სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
რამაზ მუმლაძე: ეს თაობა მალე ქართული ფეხბურთის კრიზისს დაგვავიწყებს
AutoSharing Option
14:33 06-02-2016
სანამ საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება, ეს თემა ჩვენს ფეხბურთში ყველაზე აქტუალური იქნება. შექმნილ სიტუაციაზე აზრის გაზიარება ცნობილ ქართველ მწვრთნელს, რამაზ მუმლაძეს ვთხოვეთ და მერე ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვან სხვა თემებსაც გადავწვდით.

მუმლაძეს ქართველი ქომაგის წინაშე წარდგენა არ სჭირდება - ის წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის "დინამოში", "ვიტ ჯორჯიაში", რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახადა, იმუშავა ქუთაისის "ტორპედოში"...

ახლა გამოცდილი სპეციალისტი "მცხეთაში" საკლუბო ჩინოსნის რანგში მუშაობს...

- საინტერესოა თქვენი აზრი: ამ ეტაპზე ეროვნული ნაკრებისთვის უცხოელი მწვრთნელი იქნება უკეთესი თუ ქართველი?
- ჩემი აზრით, ახლა საქართველოს ნაკრებში გამართლებული იქნება ქართველი სპეციალისტის დანიშვნა. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? დავიწყოთ იქიდან, რომ შექმნილ სიტუაციაში დაახლოებით ვიცით ის თანხა, რომელიც გვაქვს და ისიც ვიცით, რამდენი სჭირდება კვალიფიციურ უცხოელ მწვრთნელს...

გარდა ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ დროის ფაქტორი. ქართველ მწვრთნელს ამომწურავი ინფორმაცია ექნება ნაკრების თითოეული წევრის შესახებ, ეცოდინება ეროვნული ჩემპიონატის ავ-კარგი...

უცხოელი მწვრთნელის მოყვანა, ჩემი აზრით, უნდა მოხდეს გარკვეული გათვლის საფუძველზე და არა სპონტანურად. უცხოელი რომ მოგყავს, შენ უკვე ბოლომდე მზად უნდა იყო შედეგის დასადებად...

ამის დროც მოვა. ახლა კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართველი მწვრთნელის დანიშვნა მიმაჩნია მართებულად, ისევ და ისევ - შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.

- თქვენ დროის ფაქტორი ახსენეთ...
- დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ დაგვავიწყდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და ეს დრო უცხოელი სპეციალისტის სასარგებლოდ სულაც არ იმუშავებს. უმოკლეს ხანში მას სიტუაციაში გარკვევა ძალიან გაუჭირდება.

- გეგულებათ ისეთი ქართველი მწვრთნელი, რომელიც ეროვნულ გუნდს წარმატებით გაუძღვება?
- კი, ოღონდ მე მწვრთნელი ვარ და ჩემი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მხრიდან კანდიდატურების ჩამოთვლა არ იქნება მთლად გამართლებული. საღად მოაზროვნე ყველა ადამიანმა იცის, ვინ შეიძლება განვიხილოთ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე...

- ზოგადად, ქართულ ფეხბურთზე გკითხავთ. როგორ გესახებათ "გზა ხსნისა"?
- ფეხბურთის ფედერაციაში ახალი თაობა მოვიდა და ამ ხალხის მეიმედება. ერთიცაა - თუ სისტემამ არ შეუწყო ხელი, ერთი კაცი მარტო ვერაფერს შეცვლის. დავწეროთ კარგი პროგრამა - ერთია და მეორეა - მისი შესრულება.

ჩემი აზრით, ქართულ ფეხბურთს სახელმწიფო გვერდით უნდა დაუდგეს, თორემ ისე რაიმე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენლად მეჩვენება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლება მალევე ვისაუბროთ ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვან პროგრესზე.

- სხვადასხვა დროს თქვენ ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს გაუკვალეთ გზა დიდ ფეხბურთში. როგორ ფიქრობთ, კარგი თაობა მოდის?
- მართლაც კარგი თაობა მოდის და მჯერა, რომ ეს თაობა მალე ქართული ფეხბურთის კრიზისს დაგვავიწყებს.

სხვანაირად რომ ვთქვათ, ქართულ ფეხბურთს განვითარების მხრივ პაუზა ჰქონდა აღებული და სუბიექტურ ფაქტორებთან ერთად ეს გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა გამოიარა საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში. რამდენი ომი გამოვიარეთ, რა ტერიტორიებია დროებით დაკარგული... ახლა სხვა რეალობაა. აღარ არის ის დრო, რაც იყო.

- ცალკე უნდა გკითხოთ რეგიონულ ლიგებზე. მისი ფუნქცია რანგით მაღალი ლიგებისთვის ფეხბურთელების მიწოდება უნდა იყოს. მინახავს ამ ლიგის თამაშები თუნდაც საშუალოევროპულ ქვეყნებში და უნდა გითხრათ, რომ ჩვენი დაბალი ლიგები ვერ უძლებს კრიტიკას...
- აბსოლუტურად გეთანხმებით. რეგიონულმა ლიგამ კადრები უნდა მოუმზადოს რანგით მაღალ ლიგებს. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არის ფესვი, რომელიც ქართულ ფეხბურთს აცოცხლებს. დღეს ძალიან სუსტია ჩვენი დაბალი ლიგები და ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ. რაზეა ლაპარაკი - ზოგან ფეხბურთის თამაშიც კი არ შეიძლება.

როცა საკითხი ასე დგას, იქ პროგრესზე ვერ ილაპარაკებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სირბილის სწავლების ცენტრი
17:43 01-03-2016
კრიზისის დაძლევა თუ გინდათ ფეხბურთელებს ნორმატივების ჩაბარება აიძულეთ და შედეგები გამოაქვეყნეთ:)
ბექა
17:19 01-03-2016
ეს ,რომ მწვრთნელობაზე თავს დადებს ,მართლა აღარ არის საშველი