ლევან კობიაშვილი: ჩვენს ინტერესშია, ცხადაძის შემცვლელი რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ

AutoSharing Option
26 იანვარს გაიმართა ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა, რომელმაც ორი საკითხი განიხილა და გადაწყვიტა. ჯერ ერთი, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძე უხელმძღვანელებს, ხოლო რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საკითხს, ამასთან დაკავშირებით სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღმასკომის წევრებსა და მედიას განუცხადა, რომ კახა ცხადაძე პოსტზე არ დარჩება...

აღმასკომის შემდეგ ლევან კობიაშვილმა მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

ახალი მწვრთნელი? რაც შეიძლება სწრაფად...
- ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა. ამავე დროს, ის ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელიც იქნება. მიხარია, რომ აღმასკომის წევრებმა ჩემს შეთავაზებას მხარი დაუჭირეს.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ის კახა ცხადაძეს ეხებოდა. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამავე დროს, აუცილებლად ჩავთვალე, რომ ამ საკითხზე აღმასკომის წევრებთან მელაპარაკა.

მივედით შეთანხმებამდე, რომ ბატონ კახასთან ხელშეკრულება მოლაპარაკების გზით შეწყდეს. მზად ვარ, მას კიდევ ერთხელ შევხვდე და ვილაპარაკოთ, როგორ გავწყვიტოთ კონტრაქტი მოლაპარაკების გზით.

- ანუ ლაპარაკია კომპენსაციაზე?
- ჩემს ბოლო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ კახასთან ურთიერთობის მოგვარება ცივილური გზით მსურდა. მისი წინადადება იყო, რომ ზაფხულამდე დაგვეკმაყოფილებინა. მზად ვარ, კიდევ ერთხელ დავილაპარაკოთ და ერთმანეთს ადამიანურად დავშორდეთ.

- აღმასკომის სხვა წევრების პოზიცია როგორი იყო?
- კახას კონტრაქტის შეწყვეტაზე რომ უნდა შევუთანხმდეთ, ეს ჩვენი საერთო აზრი იყო, თორემ მწვრთნელთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და ახლაც გავიმეორებ - ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. მიმაჩნია, რომ ვალდებული ვიყავი, ამ საკითხთან დაკავშირებით აღმასკომზეც მესაუბრა. თუმცა, აქვე ვიტყვი - ბოლოდროინდელი ამბების მიუხედავად, ცხადაძე ჩემი მტერი არ არის - ღმერთმა დამიფაროს!

მზად ვარ, დღესაც
You must have Flash Player installed in order to see this player.
დავურეკო და თუ სურვილი ექნება, შევხვდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით.

- ვინ იქნება ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი? გავრცელებული ხმებით, ფოლკერ ფინკესა და შოთა არველაძის კანდიდატურები განიხილება...
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ მათგანთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, რადგან ეროვნულ ნაკრებში ცხადაძის დარჩენა მსურდა. იცით, რომ ვთხოვდი კიდეც, დარჩენილიყო...

ვინ შეიძლება იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამაზე დღეიდან ვიფიქრებთ.

- საამისოდ რა დრო დაგჭირდებათ?
- იცით, რომ მარტში ამხანაგური მატჩი გველის და გუნდს ახალი მწვრთნელი მანამდე უნდა ჰყავდეს. ჩვენს ინტერესშია, ცხადაძის შემცვლელი რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ.

- ახალ მწვრთნელს ხელფასი რა სისტემით დაენიშნება?
- ფიქსირებული თანხა შედარებით მცირე იქნება, წარმატების შემთხვევაში კი მწვრთნელი ბევრად მეტს აიღებს. მოგებაზე ორიენტირებულ სახელფასო სისტემაზე კახას ტყუილად კი არ ველაპარაკებოდით?! ფედერაცია ამ სისტემით აპირებს მუშაობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
KGG-ს პასუხის ავტორს
დიდ ხანს ვიფიქრე გამეცა თუ არა პასუხი თქვენისთანა ღვარძლიანი და ჭორიკანა დედაკაცისათვის, (ვინაობას მალავთ, მაგრამ წერის მანერაზე გეტყობათ, რომ ქალბატონი ბრძანდებით სავარაუდოდ გამწარებული შინაბერა), მაგრამ იმდენ ვინმეს და რამეს გადასწვდით და ცეცხლი წაუკიდეთ, რომ იძულებული ვარ გიპასუხოთ, რათა თავი მართალი არ გეგონოთ. ვეცდები მაქსიმალურად კორექტული ვიყო, თუმცა ბოლომდე ამას ვერ გპირდებით.
1. სად ამოიკითხეთ ჩემს კომენტარში, რომ ადმინისტრირება და მენეჯმენტი მნიშვნელოვნად არ მიმაჩნია? მე მხოლოდ ის დავწერე, რომ ეს არასაკმარისია თუ მენეჯერი პატიოსანი არ არის მეთქი. ეტყობა ისე ხარ გაბოროტებული, რომ ყველაფერი დეტალურად უნდა „დაგიჟეჭო“, რასაც ვეცდები კიდეც. კობიაშვილმა მოსვლისთანავე, რომ შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების სისტემა დანერგა და ამ სისტემის დასაცავად ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კონფრონტაციაზე წასვლასაც არ მოერიდა, არ მეტყველებს შენთვის იმაზე, რომ სწორედ მენეჯერული მიდგომა აქვს? აბა რა სჯობდა დომენტისავით გაეგრძელებინა ფულის უყაირათო ხარჯვა და ფლანგვა?
2. ღვარძლიანად, რომ ჭორაობ მსაჯს ხელი დაარტყაო, ჯერ ერთი ეგ რომ დამტკიცებოდა 6 თვიან კი არა 2 წლიან დისკვალიფიკაციას გამოუწერდნენ. გერმანიის სადისციპლინო კომიტეტის კომპეტენციაში და სიმკაცრეში იმედია ეჭვი არ გეპარება.
„თანაგუნდელების მიმართ რასისტულ გამოხტომებში იყო შემჩნეულიო“- შენ რა იცი გასახდელში იჭვრიტებოდი ამ დროს ჭუჭრუტანიდან.? ეგრეც, რომ ყოფილიყო ალბათ დაიმსახურებდნენ ეგ ცხოველები თავიანთი ქმედებით და ლევანიც არ მოუთმენდა. ხოდა ვენაცვალე ხელებში. მაგათი 80% ხომ ისევ ცხოველების დონეზე დარჩნენ, რადგან ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას და აფრიკელი ფეხბურთელები არა მგონია დიდი ინტელეტით და ადამიანობით გამოირჩეოდნენ. თუმცა არა მგონია ზემოაღნიშნული ძირითადი ფილოსოფიური კანონის შესახებ გსმენოდეს რამე. ახლა რასისტობაში დამდებ ბრალს, დიახ მე რასისტი ვარ და სულ ფეხებზე მკიდია შენისთანა ვითომ „დემოკრატის“ აზრი, რადგან უბრალოდ თვალთმაქცი ხარ და გულის სიღრმეში იგივეს ფიქრობ, მაგრამ არასოდეს არ აღიარებ ამას.
ან საერთოდ რა მოსატანია არგუმენტად ადამიანის ერთჯერადი გადაცდომა ყოველდღიურ ცხოვრებაში? უბრალოდ ჩასაფრებული და ღვარძლიანი ადამიანი ხარ მეტი არაფერი.
3. მოიტანეს და სკამზე დადესო, რომ წერ უკანასკნელი მინიმუმ 12 წელიწადია მოტანილი და სკამზე დასმულები გვყავს ფედერაციის და არა მარტო ფედერაციის პრეზიდენტებად და ახლა გაგახსენდა. თუ ვინმეს დასმული ქვია დომენტი იყო, რომელიც არჩეული კაცის (ნემსაძის) სკამიდან აგდების შემდეგ დასვა მიშამ და კიდევ რამეზე ლაპარაკობ? აბა რა ჯობდა რეზი ყოფილყო, დომენტის საგმირო საქმეების გამგრძელებლად დარჩენილი? ნუ გეშინია რეზი მშიერი არ მოკვდება, ბოლოს და ბოლოს თავის რესტორანში დაპურდება ბარნოვზე.
4. წარმოდგენა არა გაქვს ფეხბურთში რა თანხები ტრიალებსო!! ვაი შენს პატრონს მე რომ ვიცი და მე რომ წარმოდგენა მაქვს იმდენი შენ არც კი დაგესიზმრება. იქნება ცოტა მეტი ძალა დაგეტანებინა ტვინისთვის და ისიც გაგეანალიზებინა რომელ ქვეყნებში, რომელ კლუბებში და რა მიღწევებისათვის აქვთ ამა თუ იმ მწვრთნელებს დიდი ხელფასები? ცნობისათვის ცხადაძეს მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატში მინაწილე 7 გუნდის უფროს მწვრთნელზე მეტი ხელფასი ქონდა. მათ შორის მექსიკის ნაკრების მწვრთნელზე 2-ჯერ მეტი. (ლინკს გიკოპირებ http://www.bpn.ge/finansebi/4944-mundiali-2014-monatsile-mtsvrthnelebis-khelfasebi.html?lang=ka-GE) რა საქართველოს ნაკრები უფრო მაღლა დგას ფიფას რეიტინგში, თუ უკეთეს ფეხბურთს თამაშობს? თუ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი მექსიკის ბიუჯეეტზე მეტია? ან ცხოვრების დონე უფრო მაღალია ჩვენთან ვიდრე მექსიკაში? (ასევე ცნობისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობით ჩვენ 106-ე ადგილზე ვართ მსოფლიოში მექსიკა კი 66-ზე - 9209 და 17950 პირობითი საერთაშორისო დოლარი შესაბამისად).
ისე, რომ იცოდე გვარდიოლას ბაიერნში 10-ჯერ მეტი ხელფასი აქვს ვიდრე დელ ბოსკეს ესპანეთის ნაკრებში. ნეტა რატომ? იმიტომ, რომ „ჭამა ქონაზე კიდია“ და ვითომ რატომ უნდა ქონოდა ცხადაძეს 12-ჯერ მეტი ხელფასი ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს? უფრო დიდი პასუხისმგებლობა აქვს? სწორედ მაგ პასუხისმგებლობას გაექცა და მაგაშია საქმე.
ფეხბურთელს, რომ მეტი ხელფასი აქვს ვიდრე მწვთნელს შენთვის აღმოჩენაა? კობიაშვილს 100 ათასზე მეტი ქონდაო, რომ წერ. ღმერთმა შეარგოს ის გერმანელებს ახდევინებდა ამ ხელფასს და არა საქართველოს გაძვალტყავებულ მოსახლეობას და ბიუჯეტს.
ზოგადად თანხები კი არ არის გადამწყვეტი, არამედ ის რომ ცხადაძეს შედეგზე პასუხისმგებლობის აუღებლად უნდოდა მუქთად მაყუთის აღება. ეგ არ იყო გულზე ხელებს, რომ იბრაგუნებდა 2 თვის განმავლობაში უხელფასოდ „გავწვრთნი“ ნაკრებსო? გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე იაფფასიანმა „პიარშიკმა“? ვაჭრობა, რომ გამართა 25 ათასიც დამიმატეთო, ვითომ თვეში 50 ათასი ცოტა იყო? ახლა მაგას კომპენსაციაც უნდა მისცენ და ეგ კომპენსაცია იქნება იმ „მგლის ბილეთის“ საფასური, რომლითაც ქართულ ფეხბურთში ეგ ვეღარასოდეს ვეღარ უნდა დაბრუნდეს. ხოდა მხოლოდ ამიტომ ღირს მაგითვის კომპენსაციის მიცემაც. მგონი რძის პროდუქტებზე ანდაზის შინაარსს ვერ მიხვდი და მაგასაც დაგიღეჭავ „არ უნდოდა რძე და ყველი...“ დამთავრება შენთვის მომინდია
5. იქნება ეგ გაყინული ტვინი გაგენძრია და იმაზე დაფიქრებულიყავი ჭირდებოდა თუ არა ცხადაძეს თავისი ერთი თვის ტოლი ხელფასის კრედიტად აღება? როცა დაახლოებით იგივე ხელფასი ბაქოში ქონდა და არც უმუშევარი არ ყოფილა გარკვეული პერიოდის მანძილზე. იქნება სულაც არ აუღია და კისერზე დააწერეს, კარგი საკონტრაქტო პირობების სანაცვლოდ? თუ ამ ქვეანაში KGB-ს ფუნქციის შემსრულებელს შესაბამისი სურვილი გაუჩნდება, ამას ადვილად გამოიძიებენ, როდის ჩაერიცხა ანგარიშზე თანხა ცხადაძეს, როდის და რა რამდენი (ერთბაშად თუ ნაწილ ნაწილ გამოიტანა) და საერთოდ ქეშად ხომ არ აიღო სესხი და ა.შ. საკმაოდ მარტივ კითხვებზეა პასუხი გასაცემი და „ძაღლის თავიც“ გამოჩნდება. ისიც საინტერესოა, როდის (კონტრაქტის გაფორმებიდან რამდენ ხანში) და რა ვადით გაიცა ერთი თვის ტოლი ხელფასი სესხად, ალბათ რამდენიმე წლით!!!! ტყვილა ხომ არ თქვა კობიაშვილმა მაგ სესხსაც ჩამოვაწერთო, ესე იგი გადახდაზე უარს ამბობს სავარაუდოდ იმიტომ, რომ არც აუღია. ყველაფერს ხომ ვერ იტყვის ღია ეთერში, რაღაცას თვითონ უნდა მიხვდეთ. მგონი ბიზნესში შენსავით ღრმად ჩახედულმა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ფეხბურთშიც არსებობს Kick Back-ები Free Kick-ების გარდა. თუმცა ეჭვი მეპარება ამ ტერმინების არასაფეხბურთო მნიშვნელობები გესმოდეს.
შენ მაქმიმუმ გორის ან თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (არც ვიცი ეს ფაკულტეტი მანდ თუ არის ) გქონდეს დამთავრებული, ისეთი ღვარძლით და შურით მოიხსენიებ თსუ-ს და იესემს.
კაცმა უპროცენტო კრედიტები გასცა ნახევარი მილიონი, რაც ნონსენსია, რადგან კრედიტის მახასიათებლები სარგებლიანობა, ვადიანობა და დაბრუნებადობაა. რაშიც ალბათ კიდევ საშემოსავლო გასადახადი გადაიხადა ბიუჯეტში (ამას შენ ვერ გაიგებ რატომ) , უამრავი ფული უყაირათოდ დახარჯა და იმაზე ატეხეს შენნაირებმა ამბავი სუფრაზე დამოუკიდებელი აფხაზეთის სადეგრძელო დალიაო!!! რა ისე ვერ ხვდებოდით რა ვაი პატრიოტი იყო? სანამ ასეთი შაბლონებით მოაზროვნე, ზედაპირული და ემოციებს აყოლილი ამბიციური ხალხი ვიქნებით, მანამდე იქნება ჩვენი საქმე კარგად. მაგას სადღეგრძელოზე კი არა მილიონებზე უნდა მოსთხოვო პასუხი, რომ სხვას იგივეს გაკეთების სურვილი გაუქრეს. დაბრუნდება თუ არა ეგ უპროცენტო (სარგებლის გარეშე) გაცემული სესხები ჯერ კიდევ საკითხავია? რა თავის ჯიბის ფულს არიგებდა? ფედერაციაა თუ „შარაშკინა კანტორა“? თუ გაინტერესებს ფულის დღევანდელ და მომავალ ღირებულებაზე, NPV-ზე, IRR-ზე და Pay Back-ზე ბევრი რამე შემიძლია გასწავლო, რასაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე არ ასწავლიან, იქნება მაშინ მაინც არ იმსჯელო ხელაღებით სხვის ცოდნა განათლებაზე.
0
აღმასკომის მიერ მისაღებ დაგაწყვეტილებას იღებს თვითონ, ჯერ იმას იჯახის და აღმასკომმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მწვრთნელის გაშვებაზეო და ეხლა ამბობს მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ცხადაძე ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნებაო. თუ ისე ართმევთ აღმასკომს ყველა ფუნქციას როგორც ქვეყნის პრეზიდენტს მთავრობა - ისე არ მესმის აღმასკომის ყოლის აუცილებლობა, როგორც ამ კანონმდებლობის პირობებში ქვეყნის პრეზიდენტის. ეს მანკიერი დამოკიდებულება კანონებისა და წესების მიმართ ამ დედანაქებმა მთავრობამ ისევ ყველგან დააბრუნა
ა ბიჯო კაცი
17:59 27-01-2016
0
ფეხბურთის ფედერაციის ჩინოვნიკები და მოხელეებიც რომ ბონუსების სისტემაზე გადავიდნენ კარგი იქნება, აი მაგალითად: თუ 1 ქართული გუნდი გავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, 1 მაინც ევროპის ლიგაზე, ნაკრები აიღებს მინიმუმ მე-3 ადგილს, ამ შემთხვევაში აიღონ სრული ხელფასი და თუნდაც ორმაგი ხელფასი, თუ ვერ შეასრულებენ ამ პირობას აიღონ ხელფასის მხოლოდ 25%. ეგეთი პირობა აწყობთ? თუ კობიაშვილი მხოლოდ ცხადაძის აღებულ ხელფასში ხედავს მხოლოდ ქართული ფეხბურთის უნიათობას?
ფედერაციაც ბონუსებზე
17:53 27-01-2016
0
შენ KGB უნდა გქონდენ სახელად ისე გარკვეული ხარ ყველაფერში. მაგალითად კობიაშვილის თავმდაბლობაში (როგორც შენ ამბობ) ის ფაქტიც ნათლად გვარწმუნებს გერმანიაში მსაჯზე რომ გაიწია ხელით და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ კინაღამ სამუდამოდ რომ ჩამოაცილა ფეხბურთს და თან იმიტომ რომ მანამდე თავისი ფერადკანიანი გუნდელების მიმართ რასისტულ გამოხტომებში იყო შემჩნეული, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ეგეთი წესიერი და თავმდაბალი ადამიანი (ისევ როგორც შენ ამბობ) ფედერაციაში მიიტანა და სკამზე უბრალოდ დადო ენერგეტიკის მინისტრმა (სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს). შენ საერთოდ თუ წარმოგიდგენია ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს ხელფასი რამდენი აქვთ? "რა გახდა ამ ნაკრების მწვთნელობა, რა განსაკუთრებული განათლება ან შრომაა ასეთი წელიწადში 10-15 თამაში სულ, დანარჩენი მივლინებები და მეტოქეების თამაშებზე დასწრება"- აი ეგ მაგარი თქვი ძალიან :)))) მაგ ლოგიკით კვირაში 1 ან მაქსიმუმ 2 თამაშში ღებულობდა კობიაშვილი გერმანიაში ხელფასს და დამიჯერე 100 000 ლარზე გაცილებით მეტს თვეში, შენ ლოგიკას თუ მივყვებით ეგეც უღირსად და დაუმსახურებლად იღებდა ხელფასს :) და საერთოდ მგონია რომ შენც წარმოდგენაც არა გაქვს რა თანხები ტრიალებს ფეხბურთში :) და იმის გამო, რომ შენ ადმინისტრირება და მენეჯმენტი მნიშვნელოვნად არ მიგაჩნია (როგორც შენი წერილის დასაწყისში წერ) ორგანიზაციის ფორმის ერთეულში, (და შენ წარმოიდგინე სულერთია ეგ ერთეული ბიზნესი იქნება თუ ფედერაცია) მაგიტომ 5000 ლარიანი ხელფასი გეკუთვნის კი არა შენი უნივერსიტეტიც და შენი იესემიც დასაწვავია და მერე მათ დანაწვავზე მარილია მოსაყრელი რომ სხვა არაფერმა გაიხაროს მაგათ ადგილზე :)))
KGG - ს
17:44 27-01-2016
0
აბა ვნახოთ ლევან ვის მოიყვან ცხადაძეს შემცვლელად, ალბატ ისეთს, ვინც აუცილებლად გაიყვანს ნაკრებს მუნდიალზე, მაგრამ არა მგონია ჩვენს ნაკრებს 20000 მწვრთნელმა უშველოს რამე, და მტელი ერი გაგინებდეს იქნება სჰენს და სჰენს დამქაშებს გიგირს ეს ამათ , რო?
gosha
17:21 27-01-2016
0
არა მგონია ესენი ქართული ფეხბურთის ასაყვავებლად იყვნენ მოსულები, ან კობიაშვილს ეკიტხებოდეს ვინმე რამეს დაავალეს, ცხადაძე გაუშვიო, ტორემ სჰენ გექნებაო წასასვლელიო და რა ქნას ამ უსუსურმა, უნდა უსმინოს თავის დამქაშებს!
0
"ვისურვებდი, რომ ეროვნულ ნაკრებს სათავეში ჩაუდგეს ნაკრებთან მუშაობის გამოცდილების მქონე მწვრთნელი!" რომელმაც წარსულში დიდი წარმატებები მოაპოვებინა საქართველოს ნაკრებს - არა? :))) რომელმა აქამდე მყოფმა მწვრთნელმა მოგვიტანა წარმატება, ჰა? თუ გამომრჩა ვითომ რამე? :)
გუჯა კახაძე -ს
17:05 27-01-2016
0
ამატ უნდატ ისეტი კაცი მოიყვანონ ნაკრების მწვრთნელად ვინც გაყოფს ასე, ერტი სჰენ და ერტი მეო ბალეშიკებს ბოდიში და ჩემი .....!

gigo
16:59 27-01-2016
0
ფეხბურთი თუ გინდათ და რამე შედეგის დადება ფეხბურტელს და მწვრთნელებს წიტელ დიპლომიმიანებზე გაცილებით მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეტ ეს არი აქსიომა და ვინც ამაზე კამათობს ის ან ფეხბურთის მტერია ან ჯერ კიდევ სიზმარშია...
კი ბატონო კარგია ბონუსური სისტემა მარა კაცს რო ხელსეკრულება აქვს და იურიდიულ მხარეს ვიკიდებთ არაფერი? რა რჯულის მტავრობა უნდა მოვიდეს რომ დასრულდეს საქართველოში ხელების გადაგრეხვის პრინციპით მოქმედება და ვიღაცის ხუშტურებზე სიარული ებანამატ...
irakli Apkhaidze
16:55 27-01-2016
0
ფული ჩემო ძმაო არც ჩვენს ენერგეტიკის ფეხბურთელ მინისტრს (რამდენჯერაც არ უნდა ვთქვა, სულ სასაცილოდ მეჩვენება:))) აკლია, მაგრამ მისი ფირმის ჰესის ასაშენებლად ნახევარი სვალეთის დატბორვას აპირებს თავის სვანებიანად და მისი მამამთავრის გაზის შემოტანას აპირებს მოსახლეობის ჩუმად. და საერთოდაც მგონი ფეხბურთელობა ისეთი უძირო ქვევრია, რომლისთვისაც არასდროსაა ფული საკმარისი, არა თუ ბევრი
Toi s - ს
16:53 27-01-2016
0
აბა რა, აბა რა, ესენი ისე წმენდენ მიუღებელი კადრებიდან და ბიუჯეტიდან სპორტს თავის მინისტრიან ფედერაციიანად რომ უეჭველად მალე მარტო ბავშვთა ფეხბურთი დაგვრჩება, იმათ წასართმევი არაფერი ექნებათ, შეეშვებიან და თავისუფლებაში გაიზრდებიან ნამდვილი ტალანტები - აი ამათი მმართველობის პირობებში ქართული ფეხბურთის განვითარების გეგმა
Toi-ს
16:43 27-01-2016
0
აბა რა, აბა რა, მაგას იმხელა სკოლა აქვს გერმანიაში გავლილი ფეხბურთში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის რომ ნუ იტყვი :))) მაგარს ღადაობ ნაღდად :))
ucnobi -ს
16:38 27-01-2016
0
ვინ დაგნიშნავს გენაცვალე ფედერაციაში დღეს თუ ენერგეტიკის მინისტრის მეგობარი არ ხარ? ისე რა სასაცილოთაც ჟღერს ეს ყველაფერი ისე სასაცილოდ კი მიჰყავთ საქმე :)))
Gaucho- ს
16:36 27-01-2016
0
ჩვენი ნაკრები რა, "პოდ ოპიტნი კროლიკია"
0
100 % ხარ ძამიკო
ზაზა ს
15:43 27-01-2016
0
რა საჭიროა კონტრაქტი თუ მისი დარღვევა ასე იოლია? ვინ დადო კონტრაქტი ფედერაციამ თუ ერთმა კაცმა? თუ ნაკრებმა წარმატებას ვერ მიაღწია კობიაშვილი გადაყვება! ცხადაძე კი დაჩაგრული და გამარჯვებული იქნება, უკვე გამარჯვებულია!
0
კარგი ადმინისტრატორები,რომ იყვნენ ბლატერი, აველანჟი და პლატინიც კი იმიტომ არიან კორუფციაში გასვრილები. აღარაფერს ვამბობ ცირკის ყოფილ დირექტორზე, რომელმაც წარმატებით გააგრძელა ბიზნესმენობა ფედერაციაშიც. ლევან კობიაშვილი არის წესიერი და თავმდაბალი ადამიანი. ამის თქმის საშუალებას ის ფაქტი მაძლევს, რომ ერთად ერთხელ მყავს ნანახი ეგ კაცი ცხოვრებაში 15 წლის წინ. მაშინ ქალაქში ყველაზე პოპულარული გასართობი ცენტრის დირექტორი ვიყავი. ჩემმა ძმაკაცმა მოიყვანა ლევანი და "მუმუ" ბოულინგის და ბილიარდის სათამაშოდ. ესეთი თავმდაბალი და წესიერი ადამიანი იშვიათად მინახავს მით უფრო მაშინ , როცა კარიერის ზენიტში იყო და გერმანიაში თამაშობდა, თავში არ ქონია ავარდნილი არაფერი.
ჩვენ სწორედ პირველ რიგში პატიოსნება და საქმისადმი ერთგულება გვჭირდება და მენეჯმენტიც კარგად გამოუვა. ვინც მაგის გუშინდელ ინტერვიუს უყურა მაკა ცინცაძესთან დამეთანხმება, რომ არაფერიც არ ეშლება და თანაც მარტო ხომ არ არის იმ ფედერაციაში, შესაბამისი სპეციალისტებიც ხომ ყავს.
რაც შეეხება ცხადაძეს. ბევრს გაქვთ 50 000 ლარი ფიქსირებული ხელფასი? მე უნივერსიტეტიც წითელ დიპლომზე დავამთავრე, ასპირანტურაც და იესემის ბიზნეს მაგისტრატურაც, 30 წელია ვმუშაობ და 50 კი არა 5 ათასიც არა მაქვს ხელფასი. რა გახდა ამ ნაკრების მწვთნელობა, რა განსაკუთრებული განათლება ან შრომაა ასეთი წელიწადში 10-15 თამაში სულ, დანარჩენი მივლინებები და მეტოქეების თამაშებზე დასწრება ხომ სხვა ხარჯებია? ძალიან სწორი მიდგომაა შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურება. არ ეყო 50 ათასი თვეში და მაინცდამაინც 100 ათასი უნდა? კარგად იყოს, ესეიგი თავის თავის იმედი არ ქონია და ჩვენ როგორ უნდა გვქონოდა მაგისი იმედი? . ერთი ანდაზა მახსენდება რძის პროდუქტებზე, რომაა ის .... აბა რა უნდა ექნა ლევანს გაეგრძელებინა ის მავნე პრაქტიკა როცა პურჭყებაში და "იბიო მატის" ძახილში თვეში 100 ათას დოლარს უხდიდენ ცხადაძის წინამორბედს? სავარაუდოდ არც თუ უანგაროდ, თუ დომენტის ბიზნეს ალღოს გავითვალისწინებთ? კაცს, რა პრეტენზია უნდა ქონდეს მწვრთნელობაზე,როცა ხორვატიაში მოგებული თამაში წაგვაგებინა ბურთის დამჭერი ფეხბურთელი მოედანზე მანამდე არ გამოიყვანა. სანამ ორი გოლი არ გაგვიტანეს, მერეღა გამოიყვანა ჯანო. ან რაღა აზრი ქონდა? ამას ტელევიზორთან მჯდომი გულშემატკივარი უნდა ხვდებოდეს და ნაკრების მწვრთნელი ვერა? კიდევ უამრავი მაგალითია იმისა რომ თამაშს ვერ გრძნობდა ქეცბაია, ცხადაძე ამ მხრივ ნამდვილად სჯობდა მას მაგრამ ...
ისე გინება ჩემი "მოგონილია"  და თუ მაგ კრიტერიუმით შეარჩევენ მეც დიდი შანსი მაქვს ნაკრების მწვრთნელობის.
მიდი ლევან მიაწექი, გეგუჩაძის დანიშვნაც ძალიან სწორი ნაბიჯია, ეგ კაცი პირველ ნაკრებშიც ივარგებდა, თუმცა შოთას იმედიც მაქვს.
აბა თქვენ იცით წარმატებები!!!!
0
მივესალმები ფედერაციაში დანერგილ ახალ სახელფასო სისტემას და ვისურვებდი, რომ ეროვნულ ნაკრებს სათავეში ჩაუდგეს ნაკრებთან მუშაობის გამოცდილების მქონე მწვრთნელი!
გუჯა კახაძე
14:32 27-01-2016
0
ლევანდოვსკიმ და ესტონეთის ნაკრებმა გვიჩვენა, როდესაც ჩვენ კონცენტრაცია და სისწრაფე დაკარგულ მცველებში ლამის მეტეორიტივით დაქროდნენ. სათანადო ფიზიკური მომზადების გარეშე დღევანდელ სპორტში წარმატება შეუძლებელია. უკვე მომაბეზრებელია იმაზე საუბარი, თუ როგორ და რამდენად თვალში საცემია ქართველი და მეტოქის განსხვავება ამ კომპონენტში და შესაბამისად ის საბოლოო შედეგშიც პოულობს ასახვას. ევროპაზე არ ვლაპარაკობთ, აზერბაიჯანის და ყაზახეთის გუნდებთანაც ისე ვჩანვართ, როგორც დამწყები მოყვარული პროფესიონალთან. ლამის ყველა ძალისმიერ ორთაბრძოლას ვაგებთ, ჩამოვრჩებით სისწრაფეში, შუა ტაიმში უკვე ვეღარ ვსუნთქავართ. დაღლილობისგან დაკარგული გვაქვს კონცენტრაცია და ყურადღება, რაც გამოიხატება უზუსტო პასებში და უაზრო გადაწყვეტილებებში და ა.შ.
...სამწუხაროდ, ქართველი მწვრთნელებისათვის ეს ელემენტარული აქსიომა მრავალუცნობიან ამოუხსნელ განტოლებად იქცა. ან ფიზიკური მომზადების მნიშვნელობა არ იციან, ან როგორ გააკეთონ ის არ იციან. ვინაიდან ეს პრობლემა თითო-ოროლა გუნდის კი არა, მთლიანად ქართული სპორტის პრობლემაა, ამ საკითხს ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ ერთობლივად უნდა მიხედონ და იზრუნონ თანამედროვე სპორტული მედიცინის მიღწევების დანერგვაზე გუნდებში, ფიზ. მომზადების მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, უცხოელი სპეციალისტების მოწვევაზე და ჩვენი მწვრთნელების სტაჟირებაზე გაგზავნაზე. ეს ბოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ქართული სამწვრთნელო აზროვნება ლამის ისტორიულ ქვის ხანაშია.
ზაზა
14:27 27-01-2016
0
Kობიასჰვილის გაკეტებული საქმე არც მოედანზე მინახავს და არც აქ მოწყვეტს ვარსკვლავებს
0
ქაჯების დოღია ქართულ ფეხბურთში
beqa
13:57 27-01-2016
0
შემდეგი მწვრთნელის ანაზღაურება არ უნდა იყოს კონფიდენციალური.
dato
13:44 27-01-2016
0
სანამ დაგვიანებული არაა დაბრუნეთ ცხადაძე ნაკრებში
dato
13:42 27-01-2016
0
an logika sadaa?finke da sxvavinme evropidan gindat mogvatyuotrom aseti kontraqtit moiyvanot?:moigeb mogcem puls tuarada ara??:::vairo yvelaferi giyeniat erze da sindisze magla ((((
0
ninoobas gilocavt mtels ersa da bers shegewiot...egyvelaperi chveni bralia vitom vai gulshematkivrebis,vart klaviaturas amoparebuli da vjgabnit.male shesarchevebiiwyeba da exaiqneboda shecvla eamis da vinmesi???titsvishvert sxvisken,gulshematkivrebs bevrirsm shegvizlia. (archatvalotrom kaxasgamo aqciebisken mogiwodebt magram chveniazri hkidiat federaciashi,radganician maqsimum aqdavjgabnit tito esemess)
0
როდის უნდა ვისწავლოთ ცივილიზებული საქმიანობა. კახა ცხადაძესტან ფედერაციას კოტრაქტი აქვს დადებული. კონტრაქტის ვადის გასვლამდე მისი პირობების შეცვლაე თუ ტანახმა არ არის, რატომ უნდა გაგვიკვირდეს?
gulსematkivari
13:27 27-01-2016
0
კობის დიდ პატივს ვცემ მან ტავი ტავის სჰრომისუნარიანობიტ და უგალატობიტ დაგვამახსოვრა მე როგორც რიგიტი გულსჰემატკივარი ქარტული ფეხბურტის ვიტყვი არავიტარი ფინე და არავიტარი არველადზე ისევ სჯობია რამენაირად საერტო ენა გამონახოს ცხადაზესტან და დატოვოს.
gela
13:15 27-01-2016
0
ადამიანურად დაშორებას რომ ითხოვთ, მოექეცით კი ცხადაძეს ადამიანურად??????
გიორგი
13:10 27-01-2016
0
უნდა მოიწვიოს ფედერაციამ (დინამომაც და სხვა კლუბებმაც))ახალგაზრდა გერმანელი,ესპანელი მწვრთნელები.ახალგაზრდა ნაკლებ ანაზღაურებას მოითხოვს(ფინ.ხარჯების ეკონომია),მაგრამ არანაკლებ განსწავლული იქნება და თან იქნებ,,გავარტყათ,,და მომავალი ,,კლოპები,, ,,ჰაინკესები,,თუ ,,გვარდიოლები,,თუ ,,,სიმეონე,,ვნახოთ მათ შორის.თანამედროვე წვრთნის,აღზრდის მეთოდოლოგიას დანერგავენ ჩვენთან და თან მათ გვერდით ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელებიც გაიზრდებიან
ზაზა
13:06 27-01-2016
0
რთულ სიტიაციაში იქნება ახალი მწვრთნელიც და კობიაშვილიც,თუ სულ მცირე მე–3 ადგილი არ აიღო ნაკრებმა შესარჩევში.დაიწყება–აი ცხადაძე,რომ ყოფილიყო და ა.შ.
–ფინანსური ოპტიმიზაცია აუცილებელი იყო(თუ ეს იყო ნამდვილი მიზეზი კონფლიქტის) და ცხადაძე უნდა დათანხმებოდა,მაგრამ....
–რესურსებით მაინც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირი.
ზაზა
13:05 27-01-2016
0
ვაცლი ძმაო, იმედი არ გადამიწურავს, 25 წელია ველოდები და ვაცლი და იმედია ეხლა მაინც მიხედავენ საქმეს. მეც ვთამაშობდი ფეხბურთს და ეს სიბინძურე ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და მინდა ჩემი ბიჭი მივიყვანო ფეხბურთზე და სწორედ ამ პრობლემების გამო არ მიმყავს. მიუხედავად იმისა ბევრი ჩემი ძმაკაცი და ახლობელი მუშაობს ბავშვთა მწვრთნელად.მართალია ძნელია ამ ჩამყაყებული სიტუაციიდან გამოსვლა მარა უნდა შეძლონ. ახალგაზრდები არიან და ფულიც არ უჭირს ლევანს და იმედი მაქვს კორუფციასაც მოსპობს. ძმაკაცობა და ახლობლობა ვახსენე და მაგაზე ვიტყვი. ცხადაძეს პატივს ვცემდი სულ და ეხლაც პატივს ვცემ როგორც პიროვნებას და ფეხბურთელს, მარა იმედი მაშინ გამიცრუვდა მაგისი პირველივე შეკრებაზე რო მისი შვილი გამოიძახა, სულ რო მაგარი ყოფილიყო სალაპარაკოს არ გავხდიდი და არ მოვიწვევდი პირველივე შეკრებაზე, მით უმეტეს რო ჩემი აზრით ბაჩანაზე მეტად ძლიერი ფორვარდები გვყვავს (რაც გვაყავს ის გვყავს რა:) ხოდა მოდი რა ვინც ძლიერია და იმსახურებს საქმეც იმან აკეთოს და ფეხბურთიც იმან ითამაშოს და ყველაფერი გამოვა...
Toi s
12:43 27-01-2016
0
კაცი ჩამოიყვანეთ აზერბაიჯანიდან და ეხლა დატოვეთ ისე. რა უბედურებაა რა არის ეს??? უბრალოდ მაგაზე უკეთესი ვინ უნდა ნახოთ ჩემამდე არ დადის მითუმეტეს კაპიკებზე თქვენთან ვინ იმუშავებს??? უცხოელ ტრენერებზე ხო არც იოცნებოთ საერთოდ! წადი ლევან ეხლა და წნორის მილანში ან აბაშის ვალენსიაში ეძებე მწვრთნელი
nika
12:42 27-01-2016
0
შედარებით მცირე რას ნიშნავს? წინა მწვრთნელებზე ნაკლები ქონდა და კიდე მეოთხედის დაკლებაზე დაგთანხმდა და მეტი "შედარრებით მცირე" რა გინდოდა თუ სხვა მიზეზი არ გქონდა?
0
კობი, მაგ თანამდებობაზე კი არ აგირჩიეს დაგსვეს მაგრამ მაინც იმედი მქონდა რომ სწორი გზით წახვიდოდი და საქართველოში ფეხბურთის განვითარებას შეუწყობდი მხარს. სამწუხაროდ შენ პირველივე ნაბიჯი გადადგი რომ მწვრთნელი რომელმაც ნაკრებში ურთიერთობები დაალაგა და ამდენი წლის განმავლობაში შემტევი ფეხბურთი ათამაშა შეცვალე ფულის გამო. თან იმ ფულის რომელიც ეკუთვნოდა კახას კონტრაქტით და 25%-ით დაკლებას თანხმდებოდა. მე არ გეტყვი რომ ჩვენ და ხალხი და ეგეთები მაგრამ მე ერთი რიგითი გულშემატკივარი დამკარგე.
გული დამწყდა და ვამბობ
12:38 27-01-2016
0
ლევან ძალიან დიდ პატივს გცემდი როგორც ფეხბურთელს ნაკრებშიც თავს არ ზოგავდი ზოგ-ზოგიერთებივით, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი შედომა დაუშვი ცხადაძე რომ გაუშვი!
dato
12:21 27-01-2016
0
gg გეთანხმები ეგენი გამოსასწორებელია აუცილებლად სხვაგვარად არ გამოვა, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა დაიწყოს, როგორც ამბობენ ეგ გეზი აქვთ და მიხედავენ ბავშვთა ფეხბურთს. ძირიდან დაიწყებენ შენებას და იმედია მართლაც ასე იქნება, ამას კიდევ დრო ჭირდება და ვაცალოთ
0
ნეტა თუ მართლა ვინმეს გჯეროდათ და გჯერათ ამ ნაკრებით და ფეხბურთელებით რამე შედეგის მიღწევის...ვერც ცხადაძე და ვერც გეგუჩაძე და ვერც ფინკე ვერ უშველის ნაკრებს , მანამ სანამ ჩემპინატის დონე არ აიწევს, ბავშთა ფეხბურთს არ მოევლება და ინფრასტრუქტურას...და კიდევ სანამ ქართულ ფეხბურთს წურბელები არ მოშორდებიან და ახლობლობა ძმაკაცობით არ მოხვდებიან დაბალი კლასის ფეხბურთელები გუნდში და უპატრონო და ნიჭიერი ბავშვები გულაცრუებული არ წავლენ სახლში...აი ესაა მთავარი პრობლემა ჩვენი ფეხბურთისთვის...
0
სირცხვილია ის რომ ეგ ადამიანი გუშინ აირჩეს და იმით დაიწყო თავისი საქმიანობა რომ აგდებს კაცს იმიტომ რომ მას ეგრე უნდა.და რას ფიქრობენ ამაზე ფეღბურთელები ფეხებზე დაიკიდა სულ)
mamuka
11:46 27-01-2016
0
რა ვიცი!! ღმერთმაც კარგი ქნას, მაგრამ..... თუ შედეგები არ იქნა, კობი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. ღმერთმა ქნას ვცდებოდე. ძალიან დადებიტად ვარ ამ პიროვნების მიმართ განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ცხადაძის მიმართებაში არ ვეთანხმები. სხვაგვარადაც შეიძლებოდა ამ საქმის მოგვარება. მჯერა მოაგვარებდა კიდეც ლევანი, მაგრამ ვგონებ სხვის რეკომენდაციებს (განსაკუთრებით მელა ჭუმბურიძეს)გვერდი ვერ აუარა. თან, ალბათ პრინციპის საქმემაც ითამაშა თავისი როლი.
gaga
11:44 27-01-2016
0
კობის იმხელა სკოლა აქვს გავლილი გერმანიაში არამგონია მაგაზე კარგად ვინმემ რამე იცოდეს... სწორი გადაწყვეტილებაა.ბონუსური სისტემა ძალიან კარგია
ucnobi
11:42 27-01-2016
0
კობის იმხელა სკოლა აქვს გავლილი გერმანიაში არამგონია მაგაზე კარგად ვინმემ რამე იცოდეს... სწორი გადაწყვეტილებაა.ბონუსური სისტემა ძალიან კარგია
ucnobi
11:41 27-01-2016
0
ამას ვინ რას ეკითხება, რომ იცოდეს რასაც აკეთებს. ....
ირაკლის
11:32 27-01-2016
0
შეცდომაა თუ სწორი ამას დრო გვიჩვენებს მანამდე კი ნუ ლაპარაკობთ ისე თითქოს ეს საქმე უკეთესად იცოდეთ. თუ იცით გემუშავათ მის ადგილზე...
Gaucho
11:24 27-01-2016
0
იგივე .... ხარ რაც წინა
givi
11:18 27-01-2016
0
ეჰ, ბატონო ლევან, არ დაგეშვათ ქართული ფეხბურთის საზიანოდ შეცდომა კარგი იყო, მაგრამ როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი გისურვებთ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყოს. თქვენმა ამ ნაბიჯმა საქართველოს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდი დააზარალა, საქართველოს ეროვნული ნაკრები და თბილისის დინამო. ერთისგან ფინალურ ეტაპზე და მეორესგან ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ელოდა ქართველი ქომაგი
gizog
11:05 27-01-2016
0
იმედია იცი რასაც აკეთებ, თორემ ნაკრების მორიგი წარუმატებლობა მთლიანად და მხოლოდ შენ დაგბრალდება კობი!
irakli
11:04 27-01-2016
0
ომარ თეთრაძე გამართლებს
zurai
11:03 27-01-2016
0
ვეთანხმები კობის, სისტემა მართლა კარგიაა . ყველგან ამართლებს
0
თეთრაძე ჩამოიუვანეთ,ქართული მენტალიტეტი იცის
tttttt
10:56 27-01-2016
0
სიახლეები პოპულარული