სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
საქართველოს ეროვნული ნაკრები: ახალი მწვრთნელი თებერვლის ბოლოსთვის?
AutoSharing Option
10:59 09-02-2016
როგორც შევიტყვეთ, არის შანსი, რომ საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი თებერვლის ბოლოსთვის დაუნიშნონ.

ამ ეტაპზე, კახა ცხადაძის სავარაუდო შემცვლელთა კანდიდატურებზე არაფერია ცნობილი. ფორმალურად, ცხადაძე ჯერაც ნაკრების მწვრთნელია, ვიდრე ფეხბურთის ფედერაციასთან მისი კონტრაქტი გაწყვეტილი არ არის.

ჩვენი ინფორმაციით, ფედერაციის პირველ ამოცანას, ამ ეტაპზე, "ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის" პრეზენტაცია წარმოადგენს.

გავიგეთ, რომ ფედერაცია აპირებს, უმკაცრესად გააკონტროლოს, თუ რაში და როგორ დაიხარჯება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თითოეული თეთრი.

საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დებიუტი, წესით, 29 მარტს, თბილისში, ყაზახეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში უნდა შედგეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
giorgi
10:27 10-02-2016
სამწუხაროდ არაპროფესიონალიზმი და ბოღმა ფედერაციის მხრიდან, ალბათ კიდევ ერთი ჩაგდებული შესარჩევი, რაც როგორც წინა პერიოდში ეხლაც ფედერაციის კისერზეა. მე მგონი სულ არ სარის საჭირო ფეხბურთის ფედერაცია, საქმეს არ აკეთებენ. ამ შედეგს ნაკრები მწვრთნელისა და ფედერაციის გარეშეც აჩვენება, ვგულისხმობ ყველა შესარჩევში ბოლო ადგილს. კობიაშვილი სუსტია, შედეგი დაბრალდება მას.

კახა
08:26 10-02-2016
ყველაფერი თავიდანაა დასაწყები