სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
კახა ცხადაძე: ეგრე გაუშვი - უპატრონო კი არ ვარ?!
AutoSharing Option
09:33 21-01-2016
გუშინ, 20 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის შეხვედრა გაიმართა. მოგეხსენებათ, ფედერაცია ეროვნული გუნდის თავკაცს ანაზღაურების ახალ მოდელს სთავაზობს. ცხადაძემ ამ შეთავაზებას რამდენიმე დღის წინათ უპასუხა. მისი პოზიცია ასეთია - ის მზადაა, ხელფასი 25
You must have Flash Player installed in order to see this player.
პროცენტით შეიმციროს.

ცხადაძისა და კობიაშვილის შეხვედრის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.

"მე ჩემი კომენტარი ხელფასის დაკლებასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთე. ჩემი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, დანარჩენი ფედერაციამ უნდა გააკეთოს. შეუძლია გამიშვას, მერე კი მე გავაკეთებ განცხადებას.

ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ მერე ეს ცალკე სალაპარაკო თემა გახდება. ...ეგრე გაუშვი - უპატრონო კი არ ვარ?! კონტრაქტი მაქვს, ვალდებულებებია, მილიონი რაღაცაა...

მე ჩემი ცხოვრება ორწელიწადნახევრით დაგეგმილი მაქვს - ნაკრებში მუშაობა", - თქვა ცხადაძემ.

ცხადაძე თავის პოზიციას დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც 13 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში გაიმართება.

ასევე იხილეთ:
დღეს ცხადაძის ბედი წყდება - ნაკრების თავკაცმა და სფფ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკეს
joni
11:27 24-01-2016
იმიტო უსჰვებენ რო პული თვიტონ ჭამონ და სხვა არავინ
joni
11:23 24-01-2016
ძალიან ცუდია ასეტი რამეები რომ ხდება,დიდ პატივს ვცემდი ლევან კობიაშვილს მაგრამ რაც კალაძეს დაუჯერა და ეგ სამარცხვინოდ მოიგო ვიტომ არცჰევნები მას მერე მგონია რომ მასაც იგივე სენი შეეყარა რაც კარტულ ოცნებას კონდა და აკვს,აგარავინ გელავს ამ კვეკნისტვის,ხალხისტვის და საერტოდ ნამუსი ტუ რამე გააჩნდატ ისიც დაკარგეს,სირცხვილია უბრალოდ მშვენიერი და საუკეთესო სახელი კონდა კობიაშვილს მაგრამ შეირცხვინა თავი,იმ ადამიანს დაუჯერა რომელსაც მხოლოდ პული და ბიძინა აინტერესებს,ყიდიან ყველას და ყველაპერს,სირცხვილია ძალიან დიდი სირცხვილი