სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
კახა ცხადაძე: 30 000 დოლარზეც ვიყავი თანახმა, მაგრამ...
AutoSharing Option
15:10 25-01-2016
დღეს, 25 იანვარს, 15:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე საგანგებო პრესკონფერენციას მართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.

"ჩემი კონტრაქტი, რომელსაც ხელი მოვაწერე, გათვლილია დოლარში ან დოლარის ექვივალენტ ლარში.

ჩემი ხელფასი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ყველა მწვრთნელის ანაზღაურებისგან წელიწადში 600-700 ათასი დოლარით ნაკლებია. 2005 წლიდან ის თვეში 100-120 000 ათას ევროს შორის მერყეობდა, ჩემი ხელფასი კი თვეში 40 000 დოლარია. მე დავთანხმდი მის კიდევ 25%-ის მოკლებას, ანუ თანახმა ვიყავი 30 000 დოლარზე.

ბონუსური სისტემა ნიშნავს იმას, რომ N-ოდენობას უნდა დაუმატო N-ოდენობა, ესენი კი პირიქით, მიკლებენ..."

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
თენგო
14:10 26-01-2016
ფედერაცია 100%-ით მართალია ცხადაძესთან და მე მათ ქმედებაში უფრო ვხედავ ქართული ფეხბურთის მომავლისთვის სასიკეთო ნაბიჯებს ვიდრე ცხადაძის ფულზე დახარბებულ ქმედებაში. ეს კაცი გვპირდებოდა ყველას რომ საქართველოს მინიმუმ მესამე ადგილზე გაიყვანდა, მას სთავაზობდნენ რომ ამ შემთხვევაში მიიღებდა ძველი კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს სრულად, თუ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევდა მაშინ დამატებით კიდევ აიღებდა დაახლოებით 1 მილიონ ლარს. აი რა არის ამ წინადადებაში მიუღებელი? გარდა იმისა რომ თავად ცხადაძე მხოლოდ პირად გამორჩენაზე ფიქრობს. ახლაც მისი ერთადერთი მოტივი ის არის რომ რაც შეიძლება მეტი ფული წაგლიჯოს ისედაც გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ქართულ ფეხბურთს. მე არ მესმის იმ გულშემატკივრების რომლებიც ამ შემთხვევაში ფედერაციას ადანაშაულებენ, ისე მაინტერესებს ცხადაძისთვის იგივე ხელფასი რომ დაეტოვებინათ და საქართველო მეოთხე ან მეხუთე ადგილზე გასულიყო იგივე ხალხი არ დაადანაშაულებდა ფედერაციას ამდენი ფული რაში გადაყარეთო? ცხადაძე არ არის იმ კვალიფიკაციის მწვრთნელი რომ მან ამხელა ხელფასი მიიღოს, იქამდე საერთაშორისო დონეზე ქეცბაიას დონის სახელიც არ აქვს.
გოჩა
01:45 26-01-2016
ვერ გავიგე ცხადაძეს ხელფასმა დააქცია საქართველოს ეკონმიკა? ძვლივს ნორმალური მწვრთნელი მოვიდა და იმასც აგდებენ.