"მე არ მივდივარ, თუ სფფ-ს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა უნდა, თქვას!"

AutoSharing Option
დღეს, 21 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მასა და ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული დაძაბულობის მიზეზი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.

ცხადაძის თქმით, სწორედ ხეჩიკაშვილს სურს ნაკრებიდან მისი გაშვება და მის ნაცვლად სხვა მწვრთნელის მოყვანა. მისი თქმით, ახლა ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია, გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას თუ ცალმხრივად გაწყვეტს კონტრაქტს.

"ჩემი შეთავაზება ფეხბურთის ფედერაციის მიმართ არის ის, რომ დავიკლოთ ხელფასის 25 პროცენტი, შესარჩევ ეტაპზე მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში
კი ეს თანხა უკან დამიბრუნდეს. ამის შესახებ ვესაუბრე ლევან კობიაშვილსაც.

მე პირადად ვრჩები გუნდში. არსად არ მივდივარ და ახლა უკვე ფედერაციის გადასაწყვეტია, თუ რას მოიმოქმედებს. უმჯობესია, გადაწყვეტილება ფედერაციამ მალე მიიღოს. თუ უნდა გათავისუფლება და კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა - თქვას, თუ არა და, დამთავრდეს ამაზე საუბარი, რათა გავაგრძელო მშვიდად მუშაობა", - განაცხადა ცხადაძემ.

მისივე თქმით, ეროვნულ ნაკრებში ასეთი ერთიანობა არასდროს ყოფილა.

"გუნდი არის ერთიანი. ფსიქოლოგიურად წინ წავედით და გაჩნდა ოპტიმიზმი. ბიჭები ნერვიულობენ, ყოველდღე მეკონტაქტებიან - მათაც აინტერესებთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ამიტომ, ვინაიდან უკვე ახლოვდება შესარჩევი ეტაპი, უმჯობესია, გადაწყვეტილებები დროულად იქნეს მიღებული", - აღნიშნა ცხადაძემ.

კახა ცხადაძის პრესკონფერენციას წინ უსწრებდა მისი შეხვედრა სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, სადაც მათ ანაზღაურების ახალ მოდელზე ისაუბრეს. ცნობილია, რომ ფედერაციამ მწვრთნელს შემცირებული ხელფასი, წარმატების შემთხვევაში ბონუსების სისტემით შესთავაზა. თავის მხრივ, ცხადაძემ წინასწარ გამოთქვა მზადყოფნა ხელფასის 25 პროცენტით შემცირების თაობაზე.

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კახა ცხადაძეს!
[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე: ნაკრებში ხელფასს მაისიდან 25 პროცენტით შევიმცირებ!
[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე: ვინც ჩემ წინააღმდეგ რაღაც კამპანიას ააგორებს, საკადრის პასუხს გავცემ!
მკითხველის კომენტარები / 29 /
ვინ ათამაშდა ბაჩანა ცხადაძე? )))))))))))))))))))
unamusoebi
22:05 21-01-2016
0
აცალეთ ცხადადზეს, გუნდი ათამაშდა როგორც იკნა თუ არა ცუდად მოგიბრუდებათ იცოდეთ.
0

სიახლეები პოპულარული