[დღის ინტერვიუ] "თუ საქართველოში ალექს ფერგიუსონი ჩამოვა, პირველი მე მივესალმები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი ყოველთვის საინტერესო მოსაუბრეა. მისი აზრი მით უფრო ფასეულია ახლა, როცა ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი უმწვრთნელოდაა დარჩენილი.

გუშინ "ლელომ" ძოძუაშვილს კითხვებით მიმართა და მისგან საინტერესო პასუხებიც მოისმინა...

- ჩვენ, ყველას ერთად, უნდა გვაერთიანებდეს ერთი დიდი მიზანი. ეს მიზანი არის ის, რომ საქართველოს ნაკრები გავიდეს 2018 წლის მუნდიალზე, წავიდეს რუსეთში. თუ ჩვენ არ გავერთიანდით, ისე, არავითარ შემთხვევაში არაფერი გამოვა.

თუ გვინდა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომ დავიბრუნოთ ფეხბურთი, ის ფეხბურთი, რომელიც გვქონდა, ერთად
უნდა დავდგეთ. საქართველოს ნაკრებს შეუძლია, გავიდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. დამიჯერეთ, ეს შესაძლებელია, მაგრამ მთავარი, ვიმეორებ -
ჩვენი ერთიანობაა.

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ - მხოლოდ მწვრთნელი, ცალკე აღებული ნაკრების მწვრთნელი, ვერაფერს შეცვლის, თუ მას ყველა გვერდით არ დაუდგა. აქ მე ვგულისხმობ ფეხბურთის ფედერაციას, გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს... იმავე ექსპერტებს, რომელთაც შეუძლიათ, ქართული ფეხბურთისთვის კარგი საქმე გააკეთონ.

- ექსპერტებში ვის გულისხმობთ?
- ჩვენ გვინდა, რომ რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიდეთ. ახლა ნახეთ, რამდენიმე კაცი ვართ ცოცხალი, ვისაც სხვადასხვა დროს უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატებზე და თან მწვრთნელად მუშაობის გამოცდილებაც გვაქვს - მურთაზ ხურცილავა, საშა ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, თუნდაც, მე...

ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით, როგორია გზა მსოფლიოს ჩემპიონატისკენ, როგორ უნდა წავიდეთ იქ. ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, ჩემი აზრით, აზრი ექსპერტებსაც უნდა ჰკითხოს. ჩვენ შეგვიძლია, რომ ქართული ფეხბურთისთვის კარგი საქმე გავაკეთოთ.

მერე რა, რომ პატარა ქვეყანა ვართ?! პატარა ქვეყანაა ლატვიაც, მაგრამ ხომ გახსოვთ, რამხელა წარმატებას მიაღწია? იმ წარმატებას ჩვენ, ქართველებმა ჩავუყარეთ საფუძველი. ჩავედით ლატვიაში, შევკრიბეთ ყველა და მთელი რესურსი გამოვიყენეთ.

- ქართველი თუ უცხოელი? ვინ უნდა დაინიშნოს ეროვნული
გუნდის მთავარ მწვრთნელად?

- თუ უცხოელი იქნება, უნდა იყოს ისეთი მწვრთნელი, რომელსაც ყველაფერი დამტკიცებული ექნება. თუ საქართველოში ჩამოვა ალექს ფერგიუსონი, რეზო ძოძუაშვილი იქნება პირველი, ვინც ხელებს ასწევს და მიესალმება ამ კაცს.

ისეთ მწვრთნელს მე ვერ მივესალმები, რომელიც ალალბედზე იქნება შერჩეული. იცით, რა არის? დაჯდეს მწვრთნელი და აგვიხსნას თავისი ხედვა, გვითხრას, რას და როგორ აპირებს. გვითხრას საფეხბურთო საზოგადოებას, ვეტერანებს, ჟურნალისტებს... თქვენ ხომ კარგად იცით ფეხბურთი თეორიული თვალსაზრისით.

იქნებ ხაჭაპურის გამოცხობას აპირებს და ყველის ნაცვლად, ლობიოს გამოყენება სურს. ესეც ხომ შესაძლებელია?

- გეგულებათ ქართველი მწვრთნელი, ვინც ნაკრებს წარმატებით უხელმძღვანელებს?
- მე კი მეგულება, მაგრამ ახლა არ გვინდა დაკონკრეტება...

- მაინც, როგორი მწვრთნელი სჭირდება ეროვნულ გუნდს?
- ფეხბურთი არის ორგვარი - კარგი და ცუდი. ჩვენ გვინდა მწვრთნელი, რომელიც გააღვიძებს იმ ქართულ ფეხბურთს, რომელსაც ჩვენ ვთამაშობდით და ეს არის აუცილებელი. ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ნაკრების მომავალი თავკაცი.

ნაკრები ჩამაბარეს და მორჩა - საკითხისადმი ასეთი მიდგომა არამც და არამც არ შეიძლება. საქართველო ტალანტების ქვეყანაა და თუნდაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ყველგან უნდა ეძებოს ფეხბურთელი. თუ გნებავთ, მან ყველა სტადიონის ტელეფონის ნომერი უნდა იცოდეს.

მე ქუთაისში, რიონის პირას, სილაზე გავიზარდე. გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ ჩემზე ნიჭიერი მაშინაც ბევრი იყო და ახლაც ბევრია საქართველოში. უბრალოდ, სწორი ძებნა სჭირდება. მე თუ შევძელი მსოფლიოს გაოცება, მათაც შეუძლიათ!

- არის კი საქართველოს ნაკრებში დღეს ისეთი თაობა, რომ წარმატებას მიაღწიოს?
- ერთ ისტორიას გავიხსენებ. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი გუნდი გვყავდა "დინამოში" - მეოცე საუკუნეში შევქმენით ოცდამეერთე საუკუნის გუნდი. არ დაგვავიწყდეს, ეს რა პერიოდია. ირგვლივ ავტომატები გრიალებენ და ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ.

დავიჟინე, ამ გუნდით მოსკოვში უნდა წავიდეთ, "თანამეგობრობის თასზე" უნდა ვითამაშოთ-მეთქი. მინდოდა, მენახვებინა საფეხბურთო საზოგადოებისთვის, რა შეგვეძლო. კარგად გახსოვთ, რა თაობაც გვყავდა - ქინქლაძე, შოთა, ჯამარაული, ყაველაშვილი...

რამდენიმე გულშემატკივარმა მითხრა - რეზო, იქნებ არ ღირდეს წასვლა, ძლიერი გუნდები იქნებიან იქ, არ შერცხვეო. მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა ერთი-ორი კაცი, ვისაც არ მოსწონდა, "დინამოში" რომ ვმუშაობდი.

მათი პოზიცია ასეთი იყო: გაუშვით ძოძუაშვილი "თანამეგობრობის თასზე", იქნებ წააგოს, კისერი მოიტეხოს და მოვხსნათ მერეო... არადა, მოხდა პირიქით. ძალიან კარგად ვითამაშეთ, ქართული ფეხბურთი გავახსენეთ ხალხს.

რატომ მოვყევი ეს ამბავი ახლა? ჩვენ თუ ვიძახეთ, ფეხბურთელები არ გვყავს, რა გვეშველებაო, ასე არასოდეს არაფერი გამოვა. მწვანილი ხომ ყოველთვის ამოვა საქართველოში? ისე არ გამოილევა ნიჭიერი ფეხბურთელი. უბრალოდ, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

მე უდიდეს პატივს ვცემ ყველა ჟურნალისტს. თქვენ დიდებულად იცით ფეხბურთი, მაგრამ იცით თეორიულად. თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთთან უნდა შევაზავოთ. თქვენ, ვთქვათ, ბევრი რამ ჩემზე კარგად იცით, მაგრამ მე შეიძლება ის ვიცოდე, როგორ უნდა ჩაუდგა მოწინააღმდეგეს ტანი ან როგორ უნდა დაარტყას ფეხბურთელმა ბურთი ზუსტად კარში...

ამით იმის თქმა მინდა, რომ ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ყველანაირი ცოდნა უნდა გავაერთიანოთ - ექსპერტის, მწვრთნელის, ჟურნალისტის, ფეხბურთელის...

- რას იტყვით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე?
- ჩვენ უნდა ჩავატაროთ ძალიან მკაცრი ჩემპიონატი. დიდი და დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ჩაწყობას და სხვა საშინელებებს. სადაც ეს ამბებია, იქ არ არის ფეხბურთი და ეს ყველამ იცის.

დანდობა არ უნდა იყოს ასეთ შემთხვევებში, მთელი სიმკაცრით უნდა იყოს ბრძოლა. ეს აზიანებს მთლიანად ქართულ ფეხბურთს და ისეთი საკითხია, რომ ყველა უნდა შევიკრათ.

აქვე უნდა ვთქვა იმის თაობაზეც, რომ ბრძოლა უნდა დაიწყოს ქართულ სტადიონებზე ხულიგნობის წინააღმდეგ. ძალიან არ მიყვარს, როცა ფეხბურთელი ყველანაირ ზღვარს სცდება.

ჩვენს ჩემპიონატში ხშირად ასეთი საქციელი დაუსჯელი რჩება, ასეთ დროს კი ევროთასებზე სულ სხვა მოთხოვნებია. გადიან მერე იქ ჩვენი გუნდები და ძალიან ხშირად იღებენ წითელ-ყვითელ ბარათებს.

ჩვენ თუ გვინდა, რომ ძლიერი ნაკრები გვყავდეს, აუცილებლად უნდა გვქონდეს ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი. ამის გარეშე ძალიან რთული იქნება. არადა, გვაქვს რესურსი საიმისოდ, რომ უკეთესი ჩემპიონატი გვქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მახსოვს მიხიჩა რიგის სკონტოს რო ჩაუდგა სათავეში.რამოდენიმე ქართველი წაიყვანა სათამაშოდ. ერთ-ერთ ფეხბურთელს კითხეს:რო ჩახვედი რაიმე მომზადება ან კომისია გაიარეო? იმან ვაჟკაცურად მართალი პასუხი გასცა: მიხიჩას მიყვანილ ფეხბურთელს იქ არავინ სინჯვასო... ისე ხო არ გვჭირს კაცს მამა დავიწყებოდა და მამინაცვალს დასტიროდაო...
kaxa
12:56 17-02-2016
0
ჩვენ უცხოელებს მეტ პატივს ვცემთ ვიდრე ჩვენებს სანამ ამ ფსიქოლოგიით ვიცხოვრებთ არფერი გამოგვივა
guram
06:54 13-02-2016
0
მიხიჩა ძალიან კარგი კანდიდატურაა და ასევე კარგია საშა ჩივაძე ბოლოსდაბოლოს დავაფასოთ ჩვნიანები ისე ნუ ვიზამთ (თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა)
guram
06:49 13-02-2016
0
მიხიჩა ყელაზე კაი კანდიდატურაა ქართელ მწვრთნელებს შორის!!!
gurami
12:25 04-02-2016
0
დდ. მიხიჩა თუარ იყო დიდი ფეხბურთელი აპა ვინ იყო.რა საოცარი ხალხი ვართ ქართველები.
quTaiseli
10:49 04-02-2016
0
მიკვირს ამ სახელოვან ხალხს რა ადვილად ვიმეტებთ სანამ იმ თერთმეტ ფეხბურთელს არ მოვთხოვთ მკაცრად მანამდე არაფერი გამოვა მაგათ გონიათ მწვრთნელებშია პრობლემა
xalxs
10:11 04-02-2016
0
ეს ფეხბურთის მიშაა?
guja
02:28 04-02-2016
0
მიხიჩა მაგარი კაცია და გირსეული პიროვნებაა.ნამდვილად ყველა კანდიდატურას ჯობია ცოდნიცად და გამოცდილებით.სამარცხვინოა ეგეტი რაგაცეების დაწერა და უსინდისობა.ასრულეტ დავალებები იყავით ეგრე.იმიტომაც არი ფეხბურტი კარგ დგესი ეგეთ ხალხს რო არ აფასებთ.
zaza
23:44 03-02-2016
0
კარგი კანდიდატურაა, ოღონდ იმ პერიოდისათვის როცა ტოტალიზატორები აღარ იქნება.
ფერნანდო
22:33 03-02-2016
0
დიდი ფეხბურთელი ნამდვილად იყო! მწვრთნელიც ალბათ!
არჩილ ხოფერია
21:40 03-02-2016
0
მიხიცი მაგარი კაცია და პეხბურტის მცოდნე
უკესი რომელია
..კი არიან ზოგიერტები
მაგრამ
ესეც ხომ დიდი პეხბურტელი იკო და დიდი მცტნელი..დაპიკრდიტ ამაზე

..ერტად უნდა დადვდგეტ კველა ტუ გვინდა საკარტველოსი პეხბურტი გაცოცხდეს
აბელიi
21:40 03-02-2016
0
ამ კაცს აქვს ყველაზე დიდი შედეგები ქართველი მწვრთნელებიდან. რატომ ხართ ასე უარყოფითად განწყობილი ზოგი?! თუ კაცს მილიონი ეკუთვნის და ათასს მისცემ, მან ის ათასი, გულგატეხილმა, შეიძლება საოცრად უაზროდ დახარჯოს. კაცი დიდი ხნის წინ უნდა დაენიშნათ ნაკრების მწვრთნელად და ქუთაისისი ,,ტორპედოს" არ გაააცილა წინა ფედერაციამ. რა უნდა ექნა ეხლა, ნაკრებს იქ ვერ შექმნიდა და თუ ტოტალიზატორით მაინც ხეირობდა, ღმერთმა შეარგოს.
zura
21:02 03-02-2016
0
ეს იყო დიდი ფეხბურთელი და დიდი მწვრთნელი?????????))))
vaii vai
20:12 03-02-2016
0
ვიდრე ასეთებს აზრს ეკითხებით ჩვენი საქმე ცუდად იქნება!!!..ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს რომ ათამაშოს-ეგეც კითხეთ?
amunia
19:07 03-02-2016
0
რეზო, ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და როგორც მწვრთნელს, ქართველებიდან, ყველაზე მაღალი შედეგები აქვს!თან კაცია, რაც მთავარია! ამ საუბარში ქვეტექსტი გასაგებია. რატომაცარა. შედეგებიდან გამომდინარეა ყველაფერი! მისცენ შანსი! თავის დროზე, თავი მოიკლეს ალბათ ვიღაცებმა და მარტოს არ ჩააბარეს ნაკრები. ორი მწვრთნელით არ მახსენდება ვინმეს შედეგები! რაც შეეხება ლანძღვას... არიან... ოღონდ ვინმე გათათხონ და დღეები იშიმშილებენ... ურჩევნიათ!
jiji
19:04 03-02-2016
0
ამას რატომ ეკითხებით რამეს რატოოო ეს არის ყველაზე მოსყიდული მწვრთნელი
inkognito
18:53 03-02-2016
0
საწრთველოს კორუმპილებული მწვრთნელი ვინც გვარცხვენს
ლადოია
17:20 03-02-2016
0
გადირევი კაცი. პირველი ... და ... ნოტებზე ლაპარაკობს
dato
17:13 03-02-2016
0
მაგარია მიხიჩა, მწვანილი და ნიჭიერი ფეხბურთელი არ გამოილევაო....
status quo
16:36 03-02-2016
0
ძოძუაშვილო: არ გრცხვენია ჩაწყობაზე შენ როგორ ლაპარაკობ, როცა ქუთაისის ტორპედოში 1-ლი ტაიმის შეცვლებზე ჩალიჩობდი ხოლმე ტოტალიზატორში. გგონია არავის ახსოვს ზედიზედ 6 თამაშში 1-ლ ტაიმში რომ შეცვალელე ფეხბურთელი?
ქომაგი
16:36 03-02-2016
0
რეზო რათქმაუნდა გამოცდილი მწვრთნელია და ამასთან ერთად სელექციაშიც მაგარია,ვისაც ხელი დაადო ყველას დიდი ფეხბურთი ათამაშა.და არამარტო საქართველოში,გავიხსენოთ სკონტო და ლატვიის ნაკრები რომელიც ძოძუაშვილმა დაკომპლექტაა,იმ ნაკრებმა ჩვენს მაშინდელ კარგ ნაკრებსაც მოუგო და იმ ნაკრებმა ელიტაშიც ითამაშაააა
romandro
16:21 03-02-2016
0
ენების წაგდებას გადახედეთ მის ბიოგრაფიას. რიგის სკონტოს და ლატვიის ნაკრების შედეგებს. 3-4 წელიწადში სადღაც ფსკერზე მყოფი ლატვია ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა და რიგის სკონტო ბარსელონაში თანაბრად ეტამაშა ბარსას. თქვენნაირი ხალხის წილი დიდია იმაში, რაც დღეს ჭირს საქართველოს.
ნუგზარი
16:20 03-02-2016
0
ამან არიცის მწვრთნელობა და ამის კრიტიკოსებმა კი ხო დდ ლატვია გაიყვანა ამან ევროპაზე ისეთი გუნდი ჩამოაყალიბა 2 წელიწადში და ვის რააქ ქართველი მწვრთნელებიდან სანაკრებო დონეზე ამაზე მეტი გაკეთებული.უბრალოდ მიხიჩა წლებშია ჩემი აზრით მეტი არაფერი და დინამო რაგუნდი ყავდა და რამდენ ახალგაზრდას გაუხსნა გზა დიდ ფეხბურთში.
quTaiseli
16:15 03-02-2016
0
თუ ქართველი მწვრთნელი უნდა იყოს მივესალმები რეზოს კანდიდატურას! მას ყელაზე დიდი ამოცილება აქვს. და შედეგიც ყელაზე მაღალი.
baleshiki!
15:50 03-02-2016
0
ნაკრებშიც მე-15 წუთზე გააკეთებდა შეცვლებს :D :D :D
giga
15:41 03-02-2016
0
შენ რო ჩაწყობაზე ისუბრებ..
კახა
15:21 03-02-2016
0
ესაა მასალა, რომლითაც ჟურნალსტმა გაზეთის რსაღაც ფართობი შეავსო. ვინღა უსმენს ძოძუაშვილს, ან რა თქვა ახლა ამან ახალი და საინტერესო?
nikata
15:20 03-02-2016
0
სიახლეები პოპულარული