არ ჩაერიოთ! - კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავს

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, 15:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე საგანგებო პრესკონფერენციას მართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.

"მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში მესამე ადგილი წილისყრამდე ვახსენე... შედეგების ნახვის შემდეგ კი ვთქვი, არათუ მესამე ადგილი, პლეი ოფში გასასვლელად ბრძოლის პოტენციალი და რესურსი გვაქვს-მეთქი. დღეს ამ
თემის ჩემს კონტრაქტთან იურიდიულად მიბმას და აქცენტის ამაზე გაკეთებას ცდილობენ.

ღიმილის მომგვრელია, თითქოს მე ნაკრების ფეხბურთელებს მხარდაჭერას ვთხოვ. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ მათ გააკეთეს განცხადება და აღნიშნეს, რომ ასეთი მოტივირებული, ანთებული, ერთიანი გუნდი საქართველოს ნაკრებს არასდროს ჰყოლია.

ბიჭებო, თქვენ არ ხართ არც ცხადაძის, არც კობიაშვილის, თქვენ ხართ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. თქვენი ვალდებულებაა, რომ ნაკრების თამაშებზე მაქსიმუმი გაიღოთ. ვინც უნდა იყოს მწვრთნელი, მოგიწოდებთ, არ ჩაერიოთ ამ საქმეში. მსურს წარმატებები გისურვოთ ჩემთან და უჩემოდაც, იფიქრეთ მხოლოდ თქვენს ქვეყანაზე", - თქვა ცხადაძემ.

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
"პროცენტებით რომ ლაპარაკობს ცხადაძე, თქვას ზუსტად, რამდენი აქვს ხელფასი"
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორ დათანხმდეს კობის რასაც იღებს იქედან რაგაც პროცენტებს ოღონდ პატარას არა დიდ პროცენტებს მის მომთრევს უყოფს მერე ხომ აღარაფერი დარჩება...ხალხო ბელგიის ნაკრების მეხსიკის ნაკრების ხორვატიის ნაკრების მწვრთნელებს არ აქვს ამხელა ხელფასი ეს რა უბედურებაა.
simartle
12:34 26-01-2016
0
კახი დათანხმდი კობის ვინც დღეს კვერს გიკრავს შენი მტერია აეს დასაწვავი დოლარი ცოტა მოიკელი
kaxis
20:46 25-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული