016
ფრანგული "რეიმსის" ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში, სხვასთან ერთად, ეროვნული გუნდის მწვრთნელის საკითხზეც ისაუბრა. მისი აზრით, სპეციალისტი აუცილებლად ქართველი უნდა იყოს.

მანამდე ჯაბამ თავის საოცნებო კლუბზეც ილაპარაკა:

- ძალიან მინდოდა ინგლისის პრემიერლიგაში თამაში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მოტივაციას ამაზე ფიქრი მაძლევდა. ყველაზე დიდი სიამოვნებით "მანჩესტერ იუნაიტედში" ვითამაშებდი, მაგრამ... "ფრენა" არ მიყვარს, რეალისტი ვარ და ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ მანჩესტერში მოხვედრა ძალიან რთულია.

ჯერ კიდევ მაქვს შანსი, ინგლისში ვითამაშო? მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ ვიმეორებ - მე რეალისტი ვარ! იმ ყველაფრისთვის კი, რაც უკვე იყო ჩემს კარიერაში - მადლობა უფალს...

- ნაკრების კაპიტანი ხარ და რაც უნდა არასასიამოვნო იყოს, ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით: რა რეაქცია გქონდა, როცა შეიტყვე, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ახალი შესარჩევი ციკლის წინ იცვლება?
- იმის მიუხედავად, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი, ჩემთვისაც და ნაკრების ფეხბურთელებისთვისაც ეს ძალიან უსიამოვნო ფაქტია. ვწუხვარ, რომ სფფ-ის პრეზიდენტი და ნაკრების მწვრთნელი ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ რას ვიზამთ...

- როგორი მწვრთნელი სჭირდება საქართველოს ნაკრებს - ზედმეტად მკაცრი, დამთმობი თუ...
- პირველ რიგში - ქართველი უნდა იყოს! ქართველმა უკეთ იცის ჩვენი ხასიათის თავისებურებანი და ნაკრებში არსებულ ვითარებაშიც უფრო მალე გაერკვევა. მწვრთნელმა თავისი საქმე უნდა იცოდეს, სწორი ხედვა ჰქონდეს და ფეხბურთელებსაც გაგვაგებინოს, რას ითხოვს ჩვენგან. რაც შეეხება ხასიათს, მკაცრი იქნება თუ მეგობრული, ეს მეორეხარისხოვნად მიმაჩნია.

იხილეთ სტატია სრულად

ესაუბრა რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"

bebeto
14:47 25-02-2016
ცხადაძეზე ლაპარაკი კიარაფერ შუაშია ნაკრებისთვის რა არის კარგი ის უნდა იიქრონ ყველამ,პირადული ყველამ უნდა გადადოს და ეროვნულ ნაკრებს მიხედონ ნაკრები ერთი და ორი კაცის კი არაა ყველასია ხალხო დაიღალა გულშემატკივარი სულ ახალი გუნდის კეთებით გაფრინდა წლები გაგვასწრო ყველამ.
Aburjga
23:25 24-02-2016
ვახ! კიდევ ცხადაძეზე ლაპარაკობთ?