იურაი იარაბეკი: ჩემი წინამორბედი საქართველოს ნაკრებში ინიშნება

AutoSharing Option
სლოვაკური Trnava voice-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალი თავკაცი ჰყავს, 53 წლის იურაი იარაბეკი, რომელიც აგვისტომდე ტრნავის "სპარტაკს" თავკაცობდა.

ის "დინამოში" გია გეგუჩაძეს შეცვლის, რაც, თითქოს, მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს ერთი შეხედვით.

აი, რას წერს სლოვაკური წყარო: "იარაბეკი შეუთანხმდა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "დინამოს". კონტრაქტი ერთწლიანია. ის "დინამოში" შეცვლის გია გეგუჩაძეს, რომელიც საქართველოს ნაკრებში მიდის".

მოკლედ, სლოვაკები პირდაპირ წერენ, რომ გია გეგუჩაძე საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს და ეს თუ მოხდა, მაშინ გაურკვეველია, რატომ ატყდა ხმაური ცხადაძის ხელფასზე, რადგან იარაბეკის კონტრაქტიდან ირკვევა, რომ
მას კარგა ხანია, შეეხმიანნენ "დინამოდან".

ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ ნაკრების თავკაცის ხელფასთან დაკავშირებული სკანდალი ატყდებოდა. ეს კი ეჭვს აჩენს, რომ ცხადაძის ხელფასი უბრალო საბაბი იყო.

"ახალი წლის მერე თბილისში ჩავედი. ვნახე ყველაფერი და მალევე დავთანხმდი პირობებს. თბილისის "დინამო" დიდი გუნდია, მან 1980/81 წლების სეზონში ევროპის თასების თასი მოიპოვა.

რომ იცოდეთ, ფეხბურთის თვალსაზრისით, საქართველო ჩვენზე წინაა. კლუბს დიდი ფინანსური პოტენციალი აქვს. "დინამოში" მხოლოდ ერთი ლეგიონერია.

ასეთი პირობები, როგორიც "დინამოშია", ჩვენთან არ არის. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშაობას.

ჩემი წინამორბედი ეროვნულ ნაკრებში გადავიდა. ამიტომ მის შემცვლელს ეძებდნენ. კონტრაქტი შემომთავაზა "ზესტაფონის" ყოფილმა მენეჯერმა, რომელიც ახლა "დინამოშია", - განაცხადა იარაბეკმა და ალბათ, ამ მენეჯერში ის "დინამოს" დირექტორ მიხეილ ხუციშვილს გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები / 68 /
საშინელ დღეშია ფედერაცია,ახლა ახალგაზრდულს გაწვრთნის გეგუჩაძეო,როცა მიხვდნენ რომ გაიყიდნენ თხებივით,უცბათ მოიფიქრეს,თორემ ჩივაძე 1 თვის გაშვებულია!!! სად იყვნენ აქამდე? მათი ფავორიტი გეგუჩაძე იყო ყველამ იცის ეს.რა სიბინძურეშია ფეხბურთი,რა გვეშველება? მაგრად დაიწყეს ამათაც!!! გრცხვენოდეთ.
vito
15:14 26-01-2016
0
ჰა არ ინიშნებაო ეროვნულის მწვრთნელად გეგუჩაზე, წაიღეთ ეხლა თქვენი სიტყვები უკან :)
მლანძღველებს
14:27 26-01-2016
0

სიახლეები პოპულარული